x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გვირილების დედოფალი(ნახევრად ნამდვილი ამბავი)

image
მწვანე მინდვრით შემოსილ ეზოს, ამშვენებდა ორსართულიანი ხის სახლი და კაკლის ხე, რომელიც წინაპრებს დაურგავთ, საკმაოდ გაზრდილიყო, იმისთვის, რომ მცხუნვარე მზეს თავი შეეფარებინათ იქ მაცხოვრებლებს და სტუმრებს. ოჯახის უფროსი, ზაფხულობით სუფრის გაშლას ნიგვზის ძირში ამჯობინებდა. ვლადიმერ გაბუნიას და მის მეუღლეს, თებროლეს ორი ვაჟი და ერთი გოგონა ჰყავდათ, ვლადიმერის მეუღლე, თავს დასტრიალებდა ოჯახს, ყველა მის სიტყვას ემორჩილებოდა, მეზობლები კაპას თებროლეს ეძახდნენ, მიზეზი ის იყო, რომ; თებროლეს მამა თავისი ახალგაზრდომის დროს რუსეთში ციხეში მოხვდა, წვრილმანი ხულიგნობისათვის რამდენიმე თვე. როცა დაბრუნდა სამშობლოში ერთხელ ზამთრის დასაწყისში, მეზობელი სოფლიდან ნაცნობი ესტუმრა, თხოვა რანდენიმე დღით შეეფარებინა მასთან სხლში, რადგან კანონს ემალებოდა, მასპინძელმა იცოდა რომ სტუმარიც თავის დროზე ციხეში იჯდა და უარი ვერ უთხრა. არასრულწლოვანი თებროლე მასზე 10 წლით უფროს სტუმარს მოეწონა და არც თებროლე იყო გულგრილი მის მიმართ, ერთ დილით მასპინძელმა აღმოაჩინა რომ სტუმარი და თებრონე სახში არ იყვნენ. იმავე დღეს მიაკითხა მეზობელ სოფლელ სტუმარს სახლში, მაგრამ მან არ მიიღო, თებროლეს მამა და არც თებროლე აჩვენეს. თებროლე 15 დღეში სრულწლოვანი ხდებოდა, როცა სრულწლოვანი გახდა, ამის შემდეგ ნახა თებროლემ მშობლები, რადგან ეშინოდა სახლში არ წაეყვანათ არასრულწლოვანი. ერთი თვის შემდეგ ისეთი მძმე ხასიათი და ქცევები გამოამჟღავნა თებროლეს მეუღლემ, რომ თებროლე იძულებული გახდა სახლში დაბრუნებულიყო.. ამის შემდეგ მეორედ შექმნა ოჯახი. თებროლეს ხშირად მოსდიოდა კამათი, სულ უკმაყოფილო და პრეტენზიული იყო, ყველაფერი ისე უნდა ყოფილიყო, როგორც მას სურდა. ერთხელ ოჯახს ივლისიის თვეში ვლადიმერის თანამშრომები ესტუმრნენ, სუფრა ჩვეულებრივ ეზოში გაშალეს ნიგვზის ძირში, სტუმრებს შორის ბიძა- ძმისშვილი იყო, თვრამეტი წლის ალექსანდრე, მხარბეჭიანი ვაჟკაცი, ოდნავ ხვეული თმებით, ზღვის ფერი თვალებით. სუფრის მომზადებაში დედას ეხმარებოდა თექვსმეტი წლის ელისაბედი, რომელიც, დროდა დრო თვალს გააპარებდა ახალგაზრდა სტუმარისაკენ, ისიც ფარულად უცქერდა მოფუსფუსე გოგონას, გოგო ციდან მოწყვეტილ ვარსკვლავს ჰგავდა, საოცრად ნაზი და მომხივბლელი იყო. გაჩაღდა ლხენა, მამაკაცების შეჯიბრი ღვინის სმაში და ალავერდს გადადიოდნენ ერთმანეთში, იყო სიმღერა, ცეკვა. ალექსანდრე ადგა სუფრიდან და ეზოში მყოფ ახალგაზრდებს მიაშურა. ეზო გვირილებით იყო მოფენილი, ელისაბედმა მოწყვიტა გვირილა დაიწყო გამოცნობა: ვუყვარვარ არ ვუყვავრ. ვუყვარვარ არ ვუყვარვარ. ალექსანდრე უცქრედა ელისაბედს და ეღიმებოდა, შემდეგ მივიდა და უთხრა: -შენისთანა ლამაზი გოგო როგორ შეიძლება ვინმეს არ უყვარდეს. გინდა გვირილებით გვირგვინი გაგიკეთო? -კი მინდა. -მოდი ერთად დავკრიფოთ და გვირგვინს გაგიკეთებ. ელისაბედმა დაუწყო გვირილებს კრეფა, დროდა დრო აწვდიდა ალექსანდრეს, ის გვირგვინს აკეთებდა და იღიმოდა, ეს ელისაბედის დედამ თებროლემ შენიშნა და არ მოეწონა ახალგაზრდების ასეთი მოქმედება, დაუძახა შვილს. -ელისაბედ, მოდი მომეხმარე! ელისაბედმა ნაღვლიანი თვალებით გახედა ალექსანდრეს, გვირილები მიაწოდა და დედასთნ გაიქცა. ალექსანდრემ გააგრძელა გვირილების კრეფა და გააკეთა ლამაზი გვირილების გვირგვინი. მივიდა სახლის კიბესთან, სამზარეულოსთან ახლოს, სახლში არ შევიდა, ელისაბედი სახლში დედას ეხმარებოდა, დაინახა ალექსანდრე კართან და მაშინვე გარეთ გავიდა. -ნახე აი ეს შენი გვირგვინია. გინდა