x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
იასონ ბადრიძე-ორი წელი მგლებთან ერთად ველურ ბუნებაში
image

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს იასონ ბადრიძეს ყველა აღწერს ერთი წინადადებით:"მან ორი წელი იცხოვრა მგლების ხროვაში" და ეს არ არის მეტამორფოზა.



იასონე ბადრიძემ რამდენიმე წელი გაატარა ველურ ბუნებაში მტაცებელ ცხოველებთან ერთად, რა დროსაც იგი სწავლობდა მათ ქცევებს და ცხოვრების წესს.



იასონ ბადრიძე გარეული ცხოველებით ჯერ კიდევ 1960-იანი წლების ბოლო დაინტერესდა, თსუ-ს დამთავრებისთანავე, სადაც ის ბიოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, იმ დროს უკვე იასონი ფიზიოლოგიის ინსტიტუტში მუშაობდა მეცნიერ-თანამშრომლად, რა დროსაც მგლების ცხოვრებას იგი თავიდან მხოლოდ სახელმძღვანელოდან სწვალობდა და არა ველურ ბუნებაში, რადგან ეტოლოგია, როგორც მეცნიერების დარგი, საბჭოთა კავშირში არ იყო ოფიციალურად აღიარებული.



მგლებთან ერთად ცხოვრება მხოლოდ 1974 წელს მოახერხა, ბორჯომის ნაკრძალში, კერძოდ ზორეთში, იმ პერიოდში მგლები ითვლებოდნენ სოციალისტური მეცხოველეობის მთავარ მტრებად, ამიტომ მათ მასობრივად ანადგურებდნენ, ყოველ მოკლულ მგელზე ეგერს 50 მანეთს უხდიდნენ, ამიტომ მეცნიერს მოუწია საკმაოდ სოლიდური თანხის(150მანეთი) გადახდა, რომ ხელი არ შეეშალათ მგლებზე დაკვირვებაში.

image

ბადრიძემ ეგერებიდან შეიტყო მგლების ძირითადი ლოკაციის ადგილი და პირდაპირ მათთან გაემართა, მგლების ყოველ ხროვაში არის რამდენიმე დომინანტი, ძირითადად ხვადი და ძუ, იშვიათად ბებერი მგელი, სწორედ ისინი ხელმძღვანელობენ ყველა პროცესს, რაც ხროვაში ხდება, ამიტომ მეცნიერის უპირველესი ამოცანა იყო მათი ნდობა მოეპოვებინა, შანსი იმისა, რომ ჩხუბში საკუთარ უპირატესობას დაამტკიცებდა, როგორც ეს ჩვეულებრივ მგლებში ხდება, აბსურდული იყო, ამიტომ მან გადაწყვიტა დალოდებოდა როდის შეეჩვეოდნენ მგლები მას და თავს უსაფრთხოდ იგრძნობდნენ:"მგლები მიხვდნენ, რომ ჩემი გამოჩენის შემდეგ, მათზე აღარ ნადირობდნენ და ტყეში აღარ დადიოდნენ ადამიანები იარაღით ხელში"-იხსენებს ბადრიძე.

image



მგლებთან დაახლოება ხდებოდა ნებანება, ზომიერად:ეტოლოგი მგლების კვალს მიუყვებოდა, იმისთვის, რომ მის სუნს შეჩვეოდნენ, ამისთვის მას ოთხი თვე დასჭირდა, შემდეგ ერთ დღესაც პირველად მოხდა მისი და მგლების პირისპირ შეხვედრა, ეს იყო დომინანტი ძუ და ხვადი, მგლებმა ბადრიძე დაახლოებით 100 მეტრის მანძილიდან შეამჩნიეს და ნელ-ნელა მიუახლოვდნენ.


"მგელი 6 მეტრის მანძილზე მომიახლოვდა-იხსენებს ბადრიძე-თვალი-თვალში გამიყარა, ეს გაგრძელდა დაახლოებით ერთი წუთი, რომელიც მარადისობად მომეჩვენა".


სულ მალე მამალმა მგელმა დედალს ანიშნა და ტყეში წაძუნძულდნენ, შიშნაჭამი მეცნიერი ამის შემდეგ მიხვდა, რომ მგლებთან მეგობრობა შესაძლებელია.


