სხვა ჯოჯოხეთის რუკა-ხელოვანთა და მეცნიერთა მრავალსაუკუნოვანი ინტერესის სფერო 2019, 25 ივლისი, 19:50 ჯერ კიდევ რენესანსის ეპოქაში გენიოსი მწერლის-დანტე ალიგიერის შედევრი „ღვთაებრივი კომედია“ უამრავი ადამიანისთვის ინსპირაციის წყარო გახდა. მართლაც, მისი მისტიკური ხასიათი იმდენად იდუმალი და მიმზიდველი აღმოჩნდა, რომ უამრავი ხელოვანის ყურადღება მიიპყრო და გააჩინა სურვილი, რუკაზე გადაეტანათ ჯოჯოხეთი, მისი დეტალები, თავისებურებანი და სტრუქტურა.
ეს ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევა პირველად მათემატიკოსმა ანტონიო მანეტმა მიიღო და გამოთვლების საფუძველზე განაცხადა, რომ ჯოჯოხეთის პირველი გარსის სიგანე, სადაც მეომრები და მწერლები ხვდებიან, 141 კილომეტრი იყო.
-ანტონიო მანეტის გამოთვლები და ილუსტრაციები. 1529 წელი. მანეტის კვლევებმა მეცნიერებსა და ხელოვანებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ნელ-ნელა დაიწყო დისკუსიები და გაჩნდა კითხვები: "სად არის ჯოჯოხეთის შესასვლელი?", "რამხელაა მისი ფართობი?", "როგორია ჯოჯოხეთის სტრუქტურა?". სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით აღორძინების ხანის გენიოსმა მხატვარმა სანდრო ბოტიჩელიმ ძალიან საინტერესო ნამუშევარი შექმნა და 1480-90 წლებში გაჩნდა "ღვთაებრივი კომედიის" ერთ-ერთი შთამბეჭდავი ილუსტრაცია. როგორც მეცნიერები ამბობენ, ბოტიჩელიმ დანტესა და ვირგილიუსის გზა ყველაზე უფრო ზუსტად აღწერა. გთავაზობთ სხვა ხელოვანებისა და მეცნიერების მიერ შექმნილ რუკებს: -ალდო მანუციო. 1490-1500 -ჯოვანი სტრადანო. 1587წ. -ჯაკ კალო. 1612წ. -მიქელანჯელო კაეტანი. 1855წ. -დენიელ ჰილდი. 1994წ. -ლინდსეი მაკკალოჰი. 2000წ. თუმცა, მიუხედავად უამრავი ილუსტრაციისა თუ ვერსიისა, "ღვთაებრივი კომედიის" იდუმალებანი ადამიანებისთვის კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ და საინტერესო თემად რჩება. ვინაიდან "ის, რის ამოხსნასაც ადამიანები ბოლომდე ვერ ახერხებენ, ყოველთვის იწვევს საზოგადოების აღფრთოვანებას." 246 2-ს მოსწონს
|