x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბათუმში Mercedes-Benz-ის ოფიციალური ღონისძიება გაიმართება
image


10 აგ­ვის­ტოს „ბენე ექ­სკლუ­ზი­ვი“ კი­დევ ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექტს ბა­თუმ­ში შე­მოგ­ვთა­ვა­ზებს. Mercedes-Benz Event სას­ტუმ­რო „შე­რა­ტონ ბა­თუ­მი“-ში გა­ი­მარ­თე­ბა და სტუმ­რებს და­უ­ვი­წყარ სა­ზა­ფხუ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბას შე­თა­ვა­ზებს. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი ბიზ­ნეს სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა და არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში სხვა­დას­ხვა ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბაა.


რო­გორც „ბენე ჯგუ­ფი“-ს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, გი­ორ­გი გოგ­ლი­ძე აცხა­დებს, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მსგავ­სი ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი საკ­მა­ოდ ცო­ტაა, რაც იქა­უ­რი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი­სათ­ვის არც ისე სა­სი­ა­მოვ­ნო და ხელ­საყ­რე­ლია. კონ­კრე­ტუ­ლად ბა­თუმ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი დიდი ბიზ­ნე­სი არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რად უფრო და უფრო ვი­თარ­დე­ბა. ბენე ექ­სკლუ­ზი­ვის სურ­ვი­ლია, რომ ბიზ­ნეს ივენ­თე­ბის კულ­ტუ­რა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც გა­ვი­დეს და ყვე­ლა­ზე ცხელ სე­ზონ­ზე ბა­თუ­მი იქ­ცეს ბიზ­ნეს ცენ­ტრად. ისი­ნი ქმნი­ან შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­საც ჰქონ­დეთ სა­შუ­ა­ლე­ბა ჩა­ერ­თონ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში, შე­ი­ძი­ნონ კონ­ტაქ­ტე­ბი, გაც­ვა­ლონ იდე­ე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბე­ბი, რაც მათი ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის სა­წი­ნა­და­რი იქ­ნე­ბა.


ღო­ნის­ძი­ე­ბას 500-მდე სტუ­მა­რი და­ეს­წრე­ბა. მათ შო­რის ბიზ­ნეს სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ბენე ექ­სკლუ­ზი­ვი­სა და სპონ­სო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის პარტნი­ო­რე­ბი, აჭა­რის მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი და სხვა.


Mercedes-Benz Event ორ ნა­წი­ლად ჩა­ტარ­დე­ბა. პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი მხა­რეა, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტის პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ებს ით­ვა­ლის­წი­ნებს და „შე­რა­ტონ ბა­თუ­მი“-ს მთა­ვარ სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.


„შე­რა­ტონ ბა­თუ­მი“-ს აუზ­ზე კი ღო­ნის­ძი­ე­ბის არა­ფორ­მა­ლუ­რი ნა­წი­ლი ჩა­ტარ­დე­ბა და შექ­მნის და­უ­ვი­წყარ სა­ღა­მოს. სტუმ­რებს გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მუ­სი­კა და უამ­რა­ვი სა­ჩუ­ქა­რი ელო­დე­ბათ. დღის მთა­ვა­რი სი­ურპრი­ზი House მუ­სი­კის ლე­გენ­და, MILK&SUGAR იქ­ნე­ბა.


MILK&SUGAR 1997 წელს მი­უნ­ხენ­ში ორი არ­ტის­ტის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტია. ისი­ნი სწრა­ფად გახ­დნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დის სი­ნო­ნი­მი მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­ცეკ­ვაო მუ­სი­კი­სა და უნი­კა­ლუ­რი ჟან­რობ­რი­ვი სინ­თე­ზით, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს Funky, House და Disco ჟღე­რა­დო­ბებს. მათი რე­ლი­ზე­ბის უმე­ტე­სო­ბა გა­მო­ცე­მი­დან რა­მო­დე­ნი­მე დღე­ში სრუ­ლი­ად იყი­დე­ბა.


მერ­სე­დე­სის ცენ­ტრი სა­ქარ­თველ­ში ღო­ნის­ძი­ე­ბის თა­ნა­ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი გახ­ლავთ, გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რი კი სოლო. მთა­ვა­რი პარტნი­ო­რე­ბი არი­ან: „რეალ პა­ლა­სი“, M2, „ალ­და­გი“, „გამა“, „აზო­ნი“, სტამ­ბა „ფა­ვო­რი­ტი“.


Mercedes-Benz Event-ის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბი tkt.ge-ის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ი­ყი­დე­ბა.

0
10
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0