x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ტორეტები
ტორეტები


ტორეტები იყო ერთ-ერთი იბერო-კავკასიური ტომი, უფრო კონკრეტულად კი ადიღეური ტომი, რომელიც მოსახლეობდა ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, დღევანდელი აფხაზეთის დასავლეთით, იმ ტერიტორიებზე, სადაც შემდგომში წარმოიშვნენ ჩერქეზები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიჩნეულია, რომ ეს ხალხი იყვნენ ჩერქეზური ტომი და მათი პირდაპირი წინაპრები. მათზე საუბრობს ძველბერძნული წყაროები. ყველაზე ძველი მათ შორის არის ე.წ. ფსევდო-სკილაქსის (ძვ.წ. მე-4 ს.) მიერ შედგენილი პერიპლუსი, სადაც ჩამოთვლილია აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მაშინდელი ტომები თავისი განსახლების მიხედვით, ერთმანეთთან მიჯრით. აქ ნათქვამია, რომ სარმატების სამხრეთით ცხოვრობენ ჯერ მეოტები (რომლებიც ადიღეური ტომია), შემდეგ სინდები (რომლებსაც ასევე ჯიქებთან აიგივებენ), შემდეგ კერკეტები (ადიღეური ტომი), და სწორედ კერკეტების შემდეგ ცხოვრობენ ტორეტები.


ტორეტი


ტორეტების შემდგომ აქაიების, იგივე ახაიების ტომია დასახლებული, რომელიც სავარაუდოდ სწორედ კოლხური წარმომავლობისაა, მის სახელში "აია" ფიგურირებს და ამავე დროს ემეზობლებიან კიდეც კოლხეთის სახელმწიფოს და სხვა კოლხურ ტომებს, როგორიცაა ჰენიოხები, კორაქსები, კოლიკე (იგივე კოლები), მელანქლაინები, გელონები (იგივე მახელონები), და თავად კოლხები (აქ იგულისხმება ის დანარჩენი კოლხური ტომები, რომლებზეც დროის იმ კონკრეტულ მომენტში, როცა ტექსტის პირველწყარო იწერებოდა, ვრცელდებოდა ცენტრალური კოლხური ხელისუფლების პოლიტიკური გავლენა).






კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. იბერო-კავკასიური პროტოცივილიზაციები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. მეცნიერება

10. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
44
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0