x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
"ეე, თქვენ ჯანზე თუ ხართ?ჩემი 8 წლის შვილიშვლი რატომ ზის პატრულის მანქანაში?"
image
ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია, ყოფილი რძლის, თიკა ჯამბურიას დაკავებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში რამდენიმე სტატუსს აქვეყნებს.


ხოფერია აპროსტესტებს იმ ფაქტს რომ მისი 8 წლის შვილიშვილი, ნინა, პატრულის მანქანით, თიკასთან ერთად განყოფილებაში გადაიყვანეს.


"ჩემი 8 წლის შვილიშვლი რატომ ზის პატრულის მანქანაში???????????????????????????????????????????
20 წუთის წინ მივუყვანე ბავშვი თიკას.... ეს ყველაფერი ხდება იკას სახლის სადარბაზოსთან, რომელიც გადათხრილია და სადაც თბილისი პანორამას შენობა შენდება...

ეს რა უბედურება???????????????????
ეეეეეეეეეეე............ თქვენ ჯანზე თუ ხართ?????????????
რატომ დააკავეს 8 წ;ის ნინა??????????????????????????????. ვინმემ გამაგებინეთ, რა უნდა 8 წლის ბავშვს პატრულის მანქანაში?
კვესიტაძესთან არ გაგივიდათ და თიკა ჯამბურიას გაუჩალიჩეთ?"-
წერს ხოფერია.



როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია განმარტებული, ბავშვმა სურვილი გამოთქვა დარჩენილიყო დედასთან ერთად. ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით პოლიციამ არასრულწლოვანი დატოვა დედასთან.


ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე მომღერალი თიკა ჯამბურია დააკავა.

შსს ინფორმაციით, უწყება დაკავებულებს პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

"საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოძრაობის წესების დარღვევისთვის დააჯარიმა მოქალაქე, რომლის ავტომობილში მყოფმა მისი ოჯახის წევრმა ორმა ქალმა წინააღმდეგობა გაუწია საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში.

ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათ, რის გამოც მოხდა მათი დაკავება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით (პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა) დააკავა 1960 წელს დაბადებული ფ.ჯ. და 1991 წელს დაბადებული თ.ჯ.

რაც შეეხება დაკავებულების თანმხლებ არასრულწლოვანს, მან სურვილი გამოთქვა დარჩენილიყო დედასთან ერთად. ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით პოლიციამ არასრულწლოვანი დატოვა დედასთან.

ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორივე მოქალაქე ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებული არიან", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



0
232
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0