x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ ეშინია დროს პირამიდების და არა პირიქით - პირამიდებს დროსი?
ცნობილი ეგვიპტური ანდაზა მეტყველებს: "ჩვენ ყველას გვეშინია დროსი, დროს კი - პირამიდების". რაში გამოიხატება ამ გამოთქმის არსი? რატომ გააჩნია ამ გრანდიოზულ ქმნილებებს ესოდენ დიდი ძალაუფლება?




image




არსებობს ამ ფრაზის რამდენიმე განმარტება. ჩვენ განვიხილოთ მათგან ყველაზე პოპულარული. პირველი, ყველაზე გავრცელებული განმარტება ასეთია: სამყაროში მუდმივი არაფერია. მრავალი სახელმწიფო აღიგავა პირისაგან მიწისა, დაშრა მდინარეები და ტბები, გახმა ტყეები, დაინგრა ციხე-სიმაგრეები, გარდაიცვალა უამრავი ადამიანი და მხოლოდ პირამიდები დგანან და იდგებიან სამუდამოდ, რადგან მათზე დრო არ მოქმედებს და მათ არ ეშინიათ დროსი. არავინ არ იცის, როგორ დამთავრდება მათი ჭიდილი, რადან ჩვენ ვერასოდეს ვერ ვიხილავთ ამ ეპიკური ბრძოლის ფინალს.

დოკუმენტური ფილმის "ცხოვრება ადამიანების გარეშე" შემქმნელები თვლიდნენ, რომ თუ კაცობრიობა გადაშენდება და ადამიანები გაქრებიან პლანეტიდან, ხოლო დაახლოებით 5000 წლის მერე უცხოპლანეტელები მოფრინდებიან დედამიწაზე დასასახლებლად, სწორედ პირამიდებით შეიტყობენ ისინი, რომ აქ ოდესღაც გონიერი არსებები ცხოვრობდნენ. კაცობრიობის მიერ შექმნილი ფასეულობებიდან არაფერი არ გადარჩება ამ გრანდიოზული ნაგებობების გარდა.





image




მეორე გაგებით ის, რომ დროს ეშინია პირამიდების, შეიძლება მისტიკასთან დავაკავშიროთ. მეცნიერები დღესაც ვერ მივიდნენ საერთო აზრამდე იმის შესახებ, თუ როგორ შეძლეს ადამიანებმა რამდენიმე ათასი წლის წინ ყოველგვარი თანამედროვე ინჟინრული ხელსაწყოების გარეშე პირამიდების აგება. ხომ არ ჩაერია ამ პროცესში პირიქითა სამყაროს ძალები? თუმცა მკვლევართა დიდი ნაწილი ამ აზრს არ იზიარებს, ისინი თვლიან, რომ ეგვიპტის პირამიდები იმდროინდელი ოსტატების - ქვისმთლელების, გამპრიალებლების, მშენებლების, არქიტექტორების შეთანხმებული, შეწყობილი მუშაობის შედეგია. მხოლოდ მონების ხელით ვერ აშენდებოდა ესოდენ დიდებული ნაგებობები, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლო.

გარდა ძირითადი ნაგებობისა, ინჟინრებმა შეძლეს დაეპროექტებინათ პირამიდების დაბლოკვის და დალუქვის საოცრად რთული სისტემა იმისათვის, რომ შენობის შიგნით ბოროტმზრახველები არ შეპარულიყვნენ. ეგვიპტელები დიდ ყურადღბას აქცევდნენ ფარაონების საიქიო ცხოვრებას. მათთვის ფარაონები სიცოცხლეში ნახევრად ღმერთებს წარმოადგენდნენ, ხოლო სიკვდილის შემდეგ ღმერთებად გადაიქცეოდნენ და სხვა განზომილებაში განაგრძობდნენ ცხოვრებას.




image




სწორედ ამ მარადისობას უზრუნველყოფდა პირამიდა, რომელიც