x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
54 წლის მონიკა ბელუჩის თამამი ფოტოსესია, ის კვლავ შესაშურ ფორმაშია, ვერაფერს იტყვი!

image


ცნობილი იტალიელი მსახიობი მონიკა ბელუჩი ფრანგული გამოცემა - "Le Figaro Madame"- ის აგვისტოს ნომრის გარეკანის ვარსკვლავად იქცა. ბელუჩი, რომელიც სექტემბერში 55 წლის ხდება, გამოცემის მთავარ ყდაზე ელეგანტურ, შავ საცურაო კოსტიუმსა და თეთრ პერანგში ფოტოობიექტივის წინაშე ჩვეული სითამამით პოზირებს. ჟურნალის ფოტოსესიისთვის ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფი ტიემო სანდერი მუშაობდა. მონიკა ბელუჩი იმ ცნობილ მსახიობთა შორის არის, ვინც ყოველთვის კარგად იცოდა თუ როგორ ექცია თავისი ქალურობა საკუთარ იარაღად. ფრანგი და იტალიელი მსახიობების უმრავლესობა საოცარ, მიმზიდველობასა და სექსუალურობას, მრავალწლიანი კინოკარიერის შემდეგაც ინარჩუნებენ, და ამის ცოცხალი მაგალითი ყველასთვის საყვარელი "მალენაა".


image


"ასაკი ქალისთვის სხვა საზღვრებს ხსნის... ნაოჭები, შავი უპეები... ეს ქალს აძლევს საშულებას სხვანაირად შეხედოს საკუთარ თავს.... მე არასდროს ვკიცხავ ქალებს, რომლებიც პლასტიკურ ოპერაციას იკეთებენ და მე არ შემიძლია ვამტკიცო, რომ სახის გადაჭიმვას თავად არ გავიკეთებ.. ხანდახან ვხედავ პლასტიკური ოპერაციის იდეალურ შედეგს, თუ როგორ ალამაზებს ის ქალებს. ამიტომ მე ყოველთვის ვამბობ: რატომაც არა?" - ამბობს მსახიობი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში.


imageimageimageimageimage






0
183
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
183