x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ნაკლებად ცნობილი ფაქტები ყველასთვის ცნობილი ვარსკვლავების შესახებ

ვარსკვლავების ცხოვრებას მთელი მსოფლიო ინტენსიურად აკვირდება. მაგრამ, ცნობილი ადამიანების ცხოვრებაში არის ფაქტები, რომლებსაც ისინი ასაჯაროვებენ, ან პირიქით, მასზე იშვიათად საუბრობენ...


ჯეისონ სტეითემის სპორტული კარიერა


image


ჰოლივუდის დაპყრობამდე, ჯეისონ სტეითემი გარე ვაჭრობით იყო დაკავებული, იყო მოდელიც და ქუჩის თეატრის მსახიობიც. თუმცა, მისი ნამდვილი გატაცება წყალში ხტომა იყო. დღეს პოპულარული და ბევრისთვის საყვარელი მსახიობი, 12 წლის ასაკიდან, ბრიტანეთის წყალში ხტომის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ირიცხებოდა და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობდა.



ღია ბარათი რობერტ დაუნი უმცროსისთვის


image
რობერტ დაუნი უმცროსს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს მთელს მსოფლიოში და არც ჩინეთია გამონაკლისი. ჩინელმა ფანატებმა «რკინის კაცს» ღია ბარათი აჩუქეს, რომელზეც 5 339 ადამიანის ხელმოწერა იყო.

აი, რას ნიშნავს საყოველთაო სიყვარული!



სტივ ბუშემი 11 სექტემბრის ტერაქტის ლიკვიდაციაში მონაწილეობდა



image


ჰოლივუდის მსახიობი სტივ ბუშემი 80-იან წლებში მეხანძრედ მუშაობდა ნიუ-იორკში. 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ, ის ძველ საქმიანობას დაუბრუნდა და სხვა მაშველებთან ერთად, ყოველდღიურად, 12 საათის მანძილზე, ნანგრევებს შორის, გადარჩენილ ადამიანებს ეძებდა. ხოლო, 2012 წელს, ქარიშხალი «სენდის» შედეგეების აღმოფხვრაში მონაწილეობდა. თუმცა, ამ მოვლენებში თავისი მონაწილეობის შესახებ, მსახიობი არასდროს საუბრობდა და როდესაც, ინტერვიუს დროს, აღნიშნული საკითხების შესახებ, კითხვებს უსვამდნენ, ის უარყოფდა.



დუეინ ჯონსონი — მსოფლიო რეკორდსმენი სელფის გადაღებაში


image


ლონდონში, «სან ანდრეასის» პრემიერაზე, «კლდემ» რეკორდი დაამყარა: 105 სელფი – 3 წუთში. ის ფოტოებს თაყვანისმცემლებთან ერთად იღებდა და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დუეინმა წინა რეკორდი მოხსნა, — 75 ფოტო, იმავე დროში, რომელიც მასვე ეკუთვნოდა.



სარა ჯესიკა პარკერი — სალემის ჯადოქრის შთამომავალია


image


გახმაურებული სასამართლო პროცესის (1692-1693 წ.) უკანასკნელი ბრალდებული სარა ჯესიკა პარკერის დიდი ბებია — ესტერ ელველი იყო. მაგრამ, ის არ დაზარალებულა, რადგან მისი სასამართლო სხდომის მომენტისთვის, ჯადოქრებზე ნადირობა შეწყდა და ქალი გაათავისუფლეს.



«უნიჭო» გერი ოლდმენი


image


გერი ოლდმენი დღეს ცნობილი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერია. თუმცა, თავის დროზე, მან ვერ შეძლო ბრიტანეთის დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში ჩაბარება. გარდა ამისა, იქვე გამოჩნდნენ «კეთილი ადამიანები» და მომავალ მსახიობს ურჩიეს, რომ თავისთვის უფრო შესაფერის ხელობა მოეძებნა. გავიდა დრო და 80-იან წლებში, გერი ფილმში შესრულებული როლისთვის — «საუკეთესო ახალგაზრდა ბრიტანელ მსახიობად» აღიარეს.



კრისტოფერ უოკენი — ლომების მომთვინიერებელი


image


მას 100-მდე როლი აქვს შესრულებული და მიღებული აქვს ყველა საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო, მათ შორის, 2 «ოსკარიც»! თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ უოკერი პროფესიონალი მოცეკვავე იყო (ცეკვავდა ღამის კლუბებში, გასტროლებზე დადიოდა საკონცერტო ჯგუფთან, საკუთარი სოლო ნომრებით). გარდა ამისა, ის ერთი პერიოდი, ცირკში, ლომების მომთვინიერებლის დამხმარედაც მუშაობდა. მოგვიანებით, უკვე ცნობილი მსახიობი, ყოველთვის აღნიშნავდა, რომ «დიდი კატები» ძალიან საყვარელი არსებები არიან.



აკრძალული ბრედ პიტი


image


მალაიზიაში Toyota-ს რეკლამა აკრძალეს, მასში ბრედ პიტის მონაწილეობის გამო. როგორც გაირკვა, მიზეზი მსახიობის გარეგნობა იყო, რომლის გამო, შესაძლებელი იყო, ბევრ ადგილობრივს, არასრულფასოვნების გრძნობა გასჩენოდა.



imageimageimageimageimageimageimage









0
860
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
860
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0