x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ უნდა შეინარჩუნოს ქალმა სხეულის ფორმა 50 წლის შემდეგ

image

ბევრ ქალს ეშინია და ფიქრობს, რომ 50 წლის შემდეგ მისი სხეული კარგავს ფორმას, მატულობს წონაში, თუმცა არიან ქალები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე სწორედ ახლა არიან საუკეთესო ფორმაში.

image

ცოტა ხნის წინ ჯენიფერ ლოპესმა, რომელსაც ახალახან შეუსრულდა 50 წელი, მოკლე ტოპში გამოწყობილმა საზოგადოებას აჩვენა შთამბეჭდავი მუცლის პრესი, თუმცა აუცილებელი არაა ცნობადი სახე იყო..

image

ქვემოთ გაეცნობით ხუთი ქალს, რომელიც 50 წელს გადაცდა და მოგვითხრობენ როგორც შეძლეს ფორმის დაბრუნება.

image

ჟანა გორაკი -50 წლის, გაყრილია, ცხოვრობს ლონდონში, მუშაობს იურიდიულ ფირმაში, აქვს საკუთარი ბლოგი გახსნილი კულინარიაზე.

image

მიუხედავად იმისა, რომ აერობიკით ვიყავი დაკავებული, სპორტდარბაზში ვარჯიშის გარდა, ველოსპედით დავიწყე სიარული, სანამ სირბილს შევძლებდი(მანამდე სათხილამურო ტრასაზე დაეცა და თეძო გაიტეხა, როს გამოც ხანგრძლივი რეაბილიტაცია დასჭირდა), შემიყვარდა ფიზიკური ვარჯიშები, აღარ მივირთმევდი გადამუშავებლ პროდუქტებს, მიუხედავად ამისა, კვირაში სამჯერ-ოთხჯერ ჭიქა ღვინოს ვსვამდი და ხანდახან პიცასაც მივირთმევდი.

ჩემი ორეული სადღაც დაიკარგა, შარშან სამხრეთ აფრიკაში მაღაზიაში ჩემს მეგობართან ერთად შევედი, როდესაც მაღაზიიდან ღია-ვარდისფერი ბიკინით გამოვედი, გაოცებულმა მკითხა:"ოჰო, როგორ გაჩნდა ეს პრესი შენს ფიგურაზე?"

image

დებორა გირდი-49 წლის, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, სამშენებლო პროექტების ხელმძღვანელი.ქალთა სარბენი კლუბის დამაარსებელი.

image

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კაბის ზომა იყო 8 ან 10, ბოლო 18 თვეში საგრძნობლკად შეიცვალა ჩემი ფიგურა.

ვერც წარმოვიდგენდი, 20 წლის ასაკშიც კი, რომ ასე კარგ ფორმაში ვიქნებოდი, აღარაფერს ვამბობ 50 წლის ასაკზე, მენოპაუზის დადგომის პერიოდში.

რაში მდგონარეობს ჩემი საიდუმლო?ათლეტიკა და საკვების ზომიერად მიღება.

გასულის წლის დასაწყისში, მიუხედავდ იმისა, რომ კარგ ფორმაში ვიყავი ჩემი პრესი ქონის ფენაში იყო ჩაფლული, ყოველთვის ვიყენებ სარბენ ბილიკს, კროსტერნაჟორს ან ველოტრენაჟორს, ვარ სირბილის დიდი მოყვარული, სადაც საკუთარ კლუბში 10 წლის წინ დავიწყე.

image

ანჯელა მილდტონი-56 წლის, The MiddletonMurray Group-ის გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი.ორი ზრდასრული ვაჟის დედა.

image

ჩემი სხეულის შემხედვარე ახლა ძნელად ვიჯერებ, რომ სამი წლის წინ როცა ვუყურებდი ჩემს ქონიან მუცელს...თითქოს დავნებდი და შევეგუე საშუალო ასაკს.

ყოველთვის ვაკეთებდი კარდიოს გაკვეთილებს(ფიტნესი ცეკვის დახმარებით), სანამ 50 წლის არ გავხდი, სწორედ ამ დროიდან მოყოლებული უცებ მოვიმატე წონაში, გაწბილებულმა მოვუმატე ვარჯიშს, მაგრამ ცვლილებები არ იყო.