დაგადგა თავზე? -დიახ, მინდა. -დედა ხომ არ გაგიბრაზდება ელისაბედ? ელისაბედმა დედას გახედა და თავი უარის ნიშნად გააქნია. ალექსანდრემ დაადგა ელისბედს გვირილების გვირგვინი. -როგორ გიხდება პატარა ქალო გვირილები, გვირილასავით ლამაზო და სათნო პატარა ქალბატონო, დღეიდან შენ გვირილების დედოფალი ხარ. მორცხვად დახარა თავი ელისაბედმა. მადლობა გადაუხადა ალექსანდრეს და სახლში შევიდა. მაშინვე მოიძრო, არ უნდოდა დედას დაენახა, შეეშინდა არ გამიბრაზდესო და იქვე სავარძლის უკან დამალა. სტუმრები აიშალნენ და სახლში წასასვლელად მოემზადნენ, უკვე ბნელოდა, ჭიშკართან იდგნენ და ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს, ელისაბედი მოშორებით იდგა, მიუახლოვდა ალექსანდრე და ჩუმათ ჩასჩურჩულა. -გვირილების დედოფალო, მე შენ აუცილებლად გნახავ ისევ. 2# იმ დღის შემდეგ ელისაბედმა მოსვენება დაკარგა, სულ ალექსანდრეზე ფიქრობდა, ახსენდებოდა თუ როგორ დაადგა ალექსანდრემ გვირილის გვირგვინი თავზე. კარადაში შენახულ, უკვე დამჭკნარ გვირგვინს გამოიღებდა. და ეფერებოდა, ტიროდა კიდევაც, ესაუბრებოდა. -სად ხარ ჩემო პრინცო, რომ დამპირდი რატომ არ მნახე, ვიცოდე მაინც სად ცხოვრობ. მე მოვიდოდი, ოდნავ თვალს შეგავლებდი, ნუთუ დაგავიწყდი, შენ ხომ დამპირდი რომ მნახავდი, გელოდები, მოდი. ჩაიხუტებდა გვირგვინს, უფრთხილდებიდა მის ყოველ ფოთოლს და ღეროს, ლამაზ დაქარგულ ტილოში ჰქონდა გახვეული, დაცვენილი ფოთლები ეყარა ზედ, მაგრამ არც უფიქრა რომ ის ფოთლები გადაეყარა, ფრთხილობდა არ დავარდნოდა ძირს და არ დაკარგვოდა, შემდეგ შეკრავდა და შეინახავდა. ოჯახში ყველა ამჩნევდა, ელისაბედის ზოგჯერ სევდიან თვალებს. ეკითხებოდნენ, მაგრამ არავის უმხელდა თავის დარდს, ერთი კლასელი ჰყავდა მეგი, რომელიც დასავით უყვარდა და მას გაუმხილა გულისტკივილი. ისიც უთანაგრძნობდა მეგობარს, ტკიოდა მეგობრის ტკივილი. მაგრამ ვერაფრს ეხმარებოდა, მეგი არ იცნობდა ალექსანდრეს, ალექსანდრე დიდ ქალაქში ცხოვრობდა, გოგონები პატარა სოფელში, ბევრჯერ უფიქრიათ გავიპაროთ და მოვძებნოთო, თუმცა ხვდებოდნენ რომ გაუჭირდებოდათ მისი პოვნა.ელისაბედი შეგუებული იყო იმას, რომ მის სიყვარულს ვერასოდეს ნახავდა და ცხოვრობდა მის გვირელბთან ერთად. გავიდა ორი წელი.ერთ დღეს ელისაბედის მამას ისევ ესტუმრა მეგობრები, სტუმრებს შორის, მეორე სართულიზე მყოფმა ელისაბედმა, ფანჯრიდან თვალი მოჰკრა ალექსადნრეს, რომლის სიყვარულს გულით მალულად დაატარებდა. დავაჟკაცებულიყო ალექსანდრე, უფრო დამშვენებული და მოხდენილი გამხდარიყო, ელისაბედიც აღარ იყო ისეთი პატარა, წლების მატებასთან ერთად, სილამაზე და ქალურობა დასტყობოდა, ცოტა ხანს კიდევ იდგა და შემდეგ ღრმად ამოისუნთა, თვალებიდან სიხარულის ცრემლები მოიწმინდა და დაბლა ჩაირბინა. ჩაილაპარაკა ნეტავ თუ მიცნობსო. ალექსანდრემ როგორც კი დაინახა მათკენ მიმავალი ელისაბედი მის შესახვერდად წავიდა, თამამად გადაკოცნა, თან ხელი ჩამოართვა. -როგორ ხარ გვირილების დედოფალო? -მე ელისაბედი ვარ, არანაირი გვირილების დედოფალი. -მე ხომ დაგარქვი შენ გვირილების დედოფალი? -დიახ! ეგრე მიწოდე, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. -ვატყობ ძალიან ნაწყენი ხარ ჩემზე ელისაბედ, დროებით ქვეყნიდან გასვლა მომიწია და ვერ მოვახერხე, რომ მენახე, ბოდიშს გიხდი, აი სულ რაღაც ერთი კვირის ჩამოსული ვარ და აი აქ ვარ. ისევ კაკლის ხის ძირში გაშალეს სუფრა, ალექსანდრე ცდილობდა ელისაბედთან გაეტარებინა მეტი დრო, სხვებისგან შეუნჩნევლად. -ელისაბედ იმ დღის შემდეგ, რაც გნახე თან დამყვება შენი ხატება თვალწინ, შენზე ფიქრით ვარ შეპყრობილი, ოცნებებში გხატავდი, აი