x
image
dasavleti
ბუბა კიკაბიძე

imageსოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებული ინფორმაცია ცნობილი ქართველის მომღერლისა და მსახიობის, ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების შესახებ, საბედნიეროდ, არ დასტურდება. ვახტანგ კიკაბიძის პროდიუსერის განცხადებით, მომღერალი თავს კარგად გრძნობს, ჯანმრთელობას არ უჩივის და პარასკევს სათევზაოდ წასვლაც აქვს დაგეგმილი. მისივე განცხადებით, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მომღერლის გარდაცვალების შესახებ ჭორი გავრცელდა: ანალოგიური შემთხვევა დაახლოებით ერთი კვირის წინაც მოხდა.
ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია „ფეისბუქზე“, სავარაუდოდ, „თბილისის ფორუმიდან“ გავრცელდა, სადაც რამდენიმე წუთში თემა დაიხურა კიდეც - დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელების გამო, თუმცა, ჭორი სწრაფად გავრცელდა „ფეისბუქში“. ზოგი იმდენად შორს წავიდა, რომ მომღერლის „გარდაცვალების“ დროს 22:50 საათი მიუთითა. ეს ცრუ ინფორმაცია „ფეისბუქის“ ათასობით მომხმარებელმა გაიზიარა.
წყარო:www.droni.ge

29
2665
16-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:dasavleti
dasavleti
2665
  
2012, 24 სექტემბერი, 22:42
+++
2012, 14 სექტემბერი, 14:36
++++++++
2012, 2 სექტემბერი, 13:43
და რა გინდათ ამ კაცისაგან?ძალიან კარგი ადამიანიაა:)
2012, 2 სექტემბერი, 13:42
+1
2012, 25 აგვისტო, 0:07
გაიხარეთ
2012, 19 აგვისტო, 14:25
+1
2012, 28 ივლისი, 21:53
გამო გვერძე
2012, 28 ივლისი, 21:39
ბიჭო შენ მართლა ცოტა წყნარად ილაპარაკე გაიგე ? შენ დაიწყე აქ ყვირილი ჰოდა ჯერ შენ თავს მიხედე და მერე განიკითხე ბუბა კიკაბიძე. შენ გააკეთე მაგის მემილიონედი ქვეყნისთვის და კმაყოფილები დავრჩებით.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10