x
image
ეკა ლაცკა
17 საინტერესო ფაქტი საქართველოს შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე
image


1. მსოფლიოში 5000-მდე ერია და 200-მდე სახელმწიფო. ჩვენ ერთ-ერთი უძველესი ისტორიის მქონე ერი ვართ და სახელმწიფოც გვაქვს.

2. საქართველოში, კერძოდ კი მცხეთის ულამაზეს სვეტიცხოველში ქრისტეს კვართია

3. მსოფლიოში 7000-ზე მეტი ენა და 14 დამწერლობა არსებობს. აქედან, ერთ-ერთი ქართული.


4. ქართული მწერლობა 15 საუკუნეს ითვლის.

5. საქართველო – უძველეს ევროპელთა სამშობლოა, ამის დასტური "ზეზვას და მზია" გახლავთ!


6. 34 ათასი წლის წინათ, დასავლეთ საქართველოში დაიწნა პირველი ძაფი!


image


7. საქართველო – ოქროს წარმოების უძველესი სამშობლოა!


8. საქართველო თაფლის უძველეს სამშობლოდაც შესაძლოა აღიარონ!
ბორჯომის მახლობლად აღმოაჩინეს 5, 5 ათასი წლის წინანდელი თაფლის ჭურჭელი! ეს კი, 2 ათასი წლით ძველი თაფლია, რომელიც ეგვიპტეში, თვით ტუტანხამონის სამარხშია აღმოჩენილი!


9. ქართული ხალხური სიმღერა 2001 წელს “იუნესკომ” კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრად აღიარა.
1977 წელს ილია ზაქაიძისა და როსტომ საგინაშვილის შესრულებული “ჩაკრულო” ნასაში გაიგზავნა.



10. ქართულ ხალხური ცეკვა მრავალ საუკუნეს ითვლის მსოფლიოში ერთერთი საუკეთესოა.


image


11. საქართველო ვაზისა და ღვინის სამშობლოა და აქ ექვსასამდე ყურძნის ჯიშია. საქართველოში აღმოჩენილია 8 ათასი წლის წინანდელი ქვევრი, ყურძნის წიპწებით! გაერო-მ (იუნესკო-მ) ქართული ქვევრი და ღვინის წარმოება კაცობრიობის არამატერიალურ მემკვიდრეობად აღიარა!

12. საქართველო ხორბლის ერთ-ერთი სამშობლოა, მსოფლიოში 27 სახეობის ხორბალია და აქედან 14 ქართული ჯიშისაა.


13. საქართველოში 1000-ზე მეტი მინერალური წყალია.


14. საქართველოში ნიადაგის 44 სახეობაა, მაშინ როდესაც დედამიწაზე ნიადაგის სულ 47 სახეობაა

15. ქართული ჩურჩხელა მსოფლიო ტკბილეულთა ათეულიდან მეშვიდე ადგილს იკავებს


16 . sova.news The Top Tens - მა საქართველო უძველეს ცივილიზაციათა სამეულში დასახელდა. (პირველ და მეორე ადგილებს საბერძნეთი და ეგვიპტე იყოფენ)


17. საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა მე-13 საუკუნით თარიღდება და ის მსოფლიოში სიძველით დანიის შემდეგ მეორეა, ეს მსოფლიო ჰერალდიკის საბჭომ დაამტკიცა.

image

2
986
2-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
986
  
2019, 31 ივლისი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 30 ივლისი, 0:53
16. მესამე არა უკვე მეორე ადგილზე ვართ და თუ ოდნავ ვიაქტიურებთ სამართლიან პირველ ადგილზე გადავალთ.

https://www.thetoptens.com/best-ancient-civilizations/
0 1 2