x
image
მაია 24
აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ ფინანსებსა და სიყვარულში
image

მზე ლომის ზოდიაქოში გადავიდა. როგორი იქნება 2019 წლის აგვისტო ზოდიაქოს ნიშნებისთვის? ამასთან დაკავშირებით ვრცელ პროგნოზს ასტროლოგი ხათუნა ნოელი გვთავაზობს:


"23 ივლისს მზე ლომის ზოდიაქოში გადავიდა. ეს მისი მმართველობის ნიშანია, ანუ მისი სამბრძანებლოა და მართლაც მზე აქ ყველაზე ბუნებრივად გრძნობს თავს.


რა არის მზის თვისება როგორც მნათობის? სითბოსა და სინათლის გაცემა, ხომ? და მართლაც წელიწადის ეს მონაკვეთი ყოველთვის უფრო მეტად მცხუნვარეა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ნახევარსფეროსათვის მაინც. რაც შეეხება ასტროლოგიურ დატვირთვას მზისა - აქ ის ჩვენს ეგოს გამოხატავს, ხოლო ლომი სწორედაც რომ შეუფერხებლად აძლევს საშუალებას მზეს, იამაყოს საკუთარი თავით. ის ხომ ჩვენი სისტემის ცენტრალური ფიგურაა.



ამ ერთთვიან მონაკვეთში, როდესაც მზე ლომის ზოდიაქოს გადის, ყველანი ცოტათი ლომები ვხდებით - ანუ ცოტათი უფრო ნიჭიერები და ამაყები, მაგრამ ზარმაცები. თუ სიზარმაცეს დავძლევთ, ეს პერიოდი შესანიშნავ შესაძლებლობებს მოგვცემს თავის გამოსაჩენად, მით უმეტეს რომ მზეს აქ უკვე მარსი დახვდება, სულ მალევე კი ვენერაც დატოვებს კირჩხიბის ნიშანს და ლომის ზოდიაქოში გადმობარგდება.


ვენერას ასტროლოგები მცირე ბედნიერების პლანეტას ვეძახით. დიდი ბედნიერება, მოგეხსენებათ ალბათ, რომ იუპიტერს მოაქვს, რომელიც ახლა ასევე ცეცხლის ნიშანში და საკუთარ მმართველობაში - მშვილდოსანში იმყოფება. თუმცა დავუბრუნდეთ ვენერას - ის განაგებს ჩვენს ურთიერთობებს, გემოვნებას, და აგრეთვე ფინანსებსაც. ჰოდა აი, ამ სფეროებში შეიძლება, რომ ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს ანუ - ვერძებს, მშვილდოსნებს და, რაღა თქმა უნდა, თავად ლომებსაც წარმატებები და ბედნიერება მოუტანოს. ეს არ იქნება ბიუჯეტის უზარმაზარი შევსება და ჯეკპოტი, რადგან როგორც ვთქვით, ვენერა მაინც მცირე ბედნიერებაა, თუმცა კმაყოფილები მაინც დავრჩებით მისი საჩუქრებით. ფრიად შესაძლოა, რომ თქვენთვის ეს პერიოდი სასიამოვნო რომანტიკული ნაცნობობის დასაწყისი აღმოჩნდეს!

მამაკაცებს შანსები მიეცემათ, თავიანთი რჩეულების გულის მოსაგებად იყვნენ მეფურად ყურადღებიანნი და გულუხვი. ხოლო ქალბატონებს კი - იბრწყინონ საკუთარი მშვენიერების სხივებში. ყველაზე მეტად რომანტიკულ სფეროზე გავლენას ისინი შეიგრძნობენ, ვისაც მზე, მარსი, ან ვენერა ლომის ზოდიაქოში ჰყავთ.

გაუმართლებთ ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებსაც. ტყუპები, მერწყულები სასწორები - ასევე იხეირებენ ახლა. განსაკუთრებით ისინი, ვინც შემოქმედებით სფეროში არიან დაკავებულნი. კი მსახიობების, მხატვრებისა და მწერლებისათვის პროდუქტიული შემოქმედებითი წვის პერიოდი დადგა.


