x
რას ამბობს თქვენი თვალის ფერი თქვენს ხასიათზე
image


როგორც ცნობილია, ადამიანის თვალის მიხედვით მისი მთელი ისტორიის გაგება შეიძლება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ თვალის ფერის მიხედვით მეტ-ნაკლებად ზუსტადაა შესაძლებელი ადამიანის ხასიათის გამოცნობა.


შავი თვალები


ასეთი ფერის თვალების მქონე ადამიანები გამოირჩევიან ვნებიანობით, საოცარი უნარი აქვთ პარტნიორის მიმართ გრძნობები გამოხატონ. ხშირად გადამეტებული სიყვარულის გამოვლინება ტკივილს აყენებთ. შავი თვალის მქონე ადამიანებს ძალიან დიდი ენერგეტიკა აქვთ. ასეთ ადამიანებთან შეუძლებელია კამათი, ისინი მუდამ დაამტკიცებენ საკუთარ სიმართლეს. ისინი ხშირად ამბიციურები და ინიციატორები არიან.



ყავისფერი თვალები


ყავისფერთვალიანი ადამიანის მზერა მიმზიდველი და მომნუსხველია. ყავისფერი თვალების მქონე ადამიანები ნამდვილად ტემპერამენტიანი და ვნებიანები არიან. ბუნებაბ ეშხიანობით დაასაჩუქრა, რასაც ისინი წარმატებით იყენებენ. ამასთანავე ყავისფერთვალიანებს სხვების გაოცება მახვილგონიერებითაც შეუძლიათ. მათთან ურთიერთობა ძალიან ადვილია. ასტროლოგები თვლიან, რომ ასეთი ფერის თვალის ადამიანები უფრო "მსუბუქები" არიან, ადვილად უყვარდებათ და ადვილადვე ივიწყებენ.


თაფლისფერი თვალები

ყავისფერთვალიანებისგან განსხვავებით, თაფლისფერთვალიანი ადამიანები უფრო ჩაკეტილები არიან და დიდი საკუთარი სამყარო გააჩნიათ. ისინი გამოირჩევიან დაუცველობით და ემოციური არასტაბილურობით. ამასთანავე თაფლისფერი თვალების მქონე ადამიანებს დიდი შესაძლებობა აქვთ წარმატებას მიაღწიონ საკუთარი ინდივიდუალიზმით. ისინი იქცევიან ისე, როგორც მათ სურთ და არასდროს უსმენენ უმრავლესობის აზრს. ასეთ ადამიანებს შეგიძლიათ ენდოთ, ისინი არასდროს გიღალატებენ და არასდროს გაამჟღავნებენ თქვენს საიდუმლოებებს.


ლურჯი თვალები


ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ასეთი თვალები შეესაბამება პლანეტა ვენერას, რომელიც მათი ცხოვრების ხასიათს წარმართავს. ითვლება, რომ ლურჯთვალიანები ძალიან ემოციურები და ადვილად ფეთქებადები არიან. მათი მთავარი უარყოფითი თვისებაა- კონფლიქტებისადმი მიდრეკილება. თუ კი ვინმე მათ პირად სივრცეს დაარღვევს, ისინი ამას გულგრილად არ დატოვებენ. გამოირჩევიან მეოცნებეობით და რომანტიულობით


ნაცრისფერი თვალები


ასეთ ადამიანები გამოირჩევიან გადაწყვეტილებების მიღების უნარით. მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაჭრან ყველაზე რთული პრობლემებიც, ისე რომ არავის სთხოვონ დახმარება. როცა ჩნდება რთული სიტუაცია, მათ შეუძლიათ ყველაფერი საკუთარ თავზე აიღონ და კრიზისული პერიოდიდან გამოვიდნენ. გარდა ამისა ნაცრისფერთვალიანები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან და უნარი აქვთ, სხვასაც დააინტერესონ ყველაფერი, რაც კი მათ თვალსაწიერში მოხვდება. როგორც წესი, ასეთი ფერის თვალიანებს კარიერაში უმართლებთ.


მწვანე თვალები


ასეთ ადამიანებს შეუძლიათ უყვარდეთ და ერთგულები იყვნენ მათი, ვინც ცხოვრების მეგზურად აირჩიეს. ამასთანავე ცეცხლოვნად და ვნებიანად უყვართ. ისინი ნაზი და რომანტიულები არიან. მწვანეთვალება ადამიანები ასევე კარგი მეგობრები არიან, საიმედოები და კეთილები. მათ არ ეშინიათ შრომისმოყვარეობის და კარიერის მაღალ მწვერვალებზეც შეუძლიათ ასვლა.


ცისფერი თვალები


ცისფერთვალება ადამიანებს ხშირად "ცარიელ" ადამიანებად მიიჩნევენ, რომლებიც ვერ იტანენ ერთფეროვნებას. მართალია, სტაბილურობა მათ ხასიათში არაა, მაგრამ მათ მუდმივად სიცოცხლე სწყურიათ, სულ უნდათ ემოციების გამოვლენა. რუტინული სამუშაო, ისევე, როგორც ურთიერთობა, ყოველდღიურობის ელემენტებით, მათთვის არაა. ისინი ირჩევენ ვნებას და გრძნობებს. ასტროლოგები მათ საპირისპირო სქესისთვის ძალიან მიმზიდველად მიიჩნევენ.







ასევე ნახეთ რას ამბობს თქვენი დაბადების თვე თქვენს ინტიმურ ცხოვრებაზე


7 თვისება, რომელიც გაგამდიდრებთ


ადამიანის გონებაზე მანიპულაციის 9 ფსიქოლოგიური ხრიკი


რატომ იზიდავს ქალს დაოჯახებული მამაკაცი


5 მიზეზი, თუ რატომ ღალატობენ ქმრები ცოლებს




0
158
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0