x
image
Teklamaisuraze
დუბაის 5 ღირსშესანიშნავი ადგილი, რომელიც ჩვეულებრივ მოკვდავთათვის მიუღწევადია
იქ, სადაც შუა აღმოსავლური და დასავლური კულტურა ეჯახება, შეიძლება ითქვას, წარმოიშვება პატარა მსოფლიო განსხვავებული შეხედულებებით.

image

ანუ დუბაი

image

აქ არის ადგილები სადაც დასასვენებლად ან გასართობად წავიდეს ამ ქალაქში. რადგან აქაურობა ჩვეულებრივი მოკვდავთა ფინანსურ მდგომარეობას ბევრად აღემატება. განვიხილოთ 5 ისეთი რამ რაც მხოლოდ ამ ქალაქშია შესაძლებელი.

შინაური ცხოველები

დუბაიში მიღებულია ეგზოტიკური ცხოველების შინაურ პირობებში ყოლა. ეს წარმოადგენს ერთგვარ სტატუსს, თუ ადამიანს სურს იქაური საზოგადოების სრულფასოვანი წევრი გახდეს, უნდა იყოლიოს მსგავსი ცხოველი, განსაკუთრებით კატისებრთა ოჯახის დიდი წარმომადგენლები: იაგუარი, ლომი, ლეოპარდი ან რაიმე ვეფხვი.


image

image


ასეთი ცხოველების ტრანსპორტირება აკრძალულია, მაგრამ ადგილობრივი სამართალდამცველები მხოლოდ გაფრთხილებას აძლევენ.

წყალქვეშა ნომრები

ყველასთვის ნაცნობია დუბაიში ბაყაყის კუნძული. მასზე არის ძალიან ძვირად ღირებული სასტუმრო “ ატლანტი ", რომელსაც ორი წყალქვეშა ოთახი აქვს: “ პოსეიდონი" და “ ნეპტუნი ". ამ ოთახებს აქვს სამი გამჭვირვალე კედელი, საძინებელ, სააბაზანო და მისაღებ ოთახებში.

image

image

ეს ნომერი ერთი ღამის განმავლობაში ღირს 8, 200.00 დოლარი. ღირებულებაში შედის პერსონალური მომსახურება, მსახურთუხუცესის, რომელიც 24 საათის განმავლობაში მზად არის დაელოდოს გამოძახებას, ნომრის ღირებულებაში შედის ოქროს ფიფქებით აღსავსე საპონი.

image

ბურჯ ალ - არაბი

ეს სასტუმრო მსოფლიოს ყველაზე დიდ სასტუმროების ჩამონათვალში მესამე ადგილს იკავებს.

image

image

ბურჯ ალ - არაბი სრულიად მარტოა ხელოვნურ კუნძულზე, რომელიც ხმელეთთან დაკავშირებულია კერძო ხიდით.

image

image

ამ უძვირფასეს სასტუმროს დიზაინი არის გემის აფრის იმიტაცია, აქვს 28 ლუქსის ტიპის ოთახი. ფასი კი 24, 000. 00 დოლარია, ოღონდ ერთ ღამეში. მომსახურებაში კი შედის რესტორანი გიგანტური აკვარიუმის გვერდით. ვიცით, რომ სასტუმროები ფასდება ვარსკვლავების მიხედვით. ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო ითვლება ყველაზე მაღალი დონის, მაგრამ ამ სასტუმროს მფლობელი და მენეჯმენტი ამაყობს, რომ ბურჯ ალ არაბი არის შვიდ ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელსაც აქვს აეროდრომი, სადაც სხვადასხვა სპორტის წარმატებული სპორტსმენები ყოფილან.

image


სადაც შესაძლებელია გოლფის თამაში, შესაძლოა მოაწყო დრიფტი, ეს ყოველივე ადვილად გადაკეთდება ჩოგბურთის მოედნადაც. მოედანი ანალოგიურია ნამდვილი კორტების ზომის.

image

რა თქმა უნდა შესაძლებელია ბალახის აღებაც და მომენტალურად გადაიქცევა აეროდრომად.


დუბაის ზამთრის კურორტი

image

ერთი დიდი სავაჭრო ცენტრი, მეტროს საშუალებით უკავშირდება სპეციალურ სექციას სადაც ყოველთვის ზამთარია. 2002 წელს ამ დალუქულ ადგილას ტონობით ხელოვნური თოვლი წარმოქმნეს, რამაც ბავშვებსაც და ზრდასრულებსაც ზამთრის საოცარ გარემოში ამოაყოფინა თავი, აქ არის საციგურაო მოედანი, კაფეები, რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს სათხილამურო ფერდობიც კი სსაბაგიროთი.

image


გაოცებას აქ არ აქვს დასასრული. იქვე ახლო მახლო დასეირნობენ პინგვინები მთელი დღის განმავლობაში, რაც ნამდვილად შოკია. დამეთანხებით ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს.

image

image

ეს ყველაფერი ხდება დუბაიში, სადაც ირგვლივ მხოლოდ ცხელი უდაბნოა, რაც საბოლოოდ ზამთრის კურორტს საოცრად მოთხოვნადს ხდის.

პალმის კუნძული

image

ხელოვნური პალმის კუნძულის კონსტრუქციის მნიშვნელობის იდეა 2001 წელს გაჩნდა. 2002 წელს კი გაასაჯაროვეს. დუბაის პრინცს ეკუთვნის მისი აგების იდეა, მას არ უნდოდა გამოეყენებინათ რკინის კონსტრუქცია და ამ მიწის ნაკვეთის წარმოსაქმნელად გამოიყენეს უამრავი ქვა და ქვიშა.

image

ეს მოპოვებული ქვიშა სპარსეთის ყურედან გამოჰქონდათ გემების საშუალებით და აფრქვევდნენ საჭირო ადგილას.

პალმას ჯუმეირა დასრულდა 2006 წელს. რის შემდეგაც მალე გაივსო მაცხოვრებლებით.


0
393
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
393
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0