ვენერა, როგორც იცით, ასევე ჩვენი ფინანსების, კაპიტალდაბანდებების მარეგულირებელიცაა. და რადგან ლომის ნიშანში ის კარგად გრძნობს თავს, შესაბამისად, ხელს შეუწყობს ამ კუთხით ჩვენს წარმატებებსაც. საყურადღებოა ეს მომენტი მათთვისაც, ვისაც ოქროსთან აქვს შეხება. არც ისინი დარჩებიან წაგებაში. აგრეთვე ძალიან კარგი პერიოდია საზოგადოებაში დადებითი იმიჯის მოსაპოვებლად. პრეზენტაციის ან შოუს მოსაწყობად, პოლიტიკური ნაბიჯებისათვის. ოღონდ ეს ყველაფერი უნდა პომპეზურად გაკეთდეს. ხომ იცით - ლომი ვერ იტანს სისადავეს, მას ყველაფერი მეფური სჭირდება. ანუ შეიძლება ითქვას, რომ გაუმართლებთ იმ პოლიტიკოსებს, ვინც მეტად იმუშავებს პიარზე. რაც შეგიძლიათ ეცადეთ გამოიჩინოთ თავი, იბრწყინეთ, შეიფერეთ კომპლიმენტები, იყავით თავადაც დიდსულოვანი და აქეთ სხვები, თუმცა არამცდა არამც ეს პირფერობაში არ უნდა გადაგივიდეთ. რაც მთავარია, ნუ გადავარდებით ამპარტავნებაში და ნუ ჩათვლთ, რომ სამყაროს ცენტრი ბრძანდებით.


ვენერა ლომში კვირის ბოლოს 28 ივლისს გადადის, თუმცა მანამდეც ის საკმაოდ აქტიურია - თითქმის მთელი კვირის განმავლობაში შეერთებული იქნება რეტროგრადულ მერკურისთან კირჩხიბში და ხელს შეუწყობს როგორც გულისა და ხელის შეთავაზებებს, ისე საქმიან მოლაპარაკებებს უძრავი ქონების თაობაზე. ზოგადადაც, ბევრად უფრო ადვილი გახდება კომუნიკაცია ადამიანებს შორის. მოხერხდება მოლაპარაკებებში საერთო გადაწყვეტილებამდე მისვლაც, ამ ასპექტის პიკი 26 ივლისს უწევს.


ერთი დღით ადრე კი მარსისა და იუპიტერის ჰარმონიული ასპექტი აღწევს თავის ზემოქმედების მწვერვალს. მარსი აქტივობაა - იუპიტერი კი შესაძლებლობების გაფართოვება, განსაკუთრებით კი სოციალური თვითდამკვიდრების საქმეში. მისი წყალობით ძალების მოზღვავებას ვიგრძნობთ. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსაც თამამად მივიღებთ და მიზნის მიღწევაც აღარ გაგვიჭირდება. არაა გამორიცხული კარიერული წინსვლის შანსებიც მოგვეცეს, თუ რა თქმა უნდა, ამას ჩვენი პირადი რუკაც უწყობს ხელს. შესანიშნავი დღეა იურიდიული კონსულტაციის მისაღებად, უცხოელ პარტნიორებთან დასაკონტაქტებლად, სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად და სხვა აქტიობებისათვის... განსაკუთრებით ყურადღება მისაქცევი ეს ასპექტი მშვილდოსნებისა და ლომებისათვის იქნება, აგრეთვე მათთვის, ვისაც პირად რუკაში მარსი და იუპიტერი ამ ნიშნებში ჰყავთ.


გამოდის, რომ ხელი შეგვეწყობა ამ მხრივაც. როგორც ხედავთ, კვირა ძალიან პოზიტიურია. კოსმოსმა ეტყობა გადაწყვიტა ამოგვასუნთქოს იმ დაძაბულობების მერე, რაც დაბნელების დერეფანში გამოვიარეთ.


ამიტომ ბოლომდე და აქტიურად გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. გისურვებთ წარმატებებს".


ასევე დაგაინტერესბეთ:


როდიდან გაუმჯობესდება საქართველოს მომავალი, მისი ასტროლოგიური რუკის მიხედვით - ასტროლოგი მძიმე კოსმიური პერიოდის შესახებ


"ამ პერიოდში შესაძლოა წარსულში მიტოვებული ადამიანები გამოჩნდნენ" - როგორი იქნება მომდევნო 5 თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის

0
2514
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
2514
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0