x
image
მაია 24
"როცა ღმერთებს ჩვენი დასჯა სურთ, ლოცვებზე გვპასუხობენ" - ციტატების მეფის, ოსკარ უაილდის საუკეთესო ფრაზები

image

გენიალური აფორიზმების ავტორი ოსკარ უაილდი ერთ-ერთი ყველაზე "ციტირებადი" კლასიკოსია, რადგან ბასრი ენისა და საოცარი იუმორის წყალობით, მისი სიტყვები ძალიან ღრმად აღწევენ ჩვენი ტვინის ხვეულებში და მეხსიერებაშიც სამუდამოდ რჩებიან.

გთავაზობთ მის 40 გამონათქვამს:

  • თქვენ იქამდე იქნებით უბედური, სანამ ჩათვლით, რომ ბედნიერებას სხვები განიჭებენ.

  • ადამიანს უჭირს იყოს საკუთარი თავი, როცა თავისი სახელით საუბრობს. მიეცით ნიღაბი და სიმართლეს გეტყვით.

  • გარეგნობის მიხედვით ყველაზე არარაციონალური ადამიანები სჯიან.

  • ცოდნა ნგრევაა. ჩვენ ეჭვები გვიზიდავენ. ნისლი ყველაფერს სასწაულებრივს ხდის.

  • მოხუცებს სწამთ, საშუალო ასაკის ადამიანებს ეჭვი ეპარებათ, ახალგაზრდებმა იციან.

  • ჩვენ ვერ ვიტანთ ადამიანებს, რომელთაც ჩვენნაირი ნაკლი აქვთ.

  • საკუთარ ქმრებში ეჭვი უშნო ქალებს შეაქვთ, ლამაზებს ეჭვი შეაქვთ სხვის ქმრებში.

  • არ ენდოთ ქალს, რომელიც თავის ასაკს გეუბნებათ. მას ყველაფრის თქმა შეუძლია.

  • კაცი ნებისმიერ ქალთან იქნება ბედნიერი, ვიდრე შეუყვარდება იგი.

  • ახალგაზრდობისას ვფიქრობდი, რომ ცხოვრებაში მთავარი ფულია. ახლა მოვხუცდი და არ მგონია, ვიცი, რომ ეს ასეა.

  • იყავი შენი თავი. სხვა როლები უკვე დაკავებულია.

  • იცხოვრო ისე, როგორც გსურს ეგოიზმი არ არის. ეგოიზმია, როცა სხვები არიან იძულებულნი ისე იცხოვრონ, როგორც თქვენ გსურთ.

  • საზოგადო აზრი მეფობს იქ, სადაც სძინავს ფიქრს.

  • ყველანი თხრილში ვართ, თუმცა ზოგიერთი ვარსკვლავებს შესცქერის.

  • კაცს სურს, რომ პირველი მამაკაცი იყოს ქალის ცხოვრებაში, ქალები ოცნებობენ მამაკაცის უკანასკნელ რომანად იქცნენ.

  • პესიმისტი, ეს არის ადამიანი, რომელიც წუხდება ხმაურით, როცა კარზე ბედნიერება უკაკუნებს.

  • ადამიანები, ცხოველ ინტერესს გამოხატავენ ყველაფრის მიმართ, გარდა იმისა, რისი ცოდნაც ნამდვილად ღირს.

  • რელიგიური დოგმების იმიტომ კი არ სჯერათ, რომ ჭკვიანურია, არამედ იმიტომ, რომ ხშირად იმეორებენ.

  • არ გაიგონო ბოროტება, არ ილაპარაკო ბოროტება და არასოდეს დაგპატიჯებენ წვეულებაზე.

  • ქრისტე არ მომკვდარა ადამიანების გადასარჩენად, ქრისტე მოკვდა, რომ მათთვის ერთმანეთის გადარჩენაზე ზრუნვა ესწავლებინა.

  • აპატიე მტრებს. ამაზე მეტად ვერაფრით შეაშფოთებ.

  • დღეს ადამიანებმა ყველაფრის ფასი იციან და არაფრის ღირებულება.

  • კარგი მეგობარი ყოველთვის წინიდან ჩაგცემს ლახვარს გულში.

  • იშვიათი გახდა ცხოვრება. ადამიანები უბრალოდ არსებობენ.

  • ქალს კი არ უნდა გაუგო, უნდა შეიყვარო.

  • ყველას შეუძლია უთანაგრძნოს უბედურ მეგობარს, მაგრამ მხოლოდ ერთეულებს უხარიათ მათი წარმატება.

  • როცა ღმერთებს ჩვენი დასჯა სურთ, ჩვენს ლოცვებს პასუხობენ.

  • იმას, რისი სწავლაც ყველაზე მეტად გვჭირდება, ვერავინ გვასწავლის.

  • სული მოხუცად იბადება და ახალგაზრდავდება. ეს არის ცხოვრების მთელი კომედია. სხეული ახალგაზრდა იბადება და ბერდება. აი, ეს კი - ტრაგედიაა.

  • არავინ განსაჯო. ყველა წმინდანს აქვს წარსული და ყველა ცოდვილს მომავალი.

  • ცდუნებისგან გათავისუფლების საუკეთესო საშუალებაა - ცდუნდე.

  • ყველა რომანი ფუჭდება მცდელობით - გახადო ის მარადიული.

  • ჩვენ გვპირდებოდნენ, რომ ყველა სიზმარი ახდებოდა, მაგრამ ის არ უთქვამთ, რომ კოშმარიც სიზმარია.

  • სისულელეა ადამიანების ცუდებად და კარგებად დაყოფა. ისინი ან მომხიბვლელები არიან, ან სულელები.

  • მე ერთადერთი ადამიანი ვარ დედამიწის ზურგზე, რომლის უკეთ გაცნობასაც ვისურვებდი.

  • ყველაზე მეტად რომანს ქალის იუმორის გრძნობა აფუჭებს, როცა მამაკაცს არ გააჩნია იგი.

  • ქალები უცნაური ნიჭით არიან დაჯილდოებულნი, შეუძლიათ დაინახონ ყველაფერი, გარდა იმისა, რაც ცხადია.

  • ადამიანს, რომელსაც უყვარხართ, შეუძლია თქვენი მიტოვება.

  • არ მინდა სამოთხეში წასვლა, არცერთი ჩემი მეგობარი იქ არ დამხვდება.

  • ცხოვრების ყველაზე დიდი საიდუმლო, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს, მდგომარეობს შემდეგში: განიკურნეთ სული შეგრძნებებით.


    ასევე დაგაინტერესებთ:

  • თუ გიყვარს და თან სასწაულის არ გწამს, დაღუპული კაცი ხარ - ერიხ მარია რემარკის გენიალური ფრაზები

  • "ნუ შეაფასებ ადამიანს სხვათა ლაპარაკის მიხედვით" - გიორგი გურჯიევის 10 მცნება

  • კაცი, რომელმაც სამყარო შეცვალა - მაჰათმა განდის ცხოვრების 7 წესი

  • "ყველაფერი, რაც გინდა იყო, უკვე ხარ" - რუმის 25 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომლითაც ცხოვრებას შეცვლით

  • ბუდას 27 სიბრძნე, რომლის გაცნობიერება ადამიანების ცხოვრებას რადიკალურად ცვლის

  • 3 რამ, რისიც ყველა ადამიანს ეშინია - დოსტოევსკის მიხედვით


    სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
823
2-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
823
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0