x
image
ელენე გუმა
15 საშინელი ფოტო, რომელიც სიკვდილამდე წამით ადრეა გადაღებული (ნაწილი II)
ყველა ჩვენგანმა კარგად იცის, რომ სიკვდილი ნებისმიერ ადამიანს აშინებს, თუმცა ყველა ჩვენგანს გაცნობიერებული გვაქვს, რომ ის გარდაუვალია.


ჩვენ მოვიძიეთ ფოტოები, რომელიც ამ ადამიანებმა სიკვდილამდე რამდენიმე წუთით, ან საათით ადრე გადაიღეს, ან გადაუღეს მათ.


თუ კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რომ არის მასში რაღაც საშიში და მისტიური.

image



29 წლის ტორეადორი ვიქტორ ბარიო წამით ადრე, ვიდრე გაცოფებული ხარი მოკლავდა.


image


31 წლის ვულკანოლოგი დევიდ ჯონსონი, მთა ჰელენსის ფერდობზე ვულკანის ამოფრქვევამდე 13 საათით ადრე, რომლის დროსაც ის გარდაიცვალა.


image


კრის კემერსის და ლისანი ფრონის უკანასკნელი სელფი პანამაში, სადაც ისინი უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ.


image


ესამ, კესლიმ და სავანამ აღნიშნული სელფი წამით ადრე გადაიღეს, ვიდრე მატარებლის ბორბლების ქვეშ დაასრულებდნენ სიცოცხლეს. საბედისწერო მატარებელი უკანა ფონზე კარგად ჩანს.


image


ორმა მეგობარმა აღნიშნული ფოტო ფეისბუქზე განათავსა. იმავე საღამოს კი მარცხენა გოგონამ, შაიენ ანტუანმა, საკუთარი მეგობარი ბრიტნი გარგოლი იმ ქამრით გაგუდა, რომელიც ფოტოზეც ჩანს.


image


სერიულმა მკვლელმა რობერტ ბენ როუდსმა აღნიშნული ფოტო 14 წლის მსხვერპლს, რეჯინა კეი უოლტერს მანამდე გადაუღო, ვიდრე მოკლავდა.


image


14 წლის ავასტრალიელმა კიტ სეპსფორტმა იაპონიაში გაფრენა გადაწყვიტა, რის გამოც თვითმფრინავის ბორბალზე დაიმალა. სამწუხაროდ ის ფრენის დროს გადავარდა და გარდაიცვალა.


image


მომღერალ ჯენი რივერა და მისი ჯგუფი, მონტერეას აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე. ისინი გარდაიცვალნენ ავიაკატასტროფაში ცოტა ხნის შემდეგ, რადგან მათი თვიმთფრინავი ჩამოვარდა.


image


ლიდნი ლუფმა ეს სელფი პაემანზე წასვლამდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნა. ის გაგუდული იპოვნეს. მის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ობრი ტრეილმა განაცხადა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა რომელიც ინტიმური ურთიერთობის დროს მოხდა.


image


ბეისბოლისტმა, როი ჰოლადეიმ აღნიშნული ფოტო ტვიტერზე რამდენიმე წუთით ადრე განათავსა, ვიდრე საკუთარი თვითმფრინავით სასიკვდილოდ დაიმტვრეოდა.


image


ანა ფაბერმა აღნიშნული სელფი საკუთარ მეგობარ ბიჭს გაიგზავნა, რამდენიმე წუთში კი ის გაიტაცეს და ორი კვირის შემდეგ გარდაცვლილი იპოვნეს.


image


სკოლის მოსწვლეების სელფი, სა დაც შემთხვევით იქნა აღბეჭდილი წყალში ჩავარდნილი ბიჭის სახე. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


image


ამ ქალმა ეს ფოტო ოპერაციამდე გადაიღო, რათა ყველასთვის ეჩვენებინა როგორი მამაცად ეჭირა თავი, თუმცა ის ნარკოზიდან ვერ გამოვიდა.


image



ამავე თემაზე:


7 საშინელი ფოტო, რომელიც სიკვდილამდე წამით ადრეა გადაღებული

1
3940
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
3940
  
2019, 31 ივლისი, 22:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1