2017 წლის იანვარში სულ რაღაც რამდენიმე ფუნტი დავიკელი, ამის შემდეგ კვირაში 5 დღე ვვარჯიშობდი, რა დროსაც ჰანტელებიც ჩავრთე და დღეში მინიმუმ 10 000 ნაბიჯს გავდიოდი, უარი ვთქვი ალკოჰოლზე და მეძინა 7, 5 საათი, ადეკვატური ძილი, წონის დაგდებას უწყობს ხელს.

დილის ვარჯიშის შემდეგ ვჭამ ფაფას და კვერცხს, სადილის დროს ქათმის სალათას ან ბერძნულ იოგურტს, ვახშამზე - ფრინველის ხორცს, ორაგულს ან საქონლის ხორცს ოსპით ან ტკბილი კარტოფილს ბოსტნეულით. ამის გარდა, მენიუში მაქვს მანგო, კაკალი და კენკრა- დღეში 1900 კალორიას ვიღებ.

ლონდონში საქმან შეხვედრებზე ფეხით დავდივარ, დღეში 15 000 ნაბიჯი, 8 თვის განმავლობაში ჩემი მოდუნებული მუცელი გაქრა.

ამჟამად თავს უფრო ძლიერად და თავდაჯერებულად ვგრძნობ, აღარ მსურს, რომ ჩემი პრესი ცხიმის ფენაში ჩაეფლოს.

image

კეროლაინ ზვიკლერი-53 წლის ფოტოგრაფი ჩეშირიდან, ქმართან გაყრილი ზრდის სამ შვილს.

image

მას შემდეგ რაც გავიცანი ჩემი ამერიკელი პარტნიორი მაიკი 2017 წელს, ვსტუმრობდი მას ატლანტაში, ჩემი პრესი გადაიქცა, ჩემს საკუთრებად, ის აწყობს საღამოებს აუზთან, არ არსებობს იმაზე უკეთესი გრძნობა, როდესაც სახალხოდ ბიკინს ატარებ, რაც მოტივაციას მაძლევს.

დღეში სწრაფი ნაბიჯებით 4 მილს ვფარავ, ისე რომ, გავოფლიანდე, ამის გარდა იოგით ვარ დაკავებული კვირაში 4 დღე, როდესაც ქმარს გავეყარე 2002 წელს, მაშინვე იოგას სტუდიაში ჩავეწერე, მაგრამ არც დრო და არც ფული მქონდა, რომ გამეგრძელებინა ვარჯიში.

როდესაც 40 წელი შემისრულდა და ბავშვები გაიზარდნენ, ყველაფერი ისევ ნულიდან დავიწყე, რამდენიმე წლის წინ საერთოდ უარი ვთქვი ტორტზე და შოკოლადზე, რომელიც სიმართლე რომ ვთქვა, ძალზე გამიჭირდა, ამჟამად დღეში მხოლოდ ერთ ჭიქა ყავას ვსვამ და ხანდახან თავს უფლებას ვაძლევ ტკბილი დესერტიც მივაყოლო.

image

ჯული სილვესტერი-51 წლის ფსიქოთერავპეტი მანჩესტერიდან, ქმართან გაყრილია, ერთი ზრდასრული ვაჟი ჰყავს.

image

როდესაც ჩემს ასაკს ვეუბნები ხალხს, რეაქცია ასეთია "ვერ დავიჯერებ".

ყოველთვის მოხდენილი ფიგურა მქონდა, ვზრუნავდი საკუთარ ჯანმრთელობაზე, მაგრამ შემდეგ ისე გავსივდი, რომ ფეხმძიმესავით გამოვიყურებოდი.

როდესაც 40 წელს ავცდი, საერთოდ არ მომწონდა ჩემი სხეული, მრცხვენოდა ტანსაცმელში როგორ დუნედ გამოვიყურებოდი.

იოგით მრავალწლიანი ვარჯიშის და მინი-ბატუტის შემდეგ სხეულის იდეალური ფორმა დავიბრუნე.

ყოველ დილით ადრე ვდგები, ვასრულებ მინიმუმ 30 წუთიან იოგას ვარჯიშებს YouTube-ის ინსტრუქციის მიხედვით, ამოვიღე ხორბლეული ჩემი რაციონიდან, მუცელი გაქრა, რის შემდეგაც თავს დაღლილად აღარ ვგრძნობ, შევამცირე რძის და რაფინირებული შაქრის მიღება, შევამცირე ტკბილეულის მიღებაც, შედეგად ჩემის სხეულის ფორმა და ტონუსი გაუმჯობესდა, ახლა უფრო მეტი ენერგია მაქვს, ვიდრე 20-30 წლის წინ მქონდა.

1
221
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
221
  
2019, 31 ივლისი, 22:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1