x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
პედაგოგობიდან პოდიუმამდე - 58 წლის ასაკში მუსიკის მასწავლებელი პოპულარული მოდელი გახდა

image


ევონ ბრენანი მთელი ცხოვრება ბავშვებს მუსიკას ასწავლიდა და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი ასე რადიკალურად შეიცვლებოდა. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მოდელის პროფესია მუსიკის მასწავლებელთან 58 წლის ასაკში, საკმაოდ უჩვეულო გზით მივიდა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მას სოციალური ქსელის საშუალებით, ცნობილი სამოდელო სააგენტო -"Mrs Robinson Management" -ის წარმომადგენელი გამოეხმაურა და სამოდელო კარიერის დაწყება შესთავაზა. 50-ს გადაცილებული ქალბატონის უჩვეულო გარეგნობით მოხიბლული აგენტი, მუსიკის მასწავლებლის დარწმუნებას მთელი მონდომებით, 1 წლის განმავლობაში უშედეგოთ ცდილობდა.



image


ალბათ, რთულია, წარმოიდგინო დამსახურებული პედაგოგის რეაქცია, როცა მან სოციალურ ქსელში ერთი შეხედვით, საკმაოდ მოულოდნელი და "არასერიოზული" შეთავაზება მიიღო. როგორც ევონი იხსენებს, თავიდან მას ყველაფერი ხუმრობა ეგონა, ამიტომ "თავხედი" აგენტის სისტემატიურ "თავდასხმებს" მთელი მონდომებით იგერიებდა, სანამ ერთ დღესაც, წარმომადგენელს ნებისყოფამ არ უღალატა და ერთობლივ თანამშრომლობაზე საბოლოოდ ხელი არ ჩაიქნია.



image

სავარაუდოდ, ყველაფერი უწინდებურად დარჩებოდა, რომ არა ერთი, საბედისწერო შეხვედრა. ერთხელ, როდესაც ევონი სწორედ იმ რაიონში იმყოფებოდა, სადაც სამოდელო სააგენტო მდებარეობდა, ჩვეული ცნობისმოყვარეობით გადაწყვიტა აბეზარი ახალგაზრდა მამაკაცი პირადად მოენახულებინა და სააგენტოს ესტუმრა.


image



კომპანიის პერსონალმა სტუმარი დიდი ენთუზიაზმით მიიღო და თანამშრომლობა პირისპირ შეხვედრისას, კიდევ ერთხელ შესთავაზა, სააგენტოს მასშტაბით გაოცებული და მოდელის საქმიანობით კიდევ უფრო მეტად აღფრთოვანებული ევონი, მეგობრული გარემოთი საკმაოდ მოხიბლული დარჩა. მორიდებული მასწავლებელი სწორედ მაშინ მიხვდა თუ მის წინაშე რა შთამბეჭდავი პერსპექტივა იხსნებოდა.


image

"შანსი ლამის ხელიდან გავუშვი, სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელმა მთელი 1 წელი დახარჯა იმისთვის, რათა დავერწმუნებინე რომ ეს არც თაღლითობა და არც ჩემ წინააღმდეგ დაგეგმილი რაიმე, ცრუ "თამაში" იყო. საკუთარ თავს სამოდელო სფეროში არასდროს ვხედავდი და ამიტომაც, მისმა მოულოდნელმა შეთავაზებამ საკმაოდ შემაშინა" - აღიარა ევონმა მოგვიანებით.


image

რამდენიმე დღეში ახალგამომცხვარი მოდელი გერმანიაში, ცნობილი კომპანიის "Schwarzkopf" - ის პირველ, სარეკლამო რგოლის გადაღებაზე მიიწვიეს, რის შემდეგაც, ევონის სამოდელო კარიერა წარმოუდგენელი ტემპებით განვითარდა.


image

დღესდღეობით, ის არაერთ ცნობილ ბრენდთან წარმატებით თანამშრომლობს. ახალმა საქმიანობამ დამწყებ მოდელს მეტი თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის რწმენა შემატა, რაც მანამდე მას არასდროს ჰქონია. რაც შეეხება პედაგოგიურ მოღვაწეობას, ევანს საყვარელი საქმიანობისთვის თავი არ მიუნებებია და ჰობის დონეზე ის ბავშვებისთვის საკუთარი ცოდნის გაზიარებას დღემდე აქტიურად განაგრძობს.


image







0
42
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
42