ამის შემდეგ ბარდიძე კიდევ რამდენიმე ხანი დადიოდა მგლების ნაკვალევზე, რა დროსაც ერთხელაც იგი rendezvous site-ზე(რანდევუ საიტი) არ მივიდა-ასე უწოდებენ ეტოლოგები ადგილს, სადაც მგლების დაქსაქსული ოჯახი დღის ბოლოს გროვდება.დაინახეს რა ადამიანი, სხვა მგლებს აშკარად არ ესიამოვნათ, თუმცა რადგან იგი დომინანტი მგლების ნაკვალევზე იყო მისული, მათ არჩევანის საშუალება აღარ ჰქონდათ, საკუთარ ოჯახში მიღების შემდეგ, ბადრიძემ მათთან ერთად ცხოვრება და ნადირობაც კი დაიწყო, პირველი ნადავლი იყო ირემი, მგლებმა ნანადირევი საათნახევარში აითვისეს, შემდეგ კი დიდსულოვნად დაუთმეს ბადრიძეს ხორცის ნაჭერი, მამაკაცმა აიღო ხორცი და მდინარის პირას კოცონზე შეწვა.

image

რა თქმა უნდა ეტოლოგი არც არასდროს აპირებდა მგლებთან ერთად ნადავლის ჭამას, იგი მოლაპარაკებული იყო ერთ-ეგერთან, რომელიც დროდადრო ნეიტრალურ ტერიტორიაზე საკვებს აწვდიდა მეცნიერს, თუმცა ბადრიძე იძლებული იყო, როცა ეს საჭიროება მოითხოვდა ნადირის ქცევები გაემეორებინა-ყმუილი, ღრენა და ა.შ.


ასე იცხოვრა ბადრიძემ მგლებთან ერთად ორი წელიწადი, მხოლოდ ერთხელ ჩავიდა ქალაქში რამდენიმე დღით, რომ ცოლ-შვილი ენახა, თვითონ ბადრიძე აღიარებს, რომ ტყეში ცხოვრების დროს მუდმივად განიცდიდა მარტოობას, ყოფილა შემთხვევები, როდესაც მგლებისგან განცალკევებულა, მისულა ნაკადულთან, რა დროსაც საკუთარ თავს ელაპარაკებოდა, თუმცა დიდხანს მგლებს ვერ შორდებოდა, როგორც კი მიეფარებოდა თვალს მგლები იწყებდენ გამალებულ ყმუილს, ანუ ბადრიძეს ეძებდნენ.

image

თუმცა მგლებზე დაკვირვება ამით არ დამათავრებულა, ბადრიძე, კიდევ მგლების ხუთ ოჯახს აკვირდებოდა, ამის გარდა სახლში ზრდიდა მგლის ლეკვებს, ათწლეულების შემდეგ ბადრიძემ დაასკვნა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ნადირი უფრო გააზრებულად იქცევა, ვიდრე ადამიანი, ერთხელ კი მგლებმა მისი სიცოცხლე იხსნეს:
image

„რანდევუ საიტამდე“ - კიდევ ოთხი კილომეტრია დარჩენილი. უცებ ვხედავ, უზარმაზარი ლოდი აგდია. რომ დავჯდე ვეღარ ავდგები, მაგრამ იმას კი ვახერხებ, მთელი დღის მზით გამთბარ ლოდს ზურგით მივეყუდო. ლამის კბილიდან ოფლი გამომდის... უცებ, ლოდის უკნიდან გამოდის დათვი და ყალყზე დგება. ჩემსა და მას შორის ერთი მეტრია. რომ მოინდომოს, თათით მომწვდება. რა დღეში ჩავვარდებოდი? დათვსაც შეეშინდა. ვდგავართ ასე და ვუყურებთ ერთმანეთს...


ისეთ დღეში ვიყავი, რომ დღესაც ვერ ვიხსენებ, ვბღაოდი თუ რას ვშვრებოდი. მახსოვს, ხელები მქონდა აწეული და რაღაც მოძრაობებს ვაკეთებდი. განწირული ვიყავი და უცებ ვხედავ: მგლებმა - ძუმ და ხვადმა - დათვს შეუტიეს და ქუსლზე უკბინეს. არადა, თუკი რამე შანსი აქვთ, მგლები დათვის ნაკვალევსაც კი ერიდებიან!


დათვი წავიდა და მაშინ მივხვდი, რომ ბევრი რამ, რითაც ადამიანი ამაყობს, ადამიანის მოგონილი არ არის. ამ შემთხვევაში - ალტრუიზმი."-ასე იხსენებს დათვთან შეხვედრის ამბავს იასონ ბადრიძე.

image

ამ ხნის მანძილზე ეტოლოგი მიხვდა, რომ მტაცებელ ცხოველებშიც არსებობს ისეთი მცნებები, როგორიცაა "ღალატი", "ერთგულება", "სიყვარული" და" მეგობრობა".


დღეს ბატონი იასონი 75 წლისაა, იგი ფაქტობრივად პიონერია ამ საქმეში, მან მგლებთან ერთად ცხოვრება ცნობილ გერმანელ ვერნერ ფროიდზე (გარდაიცვალა 2014 წელს)სამი წლით ადრე გამოსცადა, BBC იასონ ბადრიძეზე აპირებდა დოკუმენტური ფილმის გადაღებას, დამტკიცებული იყო ფილმის ბიუჯეტიც(180 000 აშშ$), შერჩეული იყო გადასაღები ადგილებიც, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო მოულოდნელად გადაიფიქრეს.

image

0
582
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
582
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0