x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ქალმა ყოფილ ქმარს პენისი მოაჭრა და უნიტაზში ჩაუშვა წარსულში ღალატის გამო
image
ქალმა ჯერ აცდუნა ყოფილი ქმარი, აბაზანაში შეიტყუა, შემდეგ მოაჭრა სასქესო ორგანო თავის სათესლე ჯირკვლებით, გადაასხა მჟავა და უნიტაზში ჩარეცხა, იმის გამო, რომ ქმარი ღალატობდა ერთად თანაცხოვრების პერიოდში
.



სამართალდამცავებისს ინფორმაციით, 58 წლის ქალბატონმა ლიმ გამოიყენა ბასრი მაკრატელი, ყოფილ ქმარს მოაჭრა გენიტალიები და დაუტოვა მხოლოდ 1 სმ-ი(0, 4 დიუმი) თან დასძინა:"თუ მე ვერ მივიღებ ამას, ვერც სხვა მიიღებს ", შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა- 40 ტაბლეტი ძილის წამალი დალია.


image

თავდასხმა მოხდა 24 ივლისს, საღამოს 20 საათზე, დაბა ჰიკოუში, ჩრდილო-დასავლეთ ტაივანში.



როგორც ცნობილი გახდა, ცოლ-ქმარი ერთი თვის წინ ოფიციალურად დაშორდა ერთმანეთს, მაგრამ 56 წლის ჩენი რადგან ბოლო ორი წელიწადი უმუშევარი დარჩა, იძულებული იყო ცოლთან ერთჭერქვეშ ეცხოვრა.

image

ქალმა წინასწარ შეიმუშავა გეგმა, რომ დაესაჯა ყოფილი ქმარი.


როგორც უბნის ინსპექტორის მოადგილემ სინგხუ კაო კაი-ლონგმა განაცხადა, მათ მოჭრილი გენიტალიების პოვნა ვეღარ შეძლეს, მამაკაცი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თავად ქ-ნი ლი კი უგრძნობ მდგომარეობაში აღმოაჩინეს, როგორც გაირკვა, ქალმა თვითმკვლელობა სცადა, დალია 40 აბი ძილის წამალი.


ამჟამად 56 წლის ჩენის მდგომაროება სტაბილურია.


"თუნდაც ეპოვნათ პენისი, მისი მიკერება შეუძლებელი იქნებოდა-განაცხადა საავადმყოფოს უროლოგიური განყოფილების უფროსმა ჩან ჩენ ეჰმა-გენიტალიებში ინფექცია იყო შეჭრილი და ნებისმიერ ვარიანტში, შანსი, რომ მას ოდესმე დაუბრუნდება სექსუალური ფუნქცია იყო ძალიან მცირე".


პოლიციას ჯერ არ დაუკავებია ქალი, ისინი ელოდებიან მათგან წერილობით ჩვენებას, ამჟამად ორივე საავადმყოფოში წევს.

0
622
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
622
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0