x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"არსენალის" ორმა ფეხბურთელმა შეიარაღებული ბანდიტები მოიგერია(ვიდეო)
imageინციდენტი ხუთშაბათს 25 ივლისს მოხდა ჩრდილეთ ლონდონის ერთ-ერთ მიყრუებულ ქუჩაზე.


ლონდონის "არსენალის" ვარსკვლავებმა მესუთ ოზილმა და სეად კოლაშინაცმა თითქმის ერთი მილის მანძილზე სდიეს მოტოციკლისტებს, რომლებიც ოზილისთვის Mercedes G კლასის წართმევას ცდილობდნენ.


შემთხვევა ხუთშაბათს საღამოს დაახლოებით 17 საათზე მოხდა ლონდონის ჩრდილოეთით, Childs Hill-ზე, როდესაც ბანდიტებმა ალყაში მოაქციეს ოზილის შავი ავტომობილი 4х4-ზე, ამ დროს მისი თანაგუნდელი და ბავშვობის მეგობარი სეად კოლაშინაცი გადმოხტა და შეუტია, იმის მიუხედავად, რომ თავდამსხმელები დანით იყვნენ შეიარაღებულები.

image


მეტიც, ეს დრამატული სცენარი ამით არ დასრულებულა, ოზელი და კოლაშინაცი გამოეკიდნენ ბანდიტებს და თითქმის ერთი მილის მანძილზე სდიეს.

image

ბავშვობის მეგობრებმა საბოლოოდ თურქულ რესტორანს შეაფარეს თავი გოლდერს გრინ როუდზე, სადაც მათ ყველა იცნობს(შეგახსენებთ, ოზილი გერმანიაში დაბადებული თურქია), რესტორნის თანამშრომლები უმალ მათ საშველად გამოეშურნენ, როგორც მოწმეები აცხადებენ 30 წლის ოზილი ოდნავ შეშინებული იყო.

image

ერთ-ერთი მოწმემ დაინახა, როგორც მისდევდა ოზელი დანით შეიარაღებულ მოტოციკლისტს.


პოლიციის მოსვლის შემდეგ გზები გადაიკეტა, სამართალდამცავებმა წამოიწყეს ოპერაცია მოტოციკლისტების დაკავების მიზნით.


0
241
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
241
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0