სხვა გერმანიაში მიგრანტმა 8 წლის ბავშვს ხელი ჰკრა და მატარებლის ქვეშ ჩააგდო 2019, 30 ივლისი, 7:54
ტრაგედია 29 ივლისს მაინის -ფრანკფურტის რკინიგზის სადგურზე მოხდა.მიგრანტმა მამაკაცმა სადგურზე შემოსული ჩქაროსნული მატარებლის-ICE-ს მოახლოებისთანავე ბაქანზე მდგომ 8 წლიხ ბიჭუნას ხელი ჰკრა, ბავშვი ადგილზე დაიღუპა, იუწყება Deutsche Welle.
აღსანიშნავია, რომ ბავშვის გადაგდების შემდეგ მამაკაცი ცდილობდა მის 40 წლის დედისთვისაც ხელის კვრას, მაგრამ ვეღარ მოახერხა, რადგან ბაქანზე მდგომმა მგზავრებმა ხელი შეუშალეს, ამის შემდეგ მამაკაცმა ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა მოქალაქებმა დააკავეს, როგორც გაირკვა, 40 წლის მამაკაცი ერიტრეადან არის.( ჩრდილო-აღმოსავლეთი აფრიკა) სამართალდამცავებმა დაიწყეს გამოძიება, ფრანკფურტის პოლიციის პრეს-მდივანის იზაბელ ნიუმანის( Isabell Neumann) განცხადებით, თავდამსხმელსა და დედა-შვილს შორის არავითარი კავშირი არ არსებობს, უცნობია თავდასხმის და მკვლელობის მოტივიც. მაინის-ფრანკფურტის ვაგზალზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთულია გერმანიაში, მომხდარი ტრაგედიის გამო რამდენიმე პლატფორმა დროებით დაიკეტა. 389 5-ს მოსწონს
|