x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ადოლფ ჰიტლერის მიმართვა ერს
ადოლფ ჰიტლერის მიმართვა ერს


1932 წელს ადოლფ ჰიტლერმა შემდეგი სიტყვით მიმართა გერმანელებს, ამ ქვეყანაში მოქმედი მრავალი პარტიის შესახებ, რომლებმაც მისი თქმით, ერის ერთიანობას ძირი გამოუთხარეს:

"ერის გამოღვიძების შიშით, მათ ხალხი ერთმანეთის წინააღმდეგ აამხედრეს. ქალაქი, სოფლის წინააღმდეგ, კერძო სექტორში დასაქმებულები საჯარო მოხელეების წინააღმდეგ, ფიზიკურად მშრომელები გონებრივად მშრომელების, ბავარიელები პრუსიელების, კათოლიკები პროტესტანტების წინააღმდეგ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოვალეობაა გავაუქმოთ ეს პარტიები, ვინაიდან არსებობის შესანარჩუნებლად ისინი გაუთავებლად განაგრძობენ ერის დანაწევრებას. წლების განმავლობაში ისინი არწმუნებდნენ გერმანელ მუშებს, რომ მხოლოდ თავად შეეძლოთ მათი გადარჩენა. წლების მანძილზე ისინი არწმუნებდნენ ფერმერს, რომ მხოლოდ მათსავე ორგანიზაციას შეეძლო დახმარებოდა... რომ საშუალო კლასს ზარალისგან საშუალო კლასის პარტიები დაიცავდნენ, ეკონომიკას კი - ბიზნესის პარტიები.


ადოლფ ჰიტლერის მიმართვა ერს



ნაციონალ-სოციალისტური მოძრაობის დაარსების დღიდან მოყოლებული, ჩვენ გვწამდა, რომ ცალკეული გერმანელის ბედ-იღბალი განუყოფლადაა დაკავშირებული მთლიანი ერის ბედთან. რომ რაიხის ნგრევა და ერის დანაწევრება ყველასთვის ზარალის მომტანია. რომ საერთო ბედისწერას ვერცერთი კლასი და ვერცერთი გერმანული ტომი ვერ გაექცევა. 13 წლის განმავლობაში ნაციონალ-სოციალისტებს დაგვცინოდნენ და მასხრად გვიგდებდნენ. დღეს კი ჩვენი მოწინააღმდეგეების სიცილი ცრემლებად იქცა, ვინაიდან გამოჩნდა ხალხის ერთგული ჯგუფი, რომელიც თანდათანობით დაძლევს კლასობრიობის უგუნურ ცრურწმენებს და წოდებრივ ქედმაღლობას. არა იმიტომ რომ ეს ჯგუფი (ნაცისტური მოძრაობა) შედგება პრუსიელებისა და ბავარიელებისგან, ვიურტენბერგელების ან საქსონებისგან, კათოლიკების ან პროტესტანტებისგან, არამედ იმიტომ, რომ ყველანი გერმანელები არიან!"




კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. იბერო-კავკასიური პროტოცივილიზაციები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. მეცნიერება

9. რელიგია

10. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
327
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
327
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0