x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აპოკალიფსი იტალიაში: იღვიძებს სუპერვულკანი,რომელსაც მთლიანი ევროპის განადგურება შეუძლია

image
ნეაპოლიდან ჩრდილოეთით15 კმ-ის დაშორებით, სუპერვულკანი კამპი ფლეგრეი ამოსაფრქვევად ემზადება, რომელსაც მრავალი უბედურების გამოწვევა შეუძლია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ქალაქში ცხოვრობს ნახევარი მილიონი ადამიანი. უკვე შეიძლება ითქვას, რომ მათი მშვიდი დღეები მალე დამთავრდება.

ვულკანის ბოლო ამოფრქვევა 1538 წლით თარიღდება. შემდეგ კალდერაში(ღრმული) ახალი კრატერი მონტე ნუოვო წარმოიქმნა. ასევე ცნობილია, რომ 40 ათასი წლის წინ მოხდა ამოფრქვევა, რომლის სიძლიერის შედარება ჩვენს დროში მომხდართან, ძნელია.image
ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, გამოღვიძების ნიშნები რეგულარულად დაფიქსირდა რეგიონში, სადაც, სხვათა შორის, 24 კრატერი შედის. კამპი ფლეგრეის შესწავლით განსაკუთრებით დაინტერესებული არიან შვეიცარიის ქალაქ ციურიხის უმაღლესი ტექნიკური სკოლის მეცნიერები. მათ მოახერხეს ბოლო 60 ათასი წლის განმავლობაში მოხდარი ყველა ვულკანის დეტალური გეოლოგიური სურათის შექმნა.

0
985
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
985
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0