x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბელორუსში გროდნოს ოლქის ქალაქ შჩუჩინში ქალაქში არსებულ ტბაში იპოვეს გადასატანი, საზენიტო-სარაკეტო კომპლექს «Игла-1»-ის გამშვები

image ბელორუსში გროდნოს ოლქის ქალაქ შჩუჩინში მდებარე ტბაში მეთევზემ თევზი ვერა, მაგრამ გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი «Игла-1»-ის გამშვები "მოინადირა". შეშინებულმა მეთევზემ სასწრაფოდ დარეკა საგანგებო სიტუაციების ცენტრში, გამოძახებულმა სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ მეთევზის მიერ "მონადირებული" ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ერთერთი კომპონენტი საბრძოლო იყო, თუმცა საბრძოლო რაკეტა უკვე გამოყენებული იყო, თან რაკეტა რომ ჰქონოდა განმუხტვის გამო იმ მომენტისათვის მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება გამორიცხული იყო.
საგამოძიებო კომიტეტში დაადასტურეს, რომ გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი «Игла-1»-ი არ წარმოადგენდა არანაირ საშიშროებას.
საგამოძიებო კომიტეტის მოთხოვნით ტბა გულდასმით დაათვალიერეს მყვინთავებმა თუმცა სხვა რამე დამატებითი სამხედრო დანიშნულების საგანი არ უპოვიათ.
საქმის გამოძიებაში ჩართულია ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს, საგამოძიებო ჯგუფიც, რომლებმაც დააფიქსირეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის საიდენტიფიკაციო ნომერი და დაიწყეს მოკვლევა, თუ რომელი სამხედრო ნაწილიდან ან საწყობიდანაა გატანილი აღნიშნული სისტემა.
უნდა აღინიშნოს, რომ «Игла-1»-ი 15 სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებაში ირიცხებოდა სხვადასხვა დროს, ის საბჭოთა კავშირის დროს 1981 წელს იქნა მიღებული შეიარაღებაში. აღნიშნული კომპლექსის რაკეტა თვითდამიზნებადი თავაკითაა აღჭურვილი და ოპერატორის მიერ სამიზნის "ჩაჭერის" და რაკეტის სტარტის შემდეგ რაკეტა თავად მიფრინავს სამიზნის მიმართულებით.
image

0
331
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
331