ასეთი იქნება ახლა გვირილების დედოფალითქო, ზუსტად ისეთი ხარ, როგორსაც მე ვფიქრობდი, უფრო მეტად ლამაზი და მომხიბვლელი. ალბათ შენი გული დაიპყრო ვინმემ. -არა! ეს ტყუილია, ჩემი გული არავის არ ეკუთვნის. მორცხვად დახარა თავი. -ხვალ ამ დროს, რომ მოვიდე შენს სახლთან შეძლებ გარეთ გამოსვლას? -დიახ შევძლებ. -ძალიან კარგი, გვირილების დედოფალო, მოდი და წავიდეთ ერთად სადმე შორს. -სად?! სად უნდა წავიდეთ? -ეგ უკვე ხვალისთვის გადავდოთ, ახლა დაგემშვიდობები, ხომ იცი არ მინდა შემამჩნიონ რომ გესაუბრებო, დედა არ გაგინაწყენდეს. -კარგი ალექსანდრე. მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს ელისაბედს, ოცნებებით სულ ალექსანდრეთან იყო, ფიქრობდა რა მოხდებოდა შეხვედრის დროს, ან სად უნდა წასულიყვნენენ, ყველაფერზე თანახმა იყო, ოღონდ კიდევ ერთხელ ენახა, კიდევ შევლო თავალი მისი პრინცისთვიც. 3#შემოდგომის საამო სურნელი იყო სოფლად, ადამიანები შრომობდნენ ჭირნახულს აბინავებდნენ. დილიდანვე თებრომემ საწოლში მყოფ შვილებს დაადგა თავზე. -რა დროს ძილი არის? გათენდა უკვე, აშენდა ქვეყანა, თქვენ კიდევ წევხართ თქვენ ზარმაცებო! ელისაბედი დედის ხმაზე ნახევრად მძინარე, თვალებს იფშვნეტდა, მის ძმები ისევ ძილს აგრძელებედნენ, დედამ უცებ სათითაოდ წყალი დაასხა ლოგინში მყოფთ, მყისიერად წამოხტნენ საწოლიდან ყვირილით. -რას შვები დედა, რა "აფთარივით" დამადეგი თავზე ამ დილა ადრიანად, მაცადე ძილი! -დროზე ადექით ჩაიცვით ქარმა ტყემალი ჩამოყარა, რაც დარჩა ხეზე უნდა დავბერტყოთ და მოვხარშოთ, ზამთარში ხომ გინდათ რომ ჭამოთ, თუ ახლა არ შევინახე, წადით მერე და როგორც ილარიონის ოჯახი მათხოვრობს მთელი ზამთარი, ერთი ლუკმა მაჭამეთ, ისე იმათხოვრეთ თქვენც, დროზე ადექით! მეორედ არ გამამეორებინოთ! რა გაეწყობოდა დედას ვერ ეურჩებოდნენ, მოწესრიგდნენ, სადილი მიირთვეს, და დედის დავალების შესრულება, ტყემლის მოგროვება დაიწყეს. ელისაბედი ეხმარებოდა დედას, თან გულში გეგემებს აწყობდა, როგორ გაპარვოდა დედას ღამით სახლიდან, მიზეზი რა მოეფიქრებინა. -ვეტყვი რომ მეგისთან გადავალ, მაგრამ რომ მკითხავს ასე გვიან საღამოს რა გინდა მეგისთანო? რა ვუპასუხო? არა, არ დამიჯერებს და არც გამიშვებს, ღმერთო ჩემო რა მოვიფიქრო? რომ არაფერი ვუთხრა და ისე წავიდე? ხომ ასე აჯობებს, არა, არა, დედას რას გამოაპრებ, მაშვინვე მიხვდება სახლში რომ არ ვიქნები და დამედევნება. უცებ, თავში რაღაც იდეა მოუვიდა, გაიღიმა. -ეს საუკეთესო გამოსავალია. ჩუმად სთქვა. დედამ შეამჩნია შვილი ფიქრებში რომ იყო გართული, რამდენჯერმე დაუძახა კიდევაც, ელისაბე! ელისაბედ! მან ხმა არ გასცა, მივიდა და ხელით შეარყია. -რა გეტაკა გოგო შენ?! რა ჯანდაბამ გაგაშტერა ასე?! -არაფერი, დედა არაფერი. ელისაბედმა დაიხარა და განაგრძო ტყემლის აკრეფვა მიწიდან. როგორც იქნა მორჩნენ მუშაობას და წაიღეს სახლში ტყემალი, ძმებმა თავისი სამუშაო შეასრულეს და ქუჩაში წავიდნენ, ელისაბედი დედას ეხმარებოდა, დროც გავიდა, საღამო ნელ- ნელა ახლოვდებოდა, ელისაბედი კიბის საფეხურზე იჯდა, დედა სახლში უკვე გამზადებულ ტყემალს ბოთლებში ათავსებდა, ჭიშკართან მანქანამ ჩაიარა, მაშვინვე გაიხედა გზისკენ, მაგრამ ის არ იყო, ვისაც მთელი გულით ელოდა. -იქნებ არც კი მოვიდეს? იქნებ ვერ მოვიდეს? იქნებ მომატყვილა? აინტერესებდა რას ვეტყოდი, არა, ალექსანდრე ასეთი ბიჭი არ არის, რომ მომატყვილებს, ის უთუოდ მოვა ჩემთან. დაღამდა. ცაზე უზარმაზარი მთვარე ამოგორდა, ვარსკვლავებიც აციმციმდნენ, ოდნავ ნიავი ჰქროდა, დრო ისე გავიდა, დედას რომ არ დაეძახა: სახლში შემოდი გოგო დაღამდაო. ვერ მიხვდებოდა. ვახშამისთვის ოჯახის