x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ავღანელი მოჯაჰედების, ბრიტანული წარმოების შაშხანა "ბური" (Lee-Enfield), რომელიც ქვეითთა საბრძოლო მანქანის ჯავშანსაც უპრობლემოდ ხვრეტდა

image ყველა შაშხანას შორის, რომელიც გამოყენებაშია უკვე ათწლეულებია, განსაკუთრებით შეიძლება აღინიშნოს "Lee-Enfield"-ი. ის გამოვიდა მზის სინათლეზე 1895 წელს, მისი ავტორია ჯეიმს პარის ლი-ს მიერ.
ბრიტანელი სამხედროები კმაყოფილები აღმოჩნდნენ შაშხანით, რადგან შაშხანა აღმოჩნდა მძლავრიც და ზუსტიც.
image ბუნებრივია პირველი ეგზემპლარები იდეალური ვერ იქნებოდა, თუმცა შაშხანის კონსტრუქტორების დაუღალავი მუშაობის შედეგად ეს შაშხანა გახდა ერთერთი საუკეთესო მის კლასში.
მიუხედავად ამისა შაშხანაზე მუშაობა არ შეჩერებულა და საბაზისო შაშხანის კონსტრუქციაში შეტანილი ცვლილებების შედეგად ის მძლავრ და მოწინააღმდეგისათვის საშიშ იარაღად იქცა.
აღნიშნულ შაშხანას აქტიურად და ეფექტურად იყენებდნენ ავღანელი მოჯაჰედები საბჭოთა მებრძოლების წინააღმდეგ, ავღანეთის მთიან რეგიონებში.
ის მოჯაჰედები, რომლებიც ამ შაშხანას იყენებდნენ საბჭოთა არმიელების წინააღმდეგ, დარწმუნებით აცხადებდნენ, შაშხანის ტყვია ხვრეტდა უპრობლემოდ ჯარისკაცის ჩაფხუტს, ჯავშანჟილეტს და ქვეითთა საბრძოლო მანქანის ჯავშანსაც.
"მე არ მქონია შეხება ჩემდა სამწუხაროდ ამ შაშხანასთან, მაგრამ რაც ვნახე ვიდეო მასალებში, ისიც საკმარისია, რომ ვთქვა: შაშხანა ძალიან ზუსტია კარგი მსროლელის ხელში, არც სიმძლავრე აკლია და არც გამტანუნარიანობა)".
იარაღის მახასიათებლებს რაც შეეხება:
შაშხანაში გამოყენებულია ხელით გადასატენი მექანიზმი. მჭიდი შაშხანიდან არ იხსნება, მჭიდში 5 ვაზნა ჩადის.
შაშხანას მძიმე არაა, არც დიდი ზომისაა, სწრაფსროლა შესანიშნავი აქვს, ერგონომიკა შენიშვნებს არ იმსახურებს, ცეცხლის სიბურჯღლეც ძალიან კარგი აქვს.
სამიზნე დაცულია დაზიანებისაგან, სამიზნე ღია ტიპისაა. "Lee-Enfield"-ს თვლიან შაშხანებში კლასიკად. შაშხანა იწმინდება მარტივად და სწრაფად.
ტყვიის საბრძოლო სიმძლავრე 1800 მეტრამდეა. გამოცდილ მსროლელს შეუძლია წუთში 30 ტყვია გაისროლოს.
აღნიშნული შაშხანა დღემდე გამოიყენება საბრძოლო მოქმედებებში ავთანეთში და პაკისტანის პროვინციებში.
შდარებით მოკლე, მსუბუქი, მაგრამ მძლავრი შაშხანა ნამდვილად იმსახურებს იმ იმიჯს რაც მას აქვს სადღეისოდ.
სხვათაშორის აღნიშნულ შაშხანას უკეთესი მონაცემები აქვს ვიდრე საბჭოთა და რუსული წარმოების დრაგუნოვის შაშანას.
დრაგუნოვის შაშხანის ტყვიის მოქმედება განისაზღვრება 1-1, 3 კილომეტრამდე.
ავღანელი მოჯაჰედი "Lee-Enfield"-ით ხელში
image "Lee-Enfield"-ის მექანიზმის მუშაობა სროლისას ასე გამოიყურებაimageimage


0
391
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
391