x
მეტი
  • 29.05.2020
  • სტატია:100937
  • ვიდეო:346111
  • სურათი:464433
როგორი იქნება თქვენი ცხოვრება 10 წლის შემდეგ - მომავლის განჭვრეტის უჩეულო მეთოდი რუსი ექსტრასენსისგან
image

რუსი ექსტრასენსი ალექსანდრე შეპსი მომავლის განჭვრეტის უჩეულო მეთოდს გვთავაზობს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ის არ ეფუძნება მაგიას, თუმცა მომავლის წინასწარმეტყველების დამაჯერებლობასა და სიმარტივეს იტევს საკუთარ თავში.


შეპსის თქმით, ზოგჯერ სულაც არ არის საჭირო მაგიური რიტუალები და სპირიტული სეანსები იმისთვის, რომ საკუთარი მომავალი დაინახო. როგორც ცნობილია, ალექსანდრე შეპსს შეუძლია ადამიანს რამდენიმე წუთის განმავლობაში დააკვირდეს, გაესაუბროს მას და ამის შემდეგ მისი მომავლის დეტალური სურათი შეადგინოს.


image



ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. შეპსის თქმით, ხშირ შემთხვევაში ადამიანის მომავალი იმის მიხედვით წარიმართება, თუ რას წარმოადგენს იგი აწმყოში. ბედზე მრავალი ფაქტორი ზემოქმედებს, რომლებიც ადამიანზე არაა დამოკიდებული: საქმიანობის სახეობა, ცხოვრების წესი, ჩვევები, გარემო და ა.შ. თუმცა მთავრი ძალა, რაც მომავალზე ახდენს გავლენას - ეს გარშემომყოფი ადამიანები არიან.


image


იმისთვის, რომ მომავალი განჭვრიტოთ, უბრალოდ უნდა დააკვირდეთ ადამიანებს, რომლებიც გარს გახვევიათ. განსაკუთრებით მათ, რომელთა ასაკიც 5 ან 10 წელს აღემატება. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც ყოველდღე ხვდებით, გაქვთ თუ არა ამის სურვილი თავად. ეს შესაძლოა იყვნენ მეგობრები, მეზობლები, ნათესავები, ან კოლეგები სამსახურში. მათი აწმყოს მიხედვით თქვენი მომავლის განსაზღვრაა შესაძლებელი.


image


ახლო გარემოცვა თითოეულ ადამინაზე ახდენს ძლიერ გავლენას. ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელია. თუ ადამიანს ღარიბ, სნეულ და უბედურ ადამიანებთან აქვს ურთიერთობა, რომლებიც მასზე, მაგალითად, 10 წლით უფროსები არიან, ზუსტად იგივე ელოდება მას 10 წლის შემდეგ. გარემოცვის ენერგეტიკა, შეპსის თქმით, ადამიანს ან აწინაურებს და წარმატების მიღწევასა თუ გამდიდრებაში ეხმარება, ან გამუდმებით უფრსკრულისკენ ექაჩება მას.


როგორ აისახება ფიქრები და ემოციები ჩვენს ცხოვრებაზე - მეცნიერები შოკისმომგვრელ შედეგებამდე მიდიან

image


თუ წინასწარმეტყველება არც ისე სახარბიელო გამოდის, გამოსავალი არსებობს! ამისთვის ყოველგვარი კონტაქტი უნდა გაწყვიტოთ იმ ადამიანებთან, რომლებმაც ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწიეს. უბრალოდ სანაცნობო წრე უნდა გააფართოვოთ და ეცადოთ ისეთი ადამიანები გაიცნოთ, რომელთა აწმყოსაც ისურვებდით საკუთარ მომავალში. წარმატებული ადამიანები დადებით გავლენას მოახდენენ იმ ადამიანზე, რომელსაც თავად სურს წარმატების მიღწევა.


ამისთვის შესაძლოა სამსახურისა და საცხოვრებილის შეცვლა მოგიხდეთ, უბრალოდ დაკავდით სხვა საქმიანობით. ახალი გარემოცვა ახალ იდეებს მოგიტანთ, ახალ მისწრაფებებსა და მიზნებს, და აუცილებლად შეგძენთ ენერგიას, რათა საკუთარი ნათელი მომავალი შექმნათ.


image


ყოველივე ზემოთქმული მომავლის მოდელირების შესაძლებლობაზე მიუთითებს. შეპსის თქმით, საკუთარი მომავლის განჭვრეტა და შეცვლა თითოეულ ადამიანს შეუძლია. ამისთვის საჭიროა უფრო ძლიერი სურვილის ქონა და საკუთარ მიზნებზე მკაფიო წარმოდგენა.


ასევე ნახეთ:


სიღარიბის მშობელი მენტალიტეტია და არა ყოფა - 4 ნიშანი იმის, რომ მისი ფესვები ფსიქიკაშია


ტყუილები, რომლებისაც დღემდე გვჯერა და მათ გამო ვიტანჯებით


როგორ ვაიძულოთ ოცნებებს მატერიალიზება - მიზიდულობის კანონის 10 წესი


ძალიან მარტივი მეთოდი, რომლითაც მასწავლებელმა თავისი მოწაფეების ცხოვრება შეცვალა


რა ასაკში გათხოვდებით და როგორი იქნება თქვენი ქორწინება - ვარკვევთ ხელის გულზე ქირომანტიის მიხედვით



პოსტის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
2200
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
2200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0