წევრები მიუსხდნენ სუფრას და გემრიელად შეექცეოდნენ, შემდეგ მამამ, როგორც ყოველთვის ძილის წინ ელისაბედს შუბლზე აკოცა, ლამაზი სიზმრები უსურვა. ელისაბედი წავიდა თავის ოთახში, დაელოდა ყველას დაძინებას, საწოლში ისე დაალაგა ბალიშები, რომ მნახველს ეგონებოდა, თითქოს ლოგინში ადამიანი წევსო, მერე ჩუმათ კარი გააღო და სახლიდან გაიპარა. ეზოში როგორც გავიდა მაშვინვე შეამჩნია ძაღლმა და დაედევნა, გვერდიდან არ მოსცილდა, თითქოს გაფრთხილებული იყო არ დაეტოვებინა გოგონა მარტოდ. ელისაბედმა ცოტაც გაიარა და ეზოს დასასრულს, ალექსანდე დახვდა. გულ ანთებული ალექსანდრე შეეგება მის გვირილების დედოფალს, სახე უღიმოდა, ელისაბედნი მივიდა მასთან, მორცხვი ბავშვივით დადგა მის წინ, მთვარე იყო მხოლოდ მათი ამბის მომსწრე, მას შეეძლო მხოლოდ დამტკბარიყო სიყვარულით სავსე ახალგაზრდების ცქერით. -ელისაბედ ჩემო დედოფალო, ხომ წამომყვები? -ხმა არ გასცა. კითხვა ისევ გაუმეორა ალექსანდრემ. -ელისაბედ ჩემო, ხომ გინდა გახდე ჩემი ცოლი? დახრილი თავი ოდნავ მაღლა ასწია ელისაბედმა და ჩუმათ უპასუხა. -კი მინდა. ალექსანდრემ ხელი მოხვია წელზე, ჰაერში აიტაცა ელისაბედი და რამდენჯერმე დარტიალდა, გულზე ჰყავდა მიხუტებული ელისებადი, ელისაბედმა ხელები კისერზე შემოხვია, ისე ჩაეკრა თითქოს შიში ჰქონდა ვინმეს არ დაეშორებინა მისთვის. შემდგ მანქანაში ჩასხდნენ და სოფელს გაეცალნენ. 4#იმ ღამით არავის გაუგია ელისაბედის სახლიდან გასვლა, დილით ადგომა რომ დააგვიანა, დედა შევიდა მის საძინებელში ჯერ კარიდან ეძახდა: -"ადექი გოგო გათენდა, რა დროს ძილი არისო"მაგრამ ხმა, რომ არ გასცა, საწოლთან მივიდა, საბანი გადასწია, საწოლში ელისაბედნის ნაცვლად ბალიშები რომ დახვდა, მაშვინვე გაიქცა მეგისთან სახლში, ეჭვად ჰქონდა, რომ ელისაბედი მას მოუყვებოდა ყველაფერს, მაგრამ მეგიმ არ გასცა მისი მეგობარი, მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი იცოდა, ისიც იცოდა სად იყვნენ ალექსანდრე და ელისაბედი. ელისაბედის მშობლებმა, ბოლოს როგოც იქნა მეზობლის დახმარებით გაიგეს ყველაფერი. დაუნახავ მეზობელს თუ როგორ ჩამჯდარა მანქანაში ელისაბედი იმ ბიჭთან ერთად რამდენიემ დღის წინ, რომ სტუმრებია ვლდიმერის ოჯახში, მაშვინვე მიხვდა ვლადიმერი და თებროლე ვის გულისხმობდა მეზობლის კაცი. წავიდნენ ალექსანდრეს მშობლებთან, იქ მისულებს არ დახვდათ სახლში, ახლად დაქორწინებულები, ალექსანდრეს მშობლებმა სიხარულით მიიღეს ახალი ნათესავები, დედა ცოტა შეუძლოდ იყო, რადგან ახალი ნაავადმყოფარი იყო და უჭირდა სიარული, გაცეცხლდა თებროლე, დაიწყო ყვირილი, შვილი დამიბრუნეთო, ვლადიმერი ცოლს სთხოვდა დამშიდებულიყო, მაგრამ ვერ აწყნარებდა, იმუქრებოდა, მაინც არ გავაჩერებ აქ მთელი ქვეყნიერება რომ დაიქცესო, ალექსანდრეს დედა, სთხოვდა თებროლეს: -ნუ შეუშლით ბავშვების სიყვარულს ხელს, მათ ერთმანეთი ძალიან უყვართ, ნუ აურევთ თქვენს შვილს ცხოვრებას, ცოდვაა დაფიქრდით. - ცხოვრება აქ ექნება არეული, ელისბედი ჯერ, არ არის მზად ოჯახისთვის, რა დროს მისი გათხოვებაა, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებ ამას. გაავებულ თებროლეს ვერავინ უბედავდა ხმის გაცემას, კიდევ უფრო არ გავაღიზიანოთო. .