x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ამერიკელმა ქალმა იპოვა მეგობარი, რომელიც 5 წლის ასაკის შემდეგ არ უნახავს და ცოლად გაჰყვა
image


ამერიკელმა ახალგაზრდა ქალმა სოციალურ ქსელში მოძებნა მეგობარი ბიჭი, რომელიც 5 წლის ასაკიდან არ ჰყავდა ნანახი და ცოლად გაჰყვა.


image

ნატალი კროუმ(Natalie Crowe) და ოსტინ ტეტმანმა(Austin Tatman) ფლორიდაში, საბავშვო ბაღში გაიცნეს ერთმანეთი, მაშინ ორივე 2 წლიანი იყვნენ, გაცნობის დღიდან ისინი საუკეთესო მეგობრები გახდნენ."ეს იყო ცოტა უცნაური - იხსენებს ნატალი, - რადგან ამ ასაკში ბიჭი და გოგონა ძალზე იშვიათად რომ მეგობრობდნენ ერთმანეთში".


image

სამი წლის შემდეგ ნატალის ოჯახი დაინგრა - მშობლებმა გაყრა გადაწყვიტეს. გოგონა დედასთან ერთად კონეკტიკუტის შტატში გადავიდა საცხოვრებლად, სწორედ მას შემდეგ დაკარგა ნატალიმ კავშირი ოსტინთან.






2012 წელს 17 წლის ნატალის გაახსენდა ოსტინი და დაიწყო მისი ძებნა Facebook-ში, გაირკვა, რომ ოსტინი ისევ ფლორიდაში ცხოვრობდა, მათ შეხვედრაც მოახერხეს, მაგრამ რადგან ნატალის სკოლა ჰქონდა დასამთავრებელი კონეკტიკუტში, სადაც ცხოვრობდა, მეგობრებმა ურთიერთობა სოციალური ქსელით გააგრძელეს.

image

სკოლის დასრულების შემდეგ ნატალიმ ფლორიდაში, ორლანდოს უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა.


"ამის შემდეგ სულ ერთად ვართ-ამბობს ნატალი-როგორც კი ის დავინახე, ჩვენი მეგობრობა მაშინვე უკან დაბრუნდა".

2017 წელს ოსტინმა ნატალის ხელი თხოვა, ხოლო ორი წლის შემდეგ-2019 წელს ისინი ოფიციალურად დაქორწინდნენ.აღსანიშნავია, რომ ქორწილის ცერემონიალის დროს წყვილი წითელ ღია ჯიპზე დგას, ისევე, როგორც შორეულ 1998 წელს, სადაც ნატალი და ოსტინი სათამაშო ჯიპზე არიან გადაღებულები.

image

1
315
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
315
  
2019, 25 ივლისი, 12:52
მანქანაც როგორ იგივე შურჩევიათ
0 1 1