x
სექსი თვითმფრინავში : როგორია მოლოდინი და რეალობა ?
image


Aviasales-მ გამოაქვეყნა საინტერესო და უცნაური რჩევები. ამჯერად თემა ეხებოდა სექსს თვითმფრინავში. კომპანიამ უპასუხა სამ მთავარ შეკითხვას: " როგორ", "როდის", "სად". კითხვებზე პასუხი გაომცდილმა ბორტგამცილებლებმა გასცეს.


Aviasales დაეხმარა ბევრ მოგზაურობის და სიახლეების გასინჯვის მოყვარულს კითხვაზე " როგორ დავკავდეთ სექსით თვითმფრინავში". ეს სასიამოვნოა მათი მხრიდან რათქმაუნდა, მაგრამ ხშირად კომპანიის რჩევები რეალობას სცდება.


Aviasales-ს რჩევები შეიძლება დაიყოს კატეგორიად "მოლოდინი და რეალობა". კომპანიამ თავის მხრივ ახსნა, როგორ, სად და როდის შეიძლება "განათლდე" თვითმფრინავში. და ზუტად ეს რჩევები მოხვდა კატეგორიაში "მოლოდინი". ხოლო ბორტგამცილებელმა ათწლიანი სტაჟით «360»-თან საუბარში ნათლად ახსნა რეალობის ასპექტები. ვნახოთ რა რჩევებია:



სად?


მოლოდინი Aviasales-გან: სექსი უფრო მოსახერხებელია ფართოკორპუსიან ლაინერში. ისინი ირწმუნებიან, რომ სავარძლებს შორის ორი გასასვლელი მაქსიმალურად უზრუნველჰყოფს შეუმჩნევლობას მგზავრთა შორის და ტუალეტის კაბინისკენ გადაადგილებას.


რეალობა ბორტგამცილებლისგან : "მართლა ფიქრობთ, რომ სავარძლებს შორის გადაადგილება შეუმჩნევლად შესაძლებელია? მართლა მაინტერესებს".


როდის?


მოლოდინი Aviasales-გან : კომპანიის სიტყვებით, ყველაზე ხელსაყრელო დრო სექსისთვის არის სადილის შემდეგ. საჭმლის ჩამორიგებიდან ერთი საათის შემდეგ მგზავრებიც და ბორტგამცილებლებიც ტკბილი ძილისთვის ემზადებიან, ამიტომ ყოველ ორ წუთში არავინ მივა ტუალეტის კაბინასთან. ამასთანავე სალონში სიბნელე იქნება და თქვენი კონტურების გარჩევა ძნელი გასარჩევი იქნება .


რეალობა ბორტგამცილებლისგან : "მას შემდეგ, რაც ბორტზე ამოხვედით ჩასვლის მომენტამდე თქვენ თვალყურს გადევნებენ. ეს დაიმახსოვრეთ!"


როგორ?


მოლოდინი Aviasales-გან: ჯობია ბორტგამცილებელს დაუმეგობრდეთ. მასინ ის წამდაუწუმ არ დაგიწყებთ დევნას. თუ პიკანტურ პოზაში შეგასწრებთ, მხოლოდ დაგტუქსავთ და ადგილზე დაგაბრუნებთ.


რეალობა ბორტგამცილებლისგან : " თუ ბორტგამცილებელს დაუმეგობრდებით, ის თავად შეგიტყუებთ ტუალეტში".


როგორც არ უნდა იყოს, თავს ზედმეტ პრობლემებს ნუ შეუქმნით, უბრალოდ დაფრენას დაელოდეთ და სახლში ან სასტუმროში აისრულეთ სურვილები.







ასევე ნახეთ:

სამი ნაკლებად ცნობილი ფაქტი სექსის შესახებ


რატომ უქრებათ ქალებს სექსის სურვილი ასაკის მატებასთან ერთად


ექიმების დასკვნით ამ ასაკიდან მზად არიან სექსისთვის


რას ამბობს თქვენი დაბადების თვე თქვენს ინტიმურ ცხოვრებაზე

0
893
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
893
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0