x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
იერუსალიმში სენსაციური აღმოჩენის გამო მეცნიერებს სახელმძღვანელოების გადაწერა მოუწევთ
image
სენსაციური აღმოჩენა გაკეთდა იერუსალიმში, აღმოჩენა რომელმაც შეარყია მსოფლიო სამეცნიერო სამყარო. იერუსალიმიდან ახლოს, ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით, არქეოლოგებმა უძველესი დასახლება აღმოაჩინეს.

როგორც გაირკვა, 9 ათასი წლის წინათ აქ ცხოვრობდა რამდენიმე ათასი ადამიანი.

აქამდე მიიჩნეოდა, რომ უძველესი იუდეის მიწები არ იყო დასახლებული. მეცნიერები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ დასახლებები მხოლოდ მდინარე იორდანიის აღმოსავლეთით იყო. დასავლეთში კი არავინ არ იყო დასახლებული.

image


აღმოჩენილ უძველეს სამარხებში აღმოაჩინეს შემდეგი სიურპრიზები:

• მარცვლეულის შესანახი, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებაზე მიუთითებს

• საკმაოდ რთული საყოფაცხოვრებო ნივთები - სამკაულები, სამუშაო იარაღები და ა.შ.

• სამარხები სახლებში (ისევე, როგორც ძველ ეგვიპტეში- თვლიდნენ, რომ საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებიჩ შეძენილ იქნა ცხოვრების მანძილზე, მათ დაეხმარებოდათ იმქვეყნიურ სამყაროში) პატარა პირამიდები, სხვათა შორის, ეგვიპტეში, როგორც ისტორიკოსები ამტკიცებენ, ამ დროს უკვე არსებობდა პირამიდები.

image

განსაკუთრებით გასაოცარია ის ფაქტი, რომ ამ დასახლებულ პუნქტში ნაპოვნი ბევრი ნივთი სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობებზე მეტყველებს, თან შორეულ ქვეყნებთან. მაგალითად, განსხვავებული ზღვის ქვების სამკაულები, ვულკანური მინისგან დამზადებული დეკორაციები. ზოგადად, აქ მცხოვრები ტომის ადამიანები, როგორც ჩანს, აშკარად განვითარების მაღალ საფეხურზე იდგნენ და საკმარისი ფულიც ქონიათ.

სახლები აშენებულია ქვისგან, ისინი იყენებდნენ ქვის სათლელს. სხვათა შორის, მეცნიერებმა ათასობით საბრძოლო ისარიც იპოვეს. შესაძლოა, ადგილობრივები სხვა ტომებისგან იცავდნენ თავს.

სავარაუდოდ, თეორია, რომ ეს მიწა არ იყო დასახლებული, ჩავარდა. მეცნიერებს მოუწევთ გადახედონ თავიანთ შეხედულებებს, გადაწერონ სახელმძღვანელოები, ან უბრალოდ უნდა გაჩუმდნენ, იმისათვის, რომ საზოგადოებამ არ დასვას კითხვები.


0
2425
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
2425
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0