x
image
ინ-იანი
თუ 30 ან 40 წლის წინ დაიბადეთ ეს სტატია თქვენ გეკუთვნით

თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც ბავშვობა გაატარა 80-იან ან 90-იან წლებში, წარსულის გახსენებისას ძნელია დავიჯეროთ თუ როგორ მოვაღწიეთ აქამდე.
რატომ?
აი რატომაც:
ბავშვობაში მანქანით მგზავრობისას არ ვიყენებდით ღვედს და საერთოდ არც კი გაგვეგო რამე უსაფრთხოების ბალიშზე.
ჩვენი რკინის საწოლები მომწამვლელი საღებავით იყო შეღებილი.
წყალს პირდაპირ ონკანიდან ვსვამდით ეზოში, არც კი გვსმენოდა პლასმასის ბოთლზე რამე.
არცერთ წამალს არ ჰქონდა დამცავი მექანიზმი ბავშვებისთვის, რომ უსაფრთხო ყოფილიყო.
და არასოდეს ვიხურავდით თავზე ჩაფხუტს, როცა ველოსიპედით ვსეირნობდით.
უფრო მეტიც, ჩვენ თვითნაკეთი გორგოლაჭებითა და „სამაკაჭკებით „ ვთამაშობდით, რომელიც უსარგებლო რკინით ან ხით იყო აწყობილი და სანამ მუხლებს და იდაყვებს არ გადავიყვლეფდით მანამ, მის კარგ მართვას ვერ ვსწავლობდით.
ჩვენ მთელ დღეს ეზოში ვატარებდით თამაშში და სახლში შებინდებისას ვბრუნდებოდით.მთელი ამ დროის მანძილზე უმეტესად არც კი იცოდნენ სახლში თუ სად ვიყავით, იმიტომ, რომ არ არსებობდა მობილური ტელეფონი.
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ შესაძლოა თამაშში ან ჩხუბში გაგვეჭრა ხელი, მოგტეხოდა ფეხი, ხელი ან კბილი მაგრამ არავინ არავის არ უჩიოდა პოლიციაში ამის გამო.
ვჭამდით ნამცხვრებს და ნაყინს, ვსვამდით ლიმონათს მაგრამ ამის გამო არავინ სუქდებოდა, იმიტომ, რომ ამ კალორიებს თამაშში ვხარჯავდით.
ერთი ბოთლიდან რამოდენიმე ვსვამდით, მაგრამ ამის გამო არავინ მომკვდარა.
ჩვენ არ გვქონდა, ვიდეო თამაშები, არც კომპიუტერი, არც 100 ტელეარხი, არც კომპაქტდისკები, არც მობილურები და არც ინტერნეტი, თუ რამის ნახვა გვსურდა ამისთვის არსებობდა კინო კლუბები.
მიუხედავად ამისა ჩვენ მეგობრები გვყავდა.მათი პოვნა ეზოში შეგვეძლო.ვსეირნობდით ველოსიპედით, ვთამაშობდით, ფეხბურთს, წრეში ბურთს ან მგელობანას, ან ჩამოვსხდებოდით სადმე და ვლაპარაკობდით ყველაფერზე, რაც კი მოგვესურვებოდა.
როცა ვინმეს ნახვა მოგვინდებოდა, ვაკაკუნებდით კარზე, ან ზარს მივცემდით, ან უბრალოდ შევაღებდით მის კარს.
გახსოვთ?ამ ყველაფერს ჩვენით ვაკეთებდით დაცვის და უფროსების გარეშე.როგორ გადავრჩით საერთოდ?
ვიგონებდით თამაშებს ჯოხებითა და ცარიელი კონსერვის ქილებით.ვიპარავდით ვაშლს და ბალს სხვისი ეხოდან და კურკებიანად ვყლაპავდით.
ან რა ტკბილი იყო სხვის ყანაში მოპარული სიმინდის ღამით ცეცხლზე შეწვა.
ან თუნდაც გავიხსენოთ, როგორ ვწუწაობდით ხოლმე, წყლით ვავსებდით ყველაფერს, რასაც წავაწყდებოდით- ცარიელ ქილას, ჭურჭელს თუ შპრიცს, მაგრამ არ ვინფიცირდებოდით.
და რა ვისწავლეთ?რა გვასწავლა ასეთმა ბავშვობამ?
დამოუკიდებლად მოქმედება, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, გაბედულება და ერთმანეთის ნდობა.
და თუ შენ, რომელიც ახლა ამას კითხულობ ერთერთი ჩვენთაგანი ხარ-გილოცავ!
გაგვიმართლა, რომ ჩვენი ბავშობა ან ახალგაზრდობა დასრულდა მანამდე, სანამ ადამიანების თავისუფალი დრო და ნება გაიცვლებოდა მობილურზე, შოუებზე თუ ინტერნეტზე .
და მიკვირს:
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც წიგნი ღვინოზე ძვირად ფასობს, სადაც ლუდი უფრო იაფია ვიდრე რძე, სადაც თოვლის ბაბუას გამოძახება უფრო მეტი დაგიჯდებათ ვიდრე ბ... ს.
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ნარკოტიკების მოხმარებისთვის 20 წელს უსჯიან, ხოლო ცოლის მკვლელობისთვის 7 წელს.
ჩვენ იქ ვართ, სადაც სახელწიფო სტრუქტურაში მომუშავე ძაღლის ყოველდღიური საკვების რაციონი უფრო მდიდარია ვიდრე ბავშვის.
ჩვენი შვილები ისეთ დროში იზრდებიან, სადაც შეკვეთილი პიცა და სუში უფრო მალე მოდის, ვიდრე პოლიცია და სასწრაფო.
იქ, სადაც ომის გმირები მონებივით ცხოვრობენ, იქ სადაც მაღაზიის ქურდობისთვის მეტს მოგისჯიან, ვიდრე პედოფილიისთვის.

image

შევუქმნად შვილებს უსაფრთხო და ლაღი ბავშობა და მომავალი!!!!

2
41
7-ს მოსწონს
ავტორი:ინ-იანი
ინ-იანი
41
  
2019, 27 ივლისი, 14:02
მჯერა
2019, 27 ივლისი, 12:05
იინ, გამიხარდა, რომ დაგვიბრუნდი
0 1 2