x
image
გემი დალანდი
მოემზადეთ ცვლილებებისთვის! რას გვპირდება აგვისტო?-ტაროს კარტების პროგნოზი
ცნობილი ავსტრალიელი ასტროლოგი და ტაროლოგი 20 წლიანი სტაჟით-ანჟელა პერლი- ამჯერად ტაროს კარტების პროგნოზს გაგვაცნობს. თუ გაინტერესებთ რა გელოდებათ აგვისტოში ფინანსურ თუ სასიყვარულო საქმეებში, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა.

image


1.ვერძი

აგვისტოში ვერძებს მოუწევთ სხვადასხვა სფეროებში ანალიზი ჩაატარონ. შესაძლოა ვარდისფერი სათვალე ჩამოგეხსნათ და ურთიერთობებს სულ სხვა კუთხით შეხედოთ. თვის დასაწყისში შესაძლოა მარტო ყოფნის სურვილი გაგიჩნდეთ, მიენდეთ თქვენს ინტუიციას.


თვის შუა რიცხვებისთვის ბევრი სასიხარულო და სასიამოვნო რამ მოხდება. თქვენს ცხოვრებაში ვიღაც ახალი გამოჩნდება, ეს შეიძლება ქალი იყოს ან კაცი. შესაძლოა ისეთი იდეა დაგებადოთ, რომელიც შემოსავლის წყარო გახდება. კარგი იქნება, თუ სამედიცინო გამოკვლევასაც ჩაიტარებთ, უბრალოდ, პრევენციის მიზნით.


2.კურო

შესანიშნავი პერიოდია ქორწილისა თუ ნიშნობისთვის, გრძელვადიან კონტრაქტებზე ხელის მოსაწერად თუ ახალი ბიზნესპარტნიორების მოსაზიდად.

თვის შუა რიცხვებში ფულადი შემოსავალი მოიმატებს. აგვისტოს ბავშვის დაბადება და ფეხმძიმობაც უკავშირდება. დასახული მიზნების რეალიზება ამ თვეში ძალიან გაგიადვილდებათ. ასე რომ, ძვირფასო კუროები, აგვისტო ფრიად წარმატებული თვეა თქვენთვის.


3.ტყუპები

მოულოდნელად წარმოქმნილი რთული სიტუაცია შესაძლოა სასარგებლოდაც კი წაგადგეთ. აგვისტოში ტყუპები დიდი ხნის წამოწყებული საქმეების დასრულებას შეძლებენ. იმისთვის, რომ ახალი რამ ააშენოთ, ჯერ ძველი უნდა დაანგრიოთ და ტერიტორია დაასუფთაოთ. ტყუპებისთვის ასეთი რადიკალური ცვლილებები აუცილებელია და ეს აუცილებლად მოხდება აგვისტოში. თვის ბოლოსთვის ცვლილებების ხანა დასრულდება და სტაბილურობა და კომფორტი დაისადგურებს. ენერგია, სურვილი და ძალები არ მოგაკლდებათ სამოქმედოდ. ამ ცვლილებების შემდეგ აუცილებლად გახდებით თქვენი ცხოვრების ბატონ-პატრონი.


4.კიბო

თვის დასაწყისში შესაძლოა პოზიტიური ძვრები პროფესიულ ასპარეზზე. შეეცადეთ მთელი ერუდიცია და კვალიფიციურობა გამოავლინოთ, დაუკვირდით საკუთარ გამონათქვამებს და ხელმძღვანელობა აუცილებლად დაგიფასებთ მონდომებას.

პირად ცხოვრებას რაც შეეხება, შესაძლოა ურთიერთობა გამწვავდეს იმის გამო, რომ ერთმანეთს ვერ გაუგოთ. შეეცადეთ მოუსმინოთ თქვენს პარტნიორს, გაგებით მოეკიდეთ მის აზრს და ყველაფერი კარგად იქნება. ჯანმრთელობა ამ თვეში არ გიმტყუნებთ!


5.ლომი

თვის პირველი ნახევარში ლომი ბევრ რამეს გაიგებს და მიხვდება იქიდან, რაც ადრე მისთვის საიდუმლოებით მოცული რჩებოდა. ნუ იჩქარებთ ამ ინფორმაციის გამოყენებას, უბრალოდ, კარტები მაგიდაზე დაყარეთ და არ აყვეთ ბინძურ თამაშში მათ, ვინც ამ საქმეში პროფესიონალია.

საკმარისი ენრეგია და ფინანსები გექნებათ, რათა ნებისმიერ იდეას შეასხათ ხორცი და ბიზნესს გაუმკლავდეთ. თუმცა, თავში მხოლოდ სამსახურს ნუ ჩაიბეჭდავთ, გამონახეთ დრო ოჯახისთვის, მშობლებისთვის, მეგობრებისა და მეორე ნახევრისთვის.


6.ქალწული

ზაფხულის ბოლო თვეს მოსალოდნელია დაწინაურება და კარიერული ზრდა. თქვენ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. თამამად წადით წინ, წარმატება თქვენს მხარესაა.

შესაძლოა მივლინებები და მოგზაურობა, რომელიც ენერგიით დაგმუხტავთ და ოცნების რეალიზებისკენ გიბიძგებთ. ცუდი პერიოდი უკან დარჩება და წინ მხოლოდ საუკეთესო გელით.


7.სასწორი

ბარაქის კარტი კარგ ფულად შემოსავალზე მეტყველებს. სრულიად შესაძლებელია ახლობელი ადამიანების მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა: შესაძლოა რაიმე ბიზნესში ჩაგრთონ, ან რომელიმე შორეულმა ნათესავმა რამე გიანდერძოთ.

ის, ვინც სამსახურს ეძებს, აუცილებლად იპოვის მას. შესაძლოა კარიერული ზრდა და დაწინაურება. და კიდევ: ნუ შეუშინდებით ოცნებებს, აგვისტოში ყველაფერი ახდება.სასიკეთოდ აისახება მოგზაურობა საყვარელ ადამიანთან ერთად.


8.მორიელი

ისეთი სიტუაცია შეიქმნება, რომელიც თქვენი ცხოვრების რომელიმე სფეროში არსებულ ნაპრალს დაგანახებთ. ეს შიძლება იყოს ურთიერთობები, სამსახური. ეს ცვლილებების პერიოდია, რომელიც ძალიან დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. ნუ იღელვებთ, ყველაფერი გამოვა! ჩაიფიქრეთ ყველაფერი კარგი და შიშს არ აყვეთ. თამამად მოემზადეთ სიახლეებისთვის. ჯანმრთელობა შესანიშნავად გექნებათ.


9.მშვილდოსანი

ახალი შესაძლებლობების პერიოდი იწყება. კარტი “ფორტუნას ბორბალი" მოგზაურობასა და შემოსავლის ახალ წყაროზე მეტყველებს. წარმატება თქვენი მეგზური იქნება!

იმისთვის, რომ დაღლილობისგან დეპრესია არ დაგეწყოთ, პაუზა გააკეთეთ და შვებულებაში გადით. კარგი დასვენება ხელს არ შეგიშლით!


10.თხის რქა

თხის რქებისთვის იწყება პერიოდი, როცა კონცენტრირება ყველაზე მთავარზე უნდა გააკეთონ. სამსახურეობრივ ფრონტს რაც შეეხება- იფიქრეთ მხოლოდ შემოსავალზე. ეს ახლა ერთადერთია, რაშიც წარმატება და პროგრესი გელით.

პირად ურთიერთობებს რაც შეეხება, საინტერესო პერიოდია იმით, რომ კონცეპტუალური საკითხები მატერიალურ დონეზე გადაწყდება. არა მერკანტილურობის გამო, უბრალოდ, ასე მოეწყობა გარემოება.


11. მერწყული

მერწყულებს დიდი ცვლილებები ელით. უთხარით “არა" ტოქსიკურ ურთიერთობებს და მავნე ჩვევებს. კარგი დროა იმისთვის, რომ მათგან გათავისუფლდეთ.

მერწყულების ცხოვრება კომფორტისა და ფულადი კეთილდღეობისკენ შეიცვლება. იმისთვის, რომ ჯანმრთელობაც წესრიგში გქონდეთ, ივარჯიშეთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ოფისის თანამშრომელი ხართ. ცურვა, პილატესი, იოგა-აი, რა დაგეხმარებათ!


12.თევზები

აგვისტოში არ დაუშვათ სამსახურში ჩავარდნა, წინააღმდეგ შემთხვევაში სექტემბერში პრობლემები შეგექმნებათ. კეთილსინდისიერად შეასრულეთ მოვალეობები. პროფესიულ სფეროში დიდ წარმატებებს ამ თვეში ვერ მიაღწევთ.პირიქით, შესაძლოა რამდენიმე ნაბიჯით უკანაც კი აღმოჩნდეთ.

ურთიერთობებს რაც შეეხება, შესაძლოა სრულიად ბანალურმა მიზეზმა გაყრა გამოიწვიოს, ამიტომ, შეეცადეთ ბალანსი და შინაგანი ჰარმონია მოიპოვოთ, რათა ყველაფერი თქვენთვის სასურველი შედეგით დამთავრდეს.


0
1358
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1358
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0