x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
" როგორ არ ვიჩივლო თუკი ეს ყველაზე კარგი გოგო 2 წელზე მეტია არ მინახავს?.." - ნინო დარასელის ემოციური პოსტი დედასთან დაკავშირებით
image

ტელეწამყვანი ნინო დარასელი დედასთან, რუსუდან კერვალიშვილთან დაკავშირებით საკმაოდ ემოციურ პოსტს აქვეყნებს. სტატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოცალურ ქსელში. პოსტიდან ვიგებთ რომ ნინოს დედა უკვე 2 წელზე მეტია რაც არ უნახავს..


გთავაზობთ პოსტს:

" რუსო ამ ბოლო დროს რამდენჯერაც მირეკავს, არც კი დამაცლის ხოლმე აქედან მოკითხვას, რომ იწყებს: დედიკო, შოვში კუნტრუშაკს რომ ეძახდი კულტმუშაკს გახსოვს? და გაბრაში გრებეშოკში რა ლამაზი იყო მარწყვის ხე? ისე რა გრძელი კიბე იყო არა სანაპირომდე? მაყვალს რომ ვკრეფდით სორში? ნინო იქნებ მეგრული ისწავლო? გახსოვს ზაზა რა მაგრად ლაპარაკობდა, კახეთშიც, მერე ზღვაზე სოხუმელებთანაც.. გრძელდება ასე რამდენიმე თვეა კარგი ამბების გახსენება. მე კი აქედან რას ვუყვები? ჩვენს არეულ-დარეულ ამბებს. ჰოდა ბოლოს მობეზრდა ჩემი წუწუნი და ცნობილ ეიჯისტს სუსტი წერტილი მომინახა. ნინო, აქ წავიკითხე ბევრი და თუ გინდა ახალგაზრდობა შეინარჩუნო და სკლეროზი არ დაგემართოს ამისთვის საუკეთესო სავარჯიშო ვიცი.


რუსუდან კერვალიშვილი და ნინო დარასელი სასამართლო პროცესზე


თურმე - თავისუფალი დრო, რაც კარგი გადაგხდენია მხოლოდ იმის მოგონებას უნდა დაუთმო. საოცრად ავარჯიშებს ტვინსო. ჰოდა თუ გავითვალისწინებთ იმას ის სადაა და მე სად და მაინც ის როგორ ხასიათზეა და მე როგორზე, სხვა გზა არ მაქვს არ დავუჯერო, მაშინ თუ კარგზე ფიქროა ვიწყებ რუსოთი. საუკეთესო, რაც ახლა მომდის თავში სწორედ ისაა. აქვე ვიტყვი რომ 15 ივლისს დაიბადა და მასზე კარგი არავინ შემხვედრია ცხოვრებაში. და მაინც როგორ არ ვიჩივლო თუ ეს ყველაზე კარგი გოგო 2 წელზე მეტია არ მინახავს?.. " - წერს დარასელი

0
1137
შეფასება არ არის
ავტორი:Culture Express
Culture Express
1137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0