x
მეტი
  • 19.08.2019
  • სტატია:93657
  • ვიდეო:342158
  • სურათი:455882
საშინელი შეცდომა ამერიკის შეერთებულ შტატებში, 14 წლის მოზარდი სიკვდილით დასაჯეს, შემდეგ კი გამოირკვა, რომ უდანაშაულო იყო

image ჯორჯ ჯუნიუს სტინნი-ყველაზე პატარა ასაკის მოზარდი, რომელიც სიკვდილით დასაჯეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის მხოლოდ 14 წლის იყო როცა სიკვდილით დასაჯეს ელექტრო სკამით. მოზარდი სიკვდილით დასაჯეს 1944 წლის 16 ივნისს.
სასამართლოს მსვლელობის დროს და სიკვდილით დასჯამდე ხელში ეჭირა ბიბლია და იფიცებოდა, რომ უდანაშაულო იყო იმ საქმეში რაზეც ბრალდებას უყენებდნენ.
14 წლის ფერადკანიან ბიჭს ბრალს სდებდნენ ორი თეთრკანიანი მოზარდის მკვლელობაში, 11 წლის ბეტის და 7 წლის მერის მკვლელობაში. მოკლული გოგონები იპოვეს იმ სახლთან, სადაც ბრალდებული და მისი მშობლები ცხოვრობდნენ.
სასამართლოში ყველა ნაფიცი მსაჯული თეთრკანიანი იყო. პროცესი სულ 2 საათის მანძილზე მიმდინარეობდა და 14 წლის მოზარდს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს ზუსტად 10 წუთში.
მოზარდის მშობლებს უკრძალავდნენ სასამართლოში მისვლას, მოგვიანებით ქალაქიდან წასვლაც აიძულეს.
14 წლის ჯორჯი 81 დღე იმყოფებოდა სიკვდილმისჯილის საკანში და მისი ნონახულების უფლებას არავის აძლევდნენ. ბიჭი სამარტოო საკანში ჩასვეს მისი მშობლიური ქალაქიდან 80 კილომეტრით დაშორებულ ციხეში.
მის ჩვენებებს გამომძიებლები უსმენდნენ მოზარდის მშობლების და ადვოკატის დასწრების გარეშე.
თუ კი რაიმე სახის კანონდარღვევა შეიძლებოდა დაშვებულიყო დაშვებულ იქნა ფერადკანიანი მოზარდის მიმართ, იმდენად დიდი იყო ორი გოგონას მკვლელობის გამო საზოგადოების და სამართალდამცავების აგრესია მის მიმართ.
მოზარდი ციხეში გატარებული 81 დღის მერე დასვეს ელექტრო სკამზე და სიკვდილით დასაჯეს, მოზარდის სხეულში გაიარა 5380-მა ვოლტმა.
შემთხვევა გასულ საუკუნეში მოხდა, ჯორჯის დასჯიდან 70 წლის მერე სამხრეთ კაროლინას შტატის მოსამართლემ დაამტკიცა, რომ ბიჭი უდანაშაულოდ იყო დასჯილი.
ძალაყინი რომლითაც იქნა მოკლული ორი გოგონა იწონიდა 19, 07 კილოგრამს, რომლის აწევა ჯორჯ სტინნს არ შეეძლო სუსტი აღნაგობის გამო, მით უფრო არ შეეძლო მისი გამოყენება და ისეთი ძალით დარტყმის განხორციელება, ორივე გოგონა მოეკლა.
ბიჭუნა უდანაშაულო იყო, საზოგადოების აღშფოთებამ გავლენა მოახდინა სასამართლოზე და ნაფიც მსაჯულებზე, რომელთა განჩინებითაც უდანაშაულო მოზარდი სიკვდილით დასაჯეს.
სტივენ კინგს უზარმაზარი სტიმული მისცა ამ საშინელმა ისტორიამ დაეწერა წიგნი "მწვანე გზა", მის მიხედვით გადაღებული ფილმი კი 1999 წელს გამოვიდა კინოთეატრებში.

+16



0
1062
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1062