x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
და სიმღერისთვის შეიქმნა ადამიანი-ინოლა გურგულიას 90 წელი შეუსრულდებოდა
image90 წლის წინ 1929 წლის 25 ივლისს თბილისში დაიბადა ქართველი კომპოზიტორი, პოეტი და მომღერალი ინოლა გურგულია.



ბავშვობა თბილისის ძველ უბანში გაატარა, ხოლო ყოველ ზაფხულს სოხუმში და ზუგდიდის რაიონის სოფელ ოშაჩონას სტუმრობდა, სწორედ იქ ძიძამ ასწავლა ინოლას გიტარაზე, დაკვრა.აქვე ისწავლა ჩონგურზე დაკვრაც.

სკოლის დამთავრების შემდეგ ინოლა ჩაირიცხა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტში, სწორედ აქ ჩამოაყალიბა პირველი ქალთა ვოკალურ -საკრავიერი ტრიო "სამაია" გიული დარახველიძესა და მედეა სიხარულიძესთან ერთად.ტრიო ძირითადად ინოლას დაწერილი(მისსავე ლექსზე) სიმღერებს ასრულებდა.



ინოლა გურგულიას სიმღერებს სრულიად განსხვავებული შესრულების მანერა ჰქონდა, რომელშიც ერთდროულად იგრძნობოდა ქართული ფოლკის, რომანსის, სვინგის ინტონაციები და ქალაქური სიმღერების სტილი.სამწუხაროდ ინოლას სიცოცხლის მანძილზე ვერ მოხერხდა ვერცერთი ოფიციალური გრამფირფიტის ჩაწერა.



ინოლას სიმღერა "ქარი კვლავ არხევს"ჟღერს კინოფილმში "დღე უკანასკნელი დღე პირველი"(1959 წელი)


აღსანიშნავია, რომ ინოლა შესანიშნავ საბავშვო სიმღერებს წერდა, რომელსაც ძირითადად თავის შვილს დათო შუღლიაშვილს უძღვნიდა მათ შორის არის "საქანელა", "ამას გარდა "ტრიალებს, ბრუნავს", "ბებიასთან მივდივარ" და ა.შ.


image

ინოლა გურგულია მძიმე სენით დაავადებული 1977 წლის 9 აპრილს გარდაიცვალა, საბედნიეროდ სიკვდილს წინ მის სახლში ე.წ. "ბაბინებიან" მაგნიტოფონზე ჩაწერილი იქნა მისი სიმღერები, რომელიც უკვე მოგვიანებით უკვე ციფრულ ფორმატში გამოიცა, პირველ რიგში მისი ვაჟის, ასევე მუსიკოსის დავით შუღლიაშვილის მეცადინეობით.

ინოლა გურგულია დაკრძალულია თბილისში საბურთალოს პანთეონში.








0
322
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
322
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0