x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3 ძირითადი საფრთხე, რომელსაც კაცობრიობის განადგურება შეუძლია

image


Science Alert ცნობით, ექსპერტებმა პლანეტარული მასშტაბის 3 მთავარი საფრთხე დაასახელეს, რომელიც კაცობრიობას განადგურებით ემუქრება. ესენია:imageI. ჭარბი წონა;

II. საკვების უკმარისობა (შიმშილი);

III. კლიმატის ცვლილება.

imageროგორც კვლევის ავტორები ამტკიცებენ, ეს სამი ფაქტორი დიდ საფრთხეს უქმნის არა მარტო კაცობრიობის მოდგმას, არამედ გარემოსაც.

მეცნიერთა აზრით, ჭარბი წონის და საკვების უკმარისობა, გაუმართავი კვების სისტემის არსებობის და პოლიტიკის ბრალია, რომელიც მხოლოდ ეკონომიკის ზრდაზეა ორიენტირებული და ადამიანის ჯანმრთელობის ფაქტორი საერთოდ იგნორირებულია.

imageშენიშვნა: 2016 წლის მონაცემებით, პლანეტის ზრდასრული მოსახლეობის, თითქმის, მესამედს (1, 9 მლრდ.) ჭარბი წონა აქვს, რაც 1975 წ. ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, 2-ჯერ მეტია. ხოლო, 650 მლნ. ადამიანი ჭარბი წონით გამოწვეული დაავადებებით იტანჯება.


imageნიგერიელი ბავშვები, რომლებიც დღესაც შიმშილობენ


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჭარბი წონის გამო, უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე სხეულის ანომალურად მცირე მასის შედეგების გამო. ხოლო, ჭარბწონიანი ადამიანების რაოდენობა, სხეულის დაქვეითებული წონის მქონე ადამიანების რაოდენობას აღემატება; მსუქნებსა და გამხდრებს შორის ასეთი პროცენტული თანაფარდობა, პლანეტის ყველა რეგიონშია, თითქმის ერთნაირია, აფრიკის ცენტრალური და სამხ. რაიონების და აზიის გარდა.

imageრაც შეეხება კლიმატის ცვლილებას, მეცნიერებმა მიზეზად, – სოფლის მეურნეობა, საკვები პროდუქტების წარმოება, ტრანსპორტირება, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და გარემოსადმი უდიერი მოპყრობა დაასახელეს, რომელიც პლანეტის ეკოსისტემას აზიანებს.

ექსპერტები თვლიან, რომ ამ სამი საფრთხის გაერთიანების და ერთ ასპექტში განხილვის შემთხვევაში, მისი გამომწვევი მიზეზების წინააღმდეგ, ბრძოლის მეთოდის შემუშავება იქნება შესაძლებელი. ხოლო, პირველ ეტაპზე, პლანეტის ეკო სისტემაზე და წარმოებაზე კონტროლის დაწესების მიზნით, გლობალური ხელშეკრულების გაფორმების ინიციატივით გამოდიან. გარდა ამისა, მათი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მოძრაობის მხარდამჭერი ფონდის შექმნა, რომელიც მთელს პლანეტაზე მონიტორინგს განახორციელებს და მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებას მოითხოვს, კაცობრიობის სასარგებლოდ, – ჩვენს გადასარჩენად.

imageimageimageimageimageimageimage






0
104
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0