x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
ბუნების შოკის მომგვრელი სასწაული - როგორ ცხოვრობენ არწივები
image


არწივი - ფრინველთა მეფედ სრულიად სამართლიანად წოდებული.

ძლიერი, გულადი და ამპარტავანი.

ტანი მოშავო ფერის აქვს, კისერზე კი ოქროფერი ზოლი შემოუვლია მეფური გვირგვინივით.


საოცარი სანახავია მწვერვალებზე ატყორცნილი მისი ნარნარი...

ბუნების მრავალფეროვანი სასწაული არაერთხელ გვინახავს საკუთარი თვალით, თუმცა რაც ახლა უნდა გიამბოთ, ბევრისთვის უცნობი და შოკის მომგვრელიც იქნება.

image

გაინტერესებთ, როგორ ირჩევს დედალი არწივი მეწყვილეს?

როცა დედალი არწივი გადაწყვეტს, რომ დროა ოჯახი შექმნას, იგი ნისკარტით მოამტვრევს არც ისე დიდი ზომის ტოტს და ასე, ტოტიანად იწყებს მაქსიმალურ სიმაღლეზე ფრენას.

მის გარშემო იკრიბებიან მამალი არწივები (კანდიდატურები).

ფრინველთა დედოფალი ნელ-ნელა იწევს უფრო ზემოთ და ზემოთ... და ნისკარტიდან უშვებს ამ ტოტს, რომელსაც აქამდე საგულდაგულოდ ინახავდა.

მამალმა არწივებმა უნდა სცადონ და ჰაერშივე მოახერხონ ამ ტოტის დაჭერა.

დედალი ამ მოქმედებას იმეორებს მეორედ, მესამედ და ასე უსასრულოდ...

მამალს ერთხელაც არ უნდა ჩაუვარდეს ტოტი დაბლა.

თუკი ის თავს გაართმევს ამ ამოცანას, დედალი ირჩევს მას და ისინი წყვილდებიან.

image

დაწყვილებული არწივები აფრინდებიან კლდის ქიმზე ... და ირჩევენ ადგილს ბუდისთვის.

ბუდეს ხმელი ტოტებით აკეთებენ. თავისი ნისკარტით საკუთარი სხეულიდან იძრობენ ბუმბულებს და იქამდე მოაფენენ მას, სანამ ბუდე რბილი, თბილი და მოხერხებული არ გახდება.

აი, ასე მომზადებულ ბუდეში დებს კვერცხებს დედალი არწივი.

მართვეები ტიტვლები და ძალიან უსუსურები იბადებიან. მათ ორივე მშობელი იცავს და იფარავს მზისგან და წვიმისგან, ორივეს მოაქვს საჭმელი, ძირითადად თევზი.

თუმცა დროთა განმავლობაში მშობლები წყვეტენ მართვეებზე ზრუნვას. ამას კი თავისი მიზეზი აქვს.

image

მშიერი ბარტყი ბუდიდან თავს წამოყოფს და დაბლა ვარდება. მან ჯერ არ იცის ფრთების გამოყენება.

აი, სწორედ ამ დროს, ხის ტოტით დედისგან უკვე გამოცდილი მამა, შურდულივით ეშვება ძირს და ბახალას თავის ზურგზე ისვამს.

მამა ისევ ბუდეში აბრუნებს ბარტყს და ასე მეორდება მანამ, სანამ პატარა არწივები ფრენას არ ისწავლიან.

image

დრო გადის და არწივები გარკვეულ გარდატეხას განცდიან.

40 წლის ასაკში არწივს უკვე ზედმეტად უგრძელდება და ურბილდება ბრჭყალები და მას აღარ შეუძლია ინადიროს.

ზედმეტად უგრძელდება და იღუნება მისი ნისკარტი და არ აძლევს მას ჭამის საშუალებას.

ზედმეტად უსქელდება და უმძიმდება ბუმბული და ხელს უშლის ფრენაში.

ახლა კი არწივი დგას არჩევანის წინაშე: სიკვდილი თუ გრძელვადიანი მტკივნეული ცვლილების პროცესი, რომელიც 150 დღემდე გაგრძელდება:

image

არწივი მიფრინავს თავის ბუდეში, რომელიც მთის წვერზე იმყოფება.

ძალიან დიდი ხნის განმალობაში ურტყას ნისკარტს კლდეს, სანამ ნისკარტი არ გაუტყდება და მოძვრება...

შემდეგ ის ელოდება, სანამ არ ამოუვა ახალი ნისკარტი, რითაც ის ამოიძრობს ბრჭყალებს...

როდესაც ამოუვა ახალი ბრჭყალები, ის მოიპუტავს ბუმბულს, რომელიც ამძიმებს მას...

და ამ ტანჯვითი პროცესის შემდეგ, რომელიც გრძელდება 5 თვემდე, ახალი ნისკარტით, ბრჭყალებით და ბუმბულით....

ის თავიდან იბადება.....

image

ამის შემდეგ მას შეუძლია უკვე იცოცხლოს კიდევ 30 წელი...

...

ეს საოცარი ფაქტები არწივების ცხოვრებიდან გარკვეულწილად მაგალითის მომცემიც არის ადამიანებისთვის.

*დედალი არწივის ასე საინტერესოდ გაკეთებული ცხოვრებისეული არჩევანი...

* წლების შემდეგ ფრინველთა მეფის საკუთარ თავზე გამარჯვება - ახალი დაბადებისთვის...

ვფიქრობ, რომ ნამდვილად ღირს დაფიქრებად...

...

ამ ჩანაწერს კი კრილოვის ყველასათვის ცნობილი გამონათქვამით დავასრულებ :

"ხშირად არწივი ქათამზე დაბლაც კი დაეშვება ხოლმე, მაგრამ ქათმები ღრუბლებამდე ვერასოდეს მიაღწევენ ..."


image

0
694
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
694
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0