x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ორმა მამაცმა ტაქსამ თავი გაწირა და კობრა ერთი წლის ბავშვთან არ მიუშვა(ვიდეო)
imageშემთხვევა ფილიპინების ქალაქ კიდაპავანში მოხდა.ერთი წლის მძინარე ბავშვს კობრასგან საფრთხე დაემუქრა, რა დროსაც მისი დაცვა იმ დროს იქვე მყოფ ორ ტაქსას მოუწია.



ღობიდან გამომძვრალი შხამიანი გველი პირველად ორი წლის თეთრმა ტაქსამ მოკსიმ შეამჩნია და მაშინვე მისკენ ყეფით გაქანდა.მალევე მეორე ტაქსამ, ოთხი წლის მაილი მეგობრის დასახმარებლად გამოენთო, გააფთრებულმა წამოიწყო კობრაზე შეტევა და კბილები ჩაავლო მას.


ამ დროს კობრა ცდილობდა იმ ოთახისკენ გასრიალებულიყო, სადაც ერთი წლის გოგონას, სკაის ეძინა, მაგრამ ძაღლებმა მას ამის საშუალება არ მისცეს.

image


ორწუთიანი ბრძოლის შემდეგ ძაღლებმა გველი მოკლეს, სამწუხაროთ გველისგან დაგესილილი 4 წლის მაილი მოკვდა, 2 წლის მოკსი გადარჩა, თუმცა თვალებში მიშხეფებული შხამისგან დაბრმავდა.

ბავშვის მშობლები ამ დროს სამსახურში იყვნენ, ხოლო პატარა სკაისთან ძიძა იყო დატოვებული, რომელიც ბავშვის დაძინების შემდეგ გვერდზე ოთახში საშინაო საქმეებს აკეთებდა, ძიძამ ვერც გაიგო ძაღლების და კობრის ბრძოლის ამბავი, როცა გარეთ გამოვიდა, ნახა რომ ყველაფერი დასრულებული იყო.



0
1540
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1540
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0