x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134049
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ყველაზე მარტოსული ხე მსოფლიოში
image ძნელი გასააზრებელია ის ფაქტი, რომ აფრიკის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, კერძოდ, ნიგერიის ტერიტორიაზე, ტენერის უდაბნოში გაიზარდა აკაცია, რომელმაც მალევე მოიპოვა სტატუსი – ყველაზე მარტოსული ხე მსოფლიოში.

ირგვლივ 400 კმ–ის მანძილზე უბრალოდ არც ერთი ხე არ არის. ამ ხემ მეცნიერთა ინტერესი გასული საუკუნის 30 -იან წლებში გამოიწვია. მეცნიერთა ვარაუდით, ხე მინიმუმ 300 წლის უნდა ყოფილიყო.

მთელი ამ წლების განმავლობაში ხე მექარავნეებისთვის ნამდვილი სამოთხე იყო, სადაც შესაძლებელი იყო დასვენება ჩრდილის ქვეშ და იქვე მდებარე ორი ჭიდან წყლის დალევა. გრუნტიანი წყლები მოიპოვებოდა 30 მეტრის სიღმეზე, ხოლო აკაცია თავისი ფესვებით მისწვდა გრუნტის წყალს და შეძლო გადარჩენა.

გამოითქვა ვარაუდი, რომ მრავალი ათწლეულის წინ, ამ ტერიტორიაზე იყო ტბა, რომლის ირგვლივაც ხარობდა ხემცენარეები.


ამ ტერიტორიაზე არქეოლოგებმა აღმოაჩინეს :ისრები, ჟირაფის, ანტილოპასა და ლომის ძვლები.

ადგილობრივი მცხოვრებლები მკაცრად აკონტროლებდნენ ხის მდგომარეობას, ერთი ტოტის მოტეხაც დანაშაულად ითვლებოდა. მაგრამ მაინც ვერ მოხერხდა მისი მომხიბვლელობის შენარჩუნება.

1959 წელს ფრანგულმა ეთნოგრაფმა, ანრი ლოტმა აღნიშნა, რომ აკაციას საკმაოდ რთული პერიოდი უდგას, მაგრამ ხე მაინც აგრძელებდა ბრძოლას სიცოცხლისთვის.

ტრაგედია 1973 წელს დაფიქსირდა, როდესაც მთვრალი მძოლი ხეს დაეჯახა და საბოლოოდ დაასრულა ხის არსებობა.

იმ ადგილას, სადაც 300 წლის განმავლობაში მარტოსული ხე ხარობდა, იქნა დადგმული რკინის ძეგლი. ძეგლი არა მხოლოდ სოლიდარობას იჩენს განადგურებული ხისა, არამედ ხის მსგავსად, გზას უჩვენებს მექარავნეებს.image

0
187
შეფასება არ არის
ავტორი:თოკა ჯაბნიძე
თოკა ჯაბნიძე
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0