ბოლოს მეუღლებ უთხრა: -უკვე აზრი არ აქვს ჩხუბს და კამათს, ნურც ახალ მოყვრებთან გავიფუჭებთ ურთერთობას, ხომ იცი დაიმახსოვრებენ და ცუდია სულ გაახსენდებათ შენი გამოხტომები, თავის დროზე უნდა მიგექცია ბავშვისთვის ყურადღება და ასე არ დაგვემართებოდა, ისიც კი არ იცოდი შეყვარებული თუ ყავდა შვილს, მარტო გაზრდა არ უნდა შვილს თებროლე, აღზრდა ჭირდება მას, როგორც დედა და მეგობარი რომ დადგომოდი გვერდით გეტყოდა, მაგრამ შენ ყველაფრს უკრძალავდი მას, სულ საყვედურობდი და აი შედეგიც, არ გითხრა, შეეშინდა შენი, ახლა კი გაჩერდი! -ჩემი ხელით წამოვიყვან იქედან, ეს დაიხსომე რა დროც არ უნდა იყოს, მე მას იქ არ დავტოვებს! ახლად დაქორწინებულები სიყვარულით შესცქეროდნენ ერთმანეთს, ხარობდნენ ერთმანეთით, თვალები ბედნიერებისგან უბრწყინავდათ, ალექსადრეს მშობლებმა სიყვარულით მიიღეს ელისაბედი სახლში, არ იშურებდნენ მისთვის სითბოს და ყურადღებას, რამდენიმე დღეში ოდნავ დამშივდებული თებროლე მივიდ შვილის სანახავად, მოითხოვა რომ სახლში წაყოლიდა, ელისაბედმა წინააღმდეგობა გაუწია დედას და ქმართან დარჩა. დრო გავიდა, ახალი წელი დადგა, ნათესავები ეპატიჟებოდნენ ახალ დაქოწრიენბულებს მათთან, თებროლემ შეუთვალა შვილს ახლა წელს მასთან ერთად შეხვედროდა, ელისაბედი წავიდა მშობლებთან, გზად მისი ბიძა ცხოვრობდა და მან დაპატიჟა, გამოიარეთ ჩვენთან ცოტა ხნითო, ალექსანდრეც დასთანხმდა, ეს ამბავი უმალ გაიგო თებროლემ და განრისხხდა. - ჯერ აქ მოსულიყვნენ, მერე სადაც უნდოდათ იქ წასულიყვნენო. წადი და მოიყვანე სახლში დროზეო. უთხრა მეუღლეს. ვლადიმერი დაჰყვა ცოლის სიტყვებს და წავიდა მათთან, ცოტა ხანში ყველა ერთად დაბრუნდა სახლში. დაღამდა, თოვდა, ბუნება ღამის წყვდიადში ნელ- ნელა იცვავდა თეთრ სამოსს და ისე ეგებებოდა ახალი წლის მოსვლას, თორმეტს წუთები აკლდა როცა ყველანი მიუსხდნენ მაგიდას, თებროლემ ალექსანდრეს უთხრაა: -შენ ჩვენი ოჯახის წევრი არ ხარ, სტუმრად როცა მიგიღე გოგო მომტაცე, ამიტომ შენ არ ხარ ღირსი ჩემს ოჯახში, ჩემს გაშლილ სუფრასთან იჯდე, ადექი და გარეთ გადი! სახეზე ფერი ეცვალა ალექსანდრეს არ იოცდა რა ეთქვა, ელისაბედმა დაიძახა. -დედააა! -შენ ხმა გაიკმიდნე, შენთვისაც მოვიცლი!!! ვლადიმერი სთხოვდა ცოლს გაჩერებულიყო, ბიჭემბაც უთხრეს დედას: - გეყოს დედა უკვე ზედმეტი მოგდის! მაგრამ ალესანდრემ უსიტყვოდ დატოვა სახლი, დაედევნა ელისაბედი, დედამ თმებში სწვდა ხელით და მოაბრუნა, ატირებული, თხოვდა დედას: - ასე ნუ მომექცევი დედა! მე მიყვარს ალესანდრე, მოვკვდები მის გარეშე. -მოკვდი! შენ მასთან ვერასოდეს წახვალ! იმ საღამოს ალესქანდრე ელისაბედის ბიძასთან დარჩა, ელისაბედი დედამ სცემა მთელი ღამე ტირილში გაატარა, დილით ჯერ კიდევ გათენებული არ იყო, ალექსანდრე მივიდა ელისაბედის წასაყვანად ბიძასთან ერთად, მაგრამ თებროლემ არ გაატანა, არ მისცა უფლება ელისაბედს ქმართან წასულიყო. იმ დღის შემდეგ რამდენჯერმე მივიდა ალესანდრეს მშობლები მაგრა ამაოდ, ბოლოს ცულს წვდა ხელით და გაეკიდა ალექსანდრეს მშობლებ, თუ თავს არ დაგვანებებთ ყველას დაგხოცავთო. ამის შემდეგ არ უცდიათ ისევ მისვლა და ელისაბედის წაყვანა. მალე გაირკვა რომ ელისაბედი ფეხმძიმედ იყო, ის კი ამას დედას უმალავდა, ეშინოდა ბავშვი არ მოეცილებინა მისთვის, ერთადერთი რამ იყო რაც აკავშირებდა ალექსანდრეს, ფიქრობდა: იქნებ ამით მაინც დამრთოს ნება რომ ჩემს ქმართან წავიდეო. ეკითხებოდა თებროლე ფეხმძიმედ ხომ არ ხარო და ის უარყოფდა, მანამ სანამ ოდნავ მუცელი არ დაეტყო, ამან კიდევ განარისხა თებროლე, სცემა ფეხმძიმე ელისაბედი, მოძებნა ექიმი რომელიც სახლში მალულად აცილებდა დედას ნაყოფს. ექიმმა რამდენიმე თვის ნაყოფი მოაცილა ელისაბედს. ტიროდა ელისაბედი, არავს არ აინტერესებდა რას გრძნობდა, რას განიცდიდა, სახეს იხოკავდა, სიკვდილს ნატრობდა, მაგრამ გამოსავალი არსაიდან არ სჩანდა. რამდენიმე თვეში ალექსანდრე ჯარში წავიდა, იქედან წერილებს უგზავნიდა ელისაბედს, თებროლე მის თვაწინ ხევდა წერილებს, რომელშიც ბევრი დარდი, ტკივილი და სიყვარული იყო ჩატეული. 