x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებმა მიიღო ახალი უპილოტო ვერტმფრენი "MQ-8C Fire Scout"

image როგორც გამომცემლობა Flightglobal აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურობამ განაცხადა: ახალი უპილოტო ვერტმფრენი "MQ-8C Fire Scout"-ი ფლოტის შეიარაღებაში მიიღეს და ის დასახული ამოცანების შესასრულებლად მზადაა.
აღნიშნულ უპილოტო ვერტმფრენის შესაქმნელად მუშაობა 2010 წელს დაიწყო ამერიკულმა კომპანიამ "Northrop Grumman"-მა.
უპილოტო ვერტმფრენი შეიქმნა ვერტმფრენ "Bell 407"-ის ბაზაზე, საიდანაც მოხსნილ იქნა ვერტმფრენის სამართავად პილოტისათვის საჭირო ყველა მოწყობილობა და ჩამონტაჟებულ იქნა დისტანციური მართვის სისტემა და დამატებითი საწვავის ავზები.
როგორც სამხედო-საზღვაო ფლოტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა ვერტმფრენის დანიშნულებაა დაზვეროს ფლოტის სავალ გზაზე საზღვაო აკავატორია, ასევე საუბარია ვერტმფრენის დისლოკაციაზე ავიამზიდებზე.
ვერტმფრენს შეუძლია საწვავით გაწყობის გარეშე აფრენის მომენტიდან იფრინოს 12 საათის განმავლობაში, ხოლო მისი მოქმედების რადიუსია 278 კილომეტრი. გარდა ამისა მას შეუძლია აფრინდეს 318 კილოგრამამდე დამატებითი მასით.
"MQ-8C" აღჭურვილია оснащен облегченным радаром с активной фазированной решеткой "Leonardo Osprey 30"-ის ტიპის შემსუბუქებული რადარით, რომელიც აქტიური ფაზირებული ცხაურითაა აღჭურვილი.
ვერტმფრენს გააჩნია საკმაოდ მძლავრი მონაცემები, მას გააჩნია მოძრავი საზღვაო სამიზნის "განათების" ფუნქცია, ასევე საჰაერო სამიზნის დაფიქსირების და მისი ზუსტი კოორდინატების გადაცემის ფუნქცია, ასევე ამინდის განსაზღვრის ფუნქცია.
აღნიშნულმა ვერტმფრენმა "MQ-8C Fire Scout" სრულად ჩაანაცვლებს უკვე მოძველებულ "MQ-8B"-ს, რომლებიც მსუბუქი ვერტმფრენის "Schweizer 333" ბაზაზე იყო აგებული. პირველ ეტაპზე აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტი შეიძენს 38 ერთეულ აღნიშნულ უპილოტო ვერტმფრენს. აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტი აღნიშნული უპილოტო ვერტმფრენით შორეულ ნაოსნობას განახორციელებს 2021 წელს.

0
230
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
230