x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
7 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ უნივერსიტეტის არჩევისას
image


პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა უნი­ვერ­სი­ტე­ტის შერ­ჩე­ვა.


თუ გვინ­და, რომ სრულ­ყო­ფი­ლად და­ვე­უფ­ლოთ ჩვენ­თვის სა­სურ­ველ პრო­ფე­სი­ას და თა­ნაც კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნე­ბი ვი­ყოთ, სა­სურ­ვე­ლია, უნი­ვერ­სი­ტე­ტის შერ­ჩე­ვი­სას პერ­სო­ნა­ლუ­რი კვლე­ვა ჩა­ვა­ტა­როთ და ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი შე­ვარ­ჩი­ოთ, რო­მე­ლიც ჩვენს მო­თხოვ­ნებს სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს.


გთა­ვა­ზობთ 7 რჩე­ვას, რო­მე­ლიც უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ჩე­ვი­სას უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ.



1. ევ­რო­პუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა


დიდ­წი­ლად სწო­რედ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად შეგ­ვიყ­ვარ­დე­ბა ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სია. თე­ო­რი­ი­სა და პრაქ­ტი­კის ერ­თობ­ლი­ო­ბა ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა, რო­მელ­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა სთა­ვა­ზობ­დეს სტუ­დენ­ტებს. ევ­რო­პუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბი, ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი ლექ­ცია, პრაქ­ტი­კა სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად– სა­სურ­ვე­ლია, ამ კრი­ტე­რი­უ­მებს უნი­ვერ­სი­ტე­ტი სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს. მა­გა­ლი­თად, ვარ­შა­ვის მე­ნე­ჯმენ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტი მთლი­ა­ნად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში რე­ა­ლი­ზე­ბა­ზე. სა­ლექ­ციო კურ­სის წარ­მარ­თვა ქო­უ­ჩინ­გის მე­თო­დე­ბით ხდე­ბა, ტარ­დე­ბა რო­ლუ­რი თა­მა­შე­ბი, ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბის გან­ხილ­ვა და რე­ა­ლუ­რი ბიზ­ნესპრო­ექ­ტე­ბის შექ­მნა.


2. რე­პუ­ტა­ცია და საქ­მი­ა­ნი კავ­ში­რე­ბი


უნი­ვერ­სი­ტე­ტის სან­დო­ო­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი რე­პუ­ტა­ცია და სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რე­ბი. უნი­ვერ­სი­ტეტს სა­სურ­ვე­ლია ჰქონ­დეს მუ­შა­ო­ბის, მი­ნი­მუმ, 10–წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა, შე­დი­ო­დეს პრეს­ტი­ჟუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის რე­ი­ტინ­გში და თა­ნამ­შრომ­ლობ­დეს სხვა ქვეყ­ნე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან.


3. სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი დიპ­ლო­მი


რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დიპ­ლო­მი, რო­მელ­საც სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ უნი­ვერ­სი­ტე­ტი იძ­ლე­ვა. მსოფ­ლი­ოს რო­მელ ქვე­ყა­ნა­შიც არ უნდა წახ­ვი­დეთ სა­მუ­შა­ოდ, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­კი­თხა­ვენ თქვენს დიპ­ლომს. თუკი მას სა­ერ­თა­შო­რი­სო ღი­რე­ბუ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნია, სხვა ქვე­ყა­ნა­ში არა­ფერს წარ­მო­ად­გენს. ამი­ტომ, თუკი სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლის ან მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას გეგ­მავთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­თი უნი­ვერ­სი­ტე­ტი შე­არ­ჩი­ეთ, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბის მქო­ნე დიპ­ლომს გად­მოგ­ცემთ


4. სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა


სა­სურ­ვე­ლია უნი­ვერ­სი­ტე­ტი თა­ვად უზ­რუნ­ველ­ყოფ­დეს თა­ვი­სი სტუ­დენ­ტე­ბის სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლე­ბას გარ­კვე­უ­ლი დრო­ით. მა­გა­ლი­თად, ვარ­შა­ვის მე­ნე­ჯმენ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტი მე­ო­რე სე­მესტრის დას­რუ­ლე­ბი­სას მა­გის­ტრა­ტუ­რის სტუ­დენ­ტებს ვარ­შა­ვა­ში გამ­გზავ­რე­ბა­სა და ინ­ტენ­სი­ურ სწავ­ლე­ბას სთა­ვა­ზობს. 2–წლი­ა­ნი სა­ლექ­ციო კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მა­გის­ტრან­ტე­ბი კვლავ მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან ვარ­შა­ვა­ში და შე­სა­ბა­მი­სი კო­მი­სი­ის წი­ნა­შე წა­რად­გე­ნენ სა­მა­გის­ტრო ნაშ­რო­მებს. შე­დე­გად, სტუ­დენ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში­ვე იღე­ბენ ევ­რო­პულ გა­ნათ­ლე­ბას, მი­ღე­ბულ ცოდ­ნას კი ევ­რო­პა­ში აუმ­ჯო­ბე­სე­ბენ და თა­ვი­ანთ ნაშ­რო­მებს სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის პრო­ფე­სო­რებ­თან წა­რად­გე­ნენ.


5. მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ლექ­ტო­რე­ბი


უნი­ვერ­სი­ტე­ტის შერ­ჩე­ვი­სას და­აკ­ვირ­დით აკა­დე­მი­ურ პერ­სო­ნალ­საც. სა­სურ­ვე­ლია, ლექ­ტო­რი არამ­ხო­ლოდ თე­ო­რე­ტი­კო­სი, არა­მედ პრაქ­ტი­კო­სიც იყოს და ჰქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სტუ­დენ­ტებს თა­ვი­სი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­როს. ასე­ვე, თა­ნა­მედ­რო­ვე სწავ­ლე­ბის მე­თო­დებს იყე­ნებ­დეს და ადეკ­ვა­ტუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­დეს.


6. მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა


„თუ სწავ­ლა გინ­და, ყველ­გან ის­წავ­ლი“ სტე­რე­ო­ტი­პია, რო­მე­ლიც მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­მა შექ­მნეს. ფსი­ქო­ლო­გე­ბი თან­ხმდე­ბი­ან, რომ სას­წავ­ლო გა­რე­მო ძა­ლი­ან დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს სტუ­დენ­ტის სწავ­ლის ხა­რისხზე, გან­წყო­ბა­სა და მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე. ასე რომ, თუკი თქვენ­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, კარ­გად და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­ნო­ბა და დარ­წმუნ­დით, რომ ამ გა­რე­მო­ში სწავ­ლა სა­სი­ა­მოვ­ნო იქ­ნე­ბა.


7. და­საქ­მე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა


სწავ­ლის შემ­დეგ და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ერთ–ერთი მთა­ვა­რია, რა­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტის შერ­ჩე­ვი­სას უნდა მი­აქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა. უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მელ­საც ბევ­რი საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რი და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტაქ­ტე­ბი გა­აჩ­ნია, მარ­ტი­ვად ასაქ­მებს თა­ვის­სა­ვე სტუ­დენ­ტებს სწავ­ლის პე­რი­ოდ­შიც კი. მა­გა­ლი­თად, ვარ­შა­ვის მე­ნე­ჯმენ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი და­საქ­მე­ბის ერთ–ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი, 93%–იანი, მაჩ­ვე­ნებ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან.



0
36
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0