5#გაზაფხულდა, ბუნება, ნელ -ნელა იღვიძებს, იფერთხავს ზამთრის საბურავს, კვირტები სკდებიან და ფერად- ფერადი ყვაილებით იფარება ირგვლივ ყველაფერი, მზე უფრო მედიდურად ანათებს, იები თავ აწევით ესალმებიან ყოჩივარდებს, მდინარე ჩქარი სვლისთ მიედინება, მთებში გამდნარი თოვილის გამო ადიდებულა და წყლის შხეფებს ესვრის ნაპირზე ამოსულ პატარა ყვავილებს, თითქო ეპრანჭება ნახე რა მაგარი ვარო, ყვავილების დაიფერთხავენ წყლის შხეფებს, გახედავენ მდინარეს, შენ მე როგორ მჯობნიხარ ნახე რა ლამაზი ვარო. თებროლეს ქალაქიდა ნათესავი ესტუმრა, "სამაჭანკლოდ"ისე რომ ამის შესახებ ელისაბედმა არფერი იცოდა, ქალაქელი საქმრო შაერჩიეს, თებროლემ შვილის დაუკითხავად მისცა თანხმობა "მაჭანკალს" და რამდენიმე დღეში სტუმრად დაპატიჟა. ბევრი ეხვერწა ელისაბედმა დედას არ გაეთხოვებინა, მარგამ ერთ კვირაში იძულებით გაათხოვეს. იგორიმ ყველაფერი იცოდა ელისაბედის შესახებ, ცდილობდა შეემსუბუქებინა ის ტკივილი და დარდი მეუღლისთვის, არ აკლებდა მზრუნვებას, მაგრამ ელისაბედი ისევ ალექსანდრეზე ფიქრობდა, დაკარგულ სიყვარულზე. დადგა დრო და ბავშვი გააჩინა ბიჭი მთელი ყურადღება ბავშვებზე ქონდა გადატანილი, თებროლე არც ახლა იყო კმაყოფილი. ერთ დღესაც იგორი 4 -წლის გოგონათი დაბრუნდა სახლში - ეს ჩემი შვილია დედამ მიატოვა და წასასვლელი არსად აქვს. თებროლემ ემოციის გარეშე მიიღო ოჯახის ახალი წევრი. თებროლე ხანდახან იგორზე საყვედურს იტყოდა. - ეს ხომ შენი შერჩეული სიძე არის, რა დაგიშავა, სულ რომ საყვედურობ, ალექსანდრე არ მოგწონდა გავიგე, ის ჩემი სიყვარული არის და ეს, ეს ხომ შენ შეარჩიე? - მეტი პატივსიცემით უნდა მექცეოდეს, უყურადღებოა, აი რა არ მომწონს, შენი ქმარია და იცოდეს რომ შენს დედას უფრო პატივისცემით მოექცეს. - დამანებე თავი, რაც გამამწარე, რაც წამართი გეყოს, დამტოვე ჩემს გაუკუღმართებულ ცხოვრებასთან, ძალიან გთხოვ, ახლა მაინც ნუ ამირევ ოჯახს. დედამ ხელი აუქნია ელისაბედს და გაეცალა. დრო გავიდა, კიდევ გაუჩნდა შვილი, გოგონა, უკვე სამი შვილის დედა არის ელისაბედი, საკუთარი თავასითვის აღარ აქვს დრო, ფიქრითაც მხოლოდ შვილებზე ფიქრობს, ზოგჯერ მარტო რომ დარჩებოდა მის თავთან, გაახსენდება ალექსანდრე და ტირილს იწყებს. თილისმასავით ინხავს გვირილების გვირგვინს, და სევდა რომ მოაწვება მას დახედავს, ერთხელ მეგიმ დაურეკა მოიკითხა, უთხრა რომ ალექსანდრე დაოჯახებულა. ჯარიდან დაბრუნებული ძალიან განაწყენებულა ელისაბედზე და შემთხვევით გაცნობილ გოგონაზე დაქორწინებულა. ცხოვრება გაჭირდა, რთული გახდა სამი შვილს რჩენა, ამიტომ მეუღეს დაელაპარაკა და საზღავრგარეთ გადაწყვიტა წასვლა, ელისაბედმა. ბავშვები უკვე დიდიბი არია, იგორს არ სურს მეუღლე სახლიდან გაუშვას, ეუბნება სახლში მირჩევნია იყო და ის ვიკმაროთ რაც გავქვსო, ვიდრე შენ წახვიდე და იმუშავო, მაგრამ ელისაბედს უკვე გადაწყვეტილი აქვს წასვლა და მეუღლემ ვერაფერი გააწყო მასთან, დაემშვიდობა ელისაბედი ოჯახს და წავიდა ევროპაში სამუშაოდ, იქ მეგობარი დახვდა, ბევრი რთული დღეების გადაიტანა მოუწია უცხო ქვეყანაში, მუხლ ჩაუხრალად ემსახურება უცხო ოჯახს, სამივე შვილი სიყვარულით დაოჯახდა. ბედნიერი არის ელისაბედი შვილების ბედნიერებით. ერთ დღესაც ფილტვების ანთება დაემართა და საავადმყოფოში მოხვდა საქართველოდან ტელეფონზე ურეკავენ და ატყობინებენ რომ მეუღლე გარდაეცვალა. ძალიან ეტკინა გული, ბევრი იტირა, მისგან მხოლოდ კარგი ახსოვდა, წასვლა ვერ შეძლო, შორიდან დაიტირა მეუღლე. რაც საჭირო იყო შვილებს გაუგზავნა და დიდი პატივით დაკრძალეს იგორი შვილებმა. ცხოვბრება გრძელდება, ელისაბედი მის ნაშრომ ნაწვალებს შვილებს უგზავნის, უკვე შვილიშვილებიც