x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
როგორ გამოიყურებიან ციხის კედლები საზღვარგარეთ?! 11 ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული საპატიმრო დაწესებულება

image

პატიმრობა ბევრ ქვეყანაში სასჯელის ყველაზე მკაცრი ზომაა. მას რესოციალიზაციის, დანაშაულის თავიდან აცილების და სამართლიანობის აღდგენის ფუნქცია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ საპატიმრო სასჯელის მოხდა ადამიანისთვის დიდი ფსიქოლოგიური წნეხია, ზოგჯერ ამ ზეწოლას მოუწესრიგებელი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიც აძლიერებენ. თუმცა განვითარებულ ქვეყნებში იმდენად ცდილობენ პატიმრის ყოველგვარი ძირითადი და არაძირითადი საჭიროებებით უზრუნველყოფას, რომ ბევრ დაუღალავად მშრომელ ადამიანს, მსგავს კომფორტში ცხოვრება ვერც კი წარმოუდგენია.


სტატიაში წარმოგიდგენთ 11 ციხეს, რომლებიც სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

image


ეს ციხე ესპანეთში, კერძოდ Aranjuez-ში მდებარეობს. ერთი შეხედვით აღნიშნული ოთახი ბავშვის საძინებელს უფრო ჰგავს. მსგავსი კომფორტის მიზეზი ის გახლავთ, რომ პატიმრებთან მისი ოჯახის წევრებსაც შეუძლიათ დარჩენა, შესაბამისად სასჯელაღსრულების დაწესებულება მიიჩნევს, რომ ბავშვმა არ უნდა იგრძნოს მამის ან დედის გისოსებს მიღმა ყოფნა.

image

ეს ციხე კი უგანდაში, კერძოდ ლუზირაში მდებარეობს. აღნიშნულ დაწესებულებაში პატიმრებს აკისრიათ მოვალეობა შეინარჩუნონ ჰარმონიული ურთიერთობა ერთმანეთთან და არ გამოიწვიონ არეულობა. ციხეში განათლება წახალისებულია და ბევრი პატიმარი პროფესიასაც ეუფლება სასჯელის ვადის დასრულებამდე. აღსანიშნავია, რომ რეციდივის მაჩვენებელი, ციხიდან პატიმართა გათავისუფლების შემდეგ, მხოლოდ 30 %-ია, მაშინ როდესაც მაგალითად დიდ ბრიტანეთში 46%-ია.

image

ნორვეგის ციხის კომფორტს კი ალბათ ბევრი თავისუფალი ადამიანიც ინატრებდა. აქ მართლაც ყველაფერია: მაღაზები, ბიბლოთეკა, ეკლესია, სკოლა, ინტერნეტი და სხვა.

ციხე, სახელად Bastøy, ამავე დასახელების კუნძულზე მდებარეობს და მკაცრი რეჟიმის ციხეს წარმოადგენს.

image

ეს ციხე კი იაპონიაში, კერძოდ Onomichi-ში მდებარეობს და აქ პატიმრები ძირითადად ხელსაქმით არიან დაკავებულნი.

image

HMP Addiewell-ის ციხე კი, რომელიც შოტლანდიაში მდებარეობს, უფრო საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც პატიმრები ძირითადად ხულიგნობის გამო ხვდებიან. ციხის საქმიანობა პატიმართა კონსულტირებას, განათლების მიცემას და დასაქმებას გულისხმობს.

image

ზემოთ ნახსენები ციხეების სრული ანტიპოდია რუსეთში მდებარე ციხე, რომელიც შავი დელფინების ციხედ იწოდება. ამ ციხეში ძირითადად სერიულ მკვლელებს, კანიბალებს და სხვა სასტიკი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულებს იხილავთ. National Geographic-ის დოკუმენტურ ფილმში, ერთ-ერთმა ციხის თანამშრომელმა აღნიშნა, რომ პატიმრებმა ჯამურად 3500 ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს, რაც თითო პატიმარზე 5 ადამიანს უდრის. ციხე 24 საათის განმავლობაში უმკაცრესაც კონტროლდება და გასვლის ერთადერთი გზა, მხოლოდ სიკვდილია.

image

ეს ელ სალვადორში მდებარე ციხე კი სრული კატასტროფაა. 12 ფუტის სიგანისა და 15 ფუტის სიმაღლის ციხეში, 30 ადამიანია მოთავსებული. თავდაპირველად იგი წინასაპატიმრო დაწესებულებად იყო ჩაფიქრებული, სადაც პატიმრებს მხოლოდ 72 საათი უნდა გაეტარებინათ. თუმცა დღესდღეობით, ციხეში სხედან პატიმრები, რომლებიც უკვე 1 წელია ამ პატარა სივრცეში იმყოფებიან.

image

განვითარებული ქვეყნების კეთილმოწყობილი ციხეების რიგს, არც ახალი ზელანდიის ციხე Milton Hilton-ი ჩამორჩება. აქაური ოთახები, თინეიჯერთა საძინებლებს უფრო ჰგავს. პატიმრებს შეუძლიათ ისარგებლონ ბიბლიოთეკითა და სამედიცინო დაწესებულებებით.

image

მალავის ციხე, რომელსაც მაულას ციხე ეწოდება, ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალია. 2015 წელს საკნებში, რომლებიც მხოლოდ 60 კაცზე იყო გათვლილი, 200 ადამიანი იხდიდა სასჯელს. 120 პატიმარზე ერთი საპირფარეშო მოდიოდა, პატიმრები კი დღეში მხოლოდ ერთხელ იკვებებოდნენ მალავის მთავრობის მწირი ბიუჯეტის გამო. ამ ციხეში კაცებს აქვთ უფლება ფეხბურთის თამაშით დაკავდნენ, ხოლო ქალები როგორც წესი, კალათბურთს თამაშობენ.

image

ადამიანის ღირსების შემლახველ ციხეებს შორის, ჰაიტის ციხეც უდაოდ მოწინავეა. 2016 წელს, ციხის არეულობის დროს 174 პატიმარი გაიქცა.

image

San Quentin-ის ციხე, რომელიც კალიფორნიაში მდებარეობს, ერთ-ერთი ყველაზე ძველია (1852 წელს აშენდა). ციხე, სადაც ოდესღაც ჩარლზ მენსონიც იხდიდა სასჯელს, უმკაცრესად კონტროლდება. San Quentin-ის ციხე სიკვდილით დასჯილთა რაოდენობის მიხედვით, პირველია. 2015 წელს აქ 708 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით.


1
1109
1-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
1109
  
2019, 31 ივლისი, 22:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1