x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"რატომაც არა?"-მონიკა ბელუჩი პლასტიკურ ქირურგიაზე და წარსულ ცხოვრებაზე

image


54 წლის მონიკა ბელუჩიმ ვრცელი ინტერვიუ მისცა ფრანგულ გამოცემა Madame Figaro-ს, სადაც მსახიობი საუბრობს მეგობარ მამაკაცთან დაშორებაზე, ბავშვობის წლებზე და აგრეთვე პლასტიკურ ქირურგიაზე.



ჟურნალისტთან საუბარში მსახიობმა გაიხსენა ვენსან კასელთან გაყრის პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ დაშორების ინიციატორი თვითონ იყო, ეს ამბავი მძიმედ გადაიტანა.


"მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, როდესაც ვინმეს შორდები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის აღარ გიყვარს, ეს ნსნავს იმას, რომ თქვენ ამის შემდეგ ერთად აღარ იქნებით"-აღნიშნა ბელუჩიმ.





ვანსენ კასელთან ქორწინებაში მსახიობს გაუჩნდა ორი ქალიშვილი-დევა და ლეონი, 15 წლის დევა კასელი უკვე სამოდელო ბიზნესშია, ცოტა ხნის წინ გააფორმა კონტრაქტი Dolce & Gabbana-სთან, ინტერვიუში მონიკამ აღწერა საკუთარი თავი იმ ასაკში, რომელშიც ახლა მისი ქალიშვილია.


image

როგორც მონიკა იხსენებს, ბავშვობაში ხშირად მარტოობით იტანჯებოდა, რადგან ერთადერთი ბავშვი იყო ოჯახში, სკოლაშიც იოლი არ იყო, ფიზიკური განვითარებით თანაკლასელებს გაასწრო, რის გამოც ხშირად დაცინვის ობიექტი ხდებოდა.


ამის გარდა მონიკა სკოლის პერიოდში ექსეპირემენტებს ატარებდა საკუთარ თავზე-იკეთებდა სხვადასხვა სახის მაკიაჟს და მანიკურს, დადიოდა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით, მართალია მასწავლებლებს ეს არ მოეწონათ და გოგონა აიძულეს მოეშორებინა მაკიაჟი და ნორმალურ მოწაფესავით ჩაეცვა, სამაგიეროდ მხარი დაუჭირა ბებიამ-ის კმაყოფილი იყო, რომ გოგონა ცდილობდა ქალური იერი ჰქონოდა.

image

ინტერვიუში მონიკამ ასევე საკუთარი აზრი გამოთქვა პლასტიკურ ქირურგიაზე და ასაკობრივ ცვლილებებზე.


"ასაკი სხვა როლებს ამჟღავნებს, ნაოჭები და მუქი ლაქები-ესენი ნებას გაძლევს ეკრანზე ახალ ამპლუაში წარდგე.ერთხელ მოვისმინე ფრაზა, რომელიც ჩემი დევიზი გახდა:"ყველას აქვს რაიმე მიზეზი", ადამიანებს, რომლებიც მიმართავენ პლასტიკურ ქირურგიას, არ განვსჯი, ისიც არ ვიცი ოდესმე დავიჭიმავ თუ არა სახეს, ხანდახან ვხედავ მსგავსი პროცედურების შესანიშნავ შედეგებს და ვფიქრობ: რატომაც არა?"


image

სულ ცოტა ხნის წინ მსახიობი დაშორდა თავის ახალგაზრდა საყვარელს, 37 წლის ნიკოლას ლეფერვს, ჟურნალისტი შეეცადა გაეგო, ხვდება თუ არა ამჟამად მონიკა ვინმეს, თუმცა მსახიობმა პასუხს თავი აარიდა.


მონიკამ ასევე ისაუბრა ამერიკულ კინოინდუსტრიაში გავრცელებულ სექსუალურ შევიწროვებაზე:


"მე გამიმართლდა, ცხოვრებამ გადამარჩინა.მაგრამ ეს ნამდვილად საშინელი სიტუაციაა, რომელიც ნებისმიერს შეიძლება შეემთხვეს, ამავე დროს ჩვენ არ უნდა ვამყოფოთ ქალები მსხვერპლის მდგომარეობაში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქალსაც შეუძლია თავი დაიცვას."

image


2
394
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
394
  
2019, 29 ივლისი, 13:34
გაიხარე
2019, 29 ივლისი, 13:32
ძალიან საინტერესო იყო, სვა კუთხით დავინახე ბელუჩი, მადლობა
0 1 2