ეყოლა, პატარებს ცივი ეკრანიდა ეფერება ბებო, ყოველი საუბრის დასასრული ტირილით მთავრდება, ბევრჯერ უფიქრია წავალ შვილებით და შვილიშვილებით დავტკბები, უკვე დრო არიოსო, მაგრამ რაც მეტის შრომობს, ოჯახს მეტი სჭირდებოდა, ყოველ თვე ამანათებს უგზავნის შვილებს, შვილიშვილებს ტკბილეულს, ამით ხარობს და ბედნიერია. კვირაში ერთი დღე აქვს დასვენება, ამ დღეს მეგობრებიც უნდა ნახოს, შვილებისთვის ამანათიც უნდა გააგზავნოს, საკუთარი თავისთვის ნაკლებად რჩება დრო. დილით მოხუცს მოხედა, მოწესრიგდა, ამანათი ხელში დაიკავა და წავიდა, მასავით ბევრი ქართველი არის იმ დღეს გარეთ გასული, იშვიათად თუ დაიანახავ ბედნიერი სახის ადამიანს, ყველას სევდა და ტკივილი აღებეჭდება სახეზე, არავის არ აქვს სურვილი იყოს უცხო მიწაზე, მაგრმა სხვა გამოასავალი არსაიდან სჩანს, ოჯახები რომ არჩინონ, უკვე იქ საქართველოშიც მიეჩვივნენს გზავნილებს, დედის ან ცოლის კმაყოფაზე ცხოვრებას, მაშინ უფრო ახსენდებათ სახლიდან წასულები, როცა თვის ბოლო ახლოვდება და ფულს ან ამანათს ელოდებიან, ნაკლებად ინტერესდებიან რა სტკივათ, რა აწუხებთ. როგორც იქნა მივიდა იმ ოფისში საიდანაც ფულს და ამანათს აგზავნის ელისაბედი სახლში, მეგობარი ქალი ნახა და მას დაუწყო საუბარი, ვიღაც ეძახის უკნიდან. -შენ ელისაბედი არ ხარ? შეტრიალდა დაინახა ხნიერი ქალი, პირველად გაუჭირდა ცნობა, შემდეგ, ინცო, ალექსანდრეს მამიდა, ისიც გაჭირვებამ ემიგრანტი გახადა, გადაეხვივნენ ერთმანეთს, მოიკითხეს ისაუბრეს, ტელეფონის ნომერი სთხოვა ალექსანდრეს მამაიდამ ელისაბედს, მანაც მისცა, დაემშვიდობეს ერთმანეთს. ამ ამბიდან რამდენიმე დღეში ელისაბედის ტელეფონზე საქართველოდან უცხო ზარი შემოვიდა.რა არ გაიფიქრა სანამ ტელეფონს უპასუხებდა ელისაბედი, მხოლოდ ცუდი, არაფერი კარგი. 6#-ალო, რომელი ხარ? -გამარჯობა ელისაბედ! ელისაბედს ხმა წაერთვა, ვერ პასუხობს, იქვე სავარძელში ჩაჯდა, ტელეფონი ყურთან მიდებული აქვს, ცრემლები თავისით წამოვიდა თვალებიდან. ტელეფონიდან ისევ ისმის ხმა. -ელისაბედ აქ ხარ? -ალექსანდრეეე! -ჰო, მე ვარ ელისაბედ, ამდენი წლის შემდეგ, როგორ ხარ? -ისე ვარ როგორც დავიმსახურე ალექსანდრე, ზუსტად ისე. -შენ როგორ ხარ? -მეც ეგრე ჩემო გვირილების დედოფალო, ისე როგორც დავიმსახურე, ცხოვრება დაუნდობელია და ჩვენც გაგვრია მისი ხელი, აბა ისე როგორ იქნებოდა. მამიდამ მომცა შენი ნომერი, თურმე ემიგრანტი გამხდარხარ, როგორც დანარჩენი უმეტესობა დღევანდელ ცხოვრებაში. -კი ასე არის, უკვე ცხრა წელია შვილები არ მინახავს, ასე ტელეფონით, ინტერნეტით ვსაუბრობ და გამყავს ეს უფერული დღეები. შენ სად ხარ როგორ ხარ? -ეხ ჩემო დედოფალო, შვილი დავკარგე შვილი, 19 წლის შვილი მიწევს მიწაში და აბა როგორ უნდა ვიყო, ჯერ შენი თავი წამართვეს, ეს არ მაკმარეს და ახლა შვილი წამართვა სიკვდილმა, მეუღლე საწოლს მიეჯაჭვა ნერვიულობიდან. რაღაა ჩემი ცხოვრება, უსიყვარულოდ გავლიე, მონატრებაში, აქეთ არ ჩამოდიხარ? -ალბათ ერთი წელი მინდა კიდევ საბუთს ველოდები და ჩამოვალ. კიდევ დიდიხანს ისაუბრეს, ორივეს უჭირს ტელეფონის გათიშვა, ყველაფერი რაც გადაიტანეს, უნდთ რომ ერთმანეთს მოუყვნენ, მაგრმა ელისაბედს ვინ დააცადა, მოხუცი ეძახის, ამიტომ დაემშვიდობა ალესანდრეს და ტელეფონი გათიშა. ამ საუბრის შემდეგ თითქმის ყოველ დღე საუბრობენ, იხსენებენე წარსულს, თუ როგორ უყვარდათ ერთმანეთი, რომ არა თებროლე, ელისაბედის დედა, მათ ვერაფერი ვერ დააშორებდა, მათში თითქოს მიძინებულმა სიყვარულმა გაიღვიძა და უფრო გამძაფრდა, ადრინდებულზე მტად უნდათ ერთად რომ იყვნენ, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი არის. ალექსანდრემ ოჯახის დატოვება განიზრახა ოღონდ ელისაბედთან იყოს, მაგრამ ელისაბედმა იუარა. -შენ ცოლი გყავს მას უფრო ჭირდები ვიდრე მე ახლა. ამიტომ ისიც ვიკმაროთ რაც დღეს გავქვს და სხვა დავივიწყოთ. ამ სიტყვებით იცილებს თავიდან ალექსანდრეს ელისაბედი. ელისაბედმა დედას მოუყვა ალექსანდრეს გამოჩენა, თებროლე ბოდიშს უხდის შვილს და პატიებას სთხოვს, მის ცხოვრებაში რომც ცუდად ჩაერია. - მეგონა შენთვის იმ დროს ისე უფრო სჯობდა და ამიტომ მოვიქეცი ეგრე, აწი სინანული გვიანია, მაპატიე ყოველი დაღვირილი ცრემლი და ყოველი გატანჯული დღეები ჩემო შვილო. -არ ინერვიულო დედა, ალბათ ცხოვრებამ ასე მარგუნა, ვინც ძალიან მიყვარს მათგან შორს იყავიო და მეც ასე ვარ მთელი ცხოვრება, შენ არაფერ შუაში ხარ. ერთი წელი გავიდა, ელისაბედმა საბუთი გააკეთა და უკვე 10 წლის უნახავ სამშობლოში გაემგზავრა, გადაწყვიტა ავტობუსით წასვლა, ალექსანდრე დაჰპირდა საზღვართან დაგელოდებიო, რამდენიმე დღეში უკვე ელისაბედი თურქეთ- საქართველოს საზღავრზე არის. ჭაღარა ალექსანდრე ელის ელისაბედს, გვირილებით ხელში, დაავიწყდა უკვე ასაკი რომ მოჰმატებია და ისევ ისეთ ახალგაზრდულად გრძნობს თავს როგორც პირვალად შეხვედრის დროს, ოცდაექვსი წლის შემდეგ ისევ შეხვდა ელისაბედი და ალექსანდრე ერთმანეთს. პირისპირ დგანან და ვერ ეკარებიან ერთმანეთს, ოდნავ წვიმს, გაზაფხულის პირველი თვე არის, უჭირთ ნაბიჯის გადადგმა, ალექსანდრემ როგორც იქნა მივიდა ელისაბედთან, ხელი მოჰხვია, გულში ჩაიკრა და ბევრი იტირა, უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის, უსიტყვოდ გრძნობენ რას განიცდიან მათი გულები, რომ არა კოკისპირული წვიმა კიდევ დიდიხანს იქნებოდნე ჩახუტებულები, ალქესანდრემ თავის მანქანაში ჩაისვა ელისებედი და თებროლეს, მოხუცი დედის სანახავად წავიდნენ. თებროლემ ალესანდრს ბოდიში მოუხადა იმ შეცდომებისთვის და პაიტიება სთხოვა, რომ შემეძლოს ცხოვრების შეცვლა სულ სხვანაირად წავმართავდი ცხოვრებასო, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერს შეცვლიო. ელისაბედმა რამდენიმე თვე მოიცადა საქართველოში და ისევ ემიგრანტულ ცხოვრებას დაუბრუნდა, ალექსანდრეს ინტერნეთით ესაუბრება, ისევ იმ ბავშვური სიყვარულით, ისევ იმ განცდებით, მაგრამ ელისაბედი თავს არ აძლევს უფლებას ალესანდრეს დაუკავშიროს ცხოვრება, ის უკვე შეგუებული არის მის ბედს და იმითაც კმაყოფილი არის, რომ საუბრობენ, შორიდან უცქერიან ერთმანეთს. კიდევ ათი წელი გავიდა. დილით საწოლში გარდაცვლილი იპოვა ალესანდრემ მეუღლე, წავიდა იქ სადაც მისი ერთადერთი შვილი ელოდა, ალქსანდრეს კი შვილიშვილი დარჩა ნაადრვად დაქორწინებული შვილისგან, რომელიც ძალიან ჰგავს მამას, ერთი წელი იგლოვა მეუღლე ალექსანდრემ, შემდეგ შვილიშვილი დაისვა და ესაუბრა, უთხრა რომ აქ არაფერი დამრჩენია მე უნდა წავიდეო, იქ სადაც ჩემი სიყვარული მელოდებაო, ჯერ გაუკვირდა შვილიშვილს, ბაბუას რა სიყვარული მოუნდა ამ სიბერეშიო, მაგრამ როცა ყველაფერი გაიგო, ეხმარება ბაბუას, რომ წავიდეს მის გვირილების დედოფალთან. ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად ალესქანდრე მაინც ჩავიდა ელისაბედთა, მანდ რომ ჩამოვალ ქუჩაში ხომ არ დამოტოვებ უპატრონოდო, რა გაეწყობოდა ელისაბედმა უცხო ქვეყანაში, სახლი დაიქირავა და დაელოდა მის პრინცს, აეროპორტში დახვდა და სახლში წაიყვანა, იქ ყველასგან შორს, ვერავინ ეცდება მათ დაშორებას, თმაში ჭაღარა ხანში შესულ ორ უზომოდ შეყვარებულ, გვირილების დედოფალს და პრინცს.

0
239
შეფასება არ არის
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
239
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0