x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
დედამიწის ზემოთ მფრინავი ქალაქი რამდენჯერმე დააფიქსირეს
image
1988 წელს მფრინავი ქალაქი ჩილეს საპატრულო თვითმფრინავის ეკიპაჟმა შეამჩნია მთიან უკაცრიელ ადგილზე გადაფრენისას.
მეგაპოლისის სიღრმეში განათების შემჩნევის შემდეგ, გაოცებულმა პილოტებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ანტოფაგასტაა, ჩრდილოეთ ჩილეს მთავარი პორტი. თუმცა, როგორ შეიძლებოდა ის აქ ყოფილიყო, ამას ვერ მიხვდნენ. მათ ქალაქის გარშემო დაიწყეს ფრენა, დაუკავშირდნენ დისპეჩერს. მან განსაზღვრა მათი ადგილსამყოფელი და უთხრათ, რომ ისინი სწორ კურსზე იდგნენ. "არვითარი ქალაქი თქვენს დაბლა არ არის."- განაცხადა დისპეჩერმა.

ერთი წუთის შემდეგ, პილოტებმა გადაწყვიტეს, რომ მათ თვალი ატყუებდათ : უცნაური ქალაქი ადგილიდან დაიძრა, სიჩქარეს მოუმატა და გაცურდა სადღაც ჩრდილო-დასავლეთისკენ. მალე მისი განათებები შეუერთდა სიბნელეს და ღრუბლებში გაქრა.

როგორც ჩანს, იგივე ქალაქი 1996 წელს დაინახა სხვა თვითმფრინავის ეკიპაჟმა. ეს მოხდა ანდამზე.image
ცოტა ხნის წინ, 2006 წელს მსგავსი ინფორმაცია გავრცელდა ამერიკულ მედიაში. ამჯერად, იდუმალი ქალაქი კერძო თვითმფრინავის ეკიპაჟმა შენიშნა, რომელიც კოლუმბიიდან პოლინეზიაში მიფრინავდა. გალაპაგოს კუნძულებზე თვითმფრინავი ღრუბლის ღრმა ფენაში შევიდა.

"მოულოდნელად, ღრუბლებში, ჩვენგან მარცხნივ, დიდი ნათება გამოჩანდა. ჩვენ საპირისპირო მხარეს გავფრინდით, მაგრამ შეხვედრის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. მან თვითმფრინავის ქვემოთ გაიარა. ეს იყო დიდი ქალაქი სავსე განათებით. ღრუბლებში დავინახეთ მოდერნისტული არქიტექტურის სახლები, ასობით განათებული ფანჯრები და სწორ ქუჩებში უამრავი ფანრები.image
"ქუჩებში მოძრაობდნენ მანქანები და საფრენი აპარატები. ქალაქი ძალიან გავდა დედამიწისეულ ქალაქს, მაგრამ ის არ იყო მიწიერი. ჩვენ ვუყურეთ მას, არა უმეტეს, ერთი წუთი. ის მოძრაობდა დაახლოებით საათში 30-35 კილომეტრი სიჩქარით. ხილვადობა იყო ცუდი, ღრუბლები გვიშლიდა მაგრამ ჩვენ გადავიღეთ რამდენიმე სურათი... "- ამბობენ პილოტები.


აშშ-ს საჰაერო ძალების სადაზვერვო სამსახურში თვითმხილველები დაკითხეს, სადაც მათ ჩამოართვეს პირობა, რომ ინციდენტის შესახებ არსად არ ისაუბრებდნენ. ამის შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ ახლა. ერთერთ პილოტს მფრინავ ქალაქთან შეხვედრის შემდეგ კოშმარები დაეწყო. გასული წლის ბოლოს ის აღმოჩნდა ფსიქოთერაპევტთან. ერთერთ ჰიპნოზის სეანსზე ყოფნისას კი გამჟღავნდა ეს საიდუმლო.



0
1509
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1509
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0