x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
საპირები
საპირები


საპირები, რომლებიც ასევე მოიხსენიებიან, როგორც საბირები, იყვნენ იბერო-კოლხური (ქართველური) მოდგმის ტომი, რომლებიც შედიოდნენ სასპერებში და მათ ტომობრივ გაერთიანებაში. სასპერები მოიხსენიებიან ასევე, როგორც სვისპირიტები. თუკი ვერწმუნებით სამეცნიერო ლიტერატურაში არსებულ მტკიცებებს (იხ. ივ. ჯავახიშვილი, 1908, გვ.23; ი. ჯავახიშვილი, 1950, გვ.18; ს.ჯანაშია, 1959, გვ.48) და დავუშვებთ, რომ ძველ ქართულ წყაროებში მოხსენიებული ქართული პროვინცია სპერი/ისპირი ჰეროდოტეს მიერ ნახსენები თემონიმი სასპერები, ქორონიმი იბერია და საქართველოს სპარსული სახელწოდება ვირშან/ვირჩან საერთო წარმომავლობის ფუძეებია, მაშინ იბერიის ქართულ ვარიანტად და საერთოდ, წარმოდგენილ ვარიანტთა ამოსავალ სახედ, უნდა დავსახოთ სწორედ სპერი (შდრ. სპერი/ისპირი ჭოროხის ერთ-ერთი სახელია; ს. ჯანაშია, 1952, გვ.274). შესაძლოა დროის გარკვეულ მონაკვეთში მეზობლებმა სპერი - ერთი ქართველური მხარის/ტომის სახელი განაზოგადეს ქართველთა ზოგად სახელად.

წარმოდგენილ ანალიზს მხარს დაუჭერს სპერ, იბერ, ბერ, ვერ.. ფორმების ფონეტიკურ ვარიანტებად მიჩნევის შესაძლებლობაც. კერძოდ, ლოგიკური სქემის მიხედვით, "სპერ" ფუძისგან კანონზომიერად ქართულშივე შეიძლებოდა მიგვეღო ერთი მხრივ: სპერ>იპერ>იბერ. ეს პროცესი ბუნებრივია ქართველური დიალექტებისთვის. მეორე მხირვ სპერ>ჰბერ>ბერ/ვერ/ვირ.


საპირი



შედარებისთვის სპარსულ-სომხური ვარიანტები: ვერია/ვირქი/ვრკან/ვიქან/არუჩან/გურგან/გურჩ/გურჯ (აქედან კი აზიური თუ ევროპული სხვა ვარიანტები: გეორგია, ჯორჯია, გურჯისტან, გრუზია).

პატრიარქ ნიკონის მატიანეში საქართველოს აღსანიშნავად ერთდროულად 3 სხვადასხვა ტერმინია გამოყენებული: "კოლეხკია/კოლოხ, ივერი და გურზი (გ. პაიჭაძე, 1993). საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ ევროპაში საქართველოს სახელად ადრიდანვე იცოდნენ ბერძნულ-ლათინური (დასავლური) წარმომავლობის კოლხიდაც, მოსოხიც, იბერიაც, მაგრამ საბოლოო ჯამში ევროპაშიც და რუსეთშიც საქართველოს სახელწოდებად დამკვიდრდა სპარსულ-არაბული (აღმოსავლური) ვარიანტი გურჯ/ჯურჯ/გეორგ ფუძის სახით.

რაც შეეხება საპირებს, იგივე საბირებს, მათ შუაგულ პონტოს მაცხოვრებლებად მოიხსენიებს სტეფანე ბიზანტიელი (გეორგიკა, 1936, გვ.284), ხოლო აპოლონიოს როდოსელი აღნიშნავს, რომ რომ საპირებსა და კოლხებს შორის მოსახლე ტომი არის ბიძერები. (აპ. როდოსელი, 1975, გვ.91), საპირებიც იგივე სასპერების მოდგმის ტომები იყვნენ.

(წყარო: ტარიელ ფუტკარაძე, "ქართველები", 2005 წ.)





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. იბერო-კავკასიური პროტოცივილიზაციები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. მეცნიერება

10. პარანორმალი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
663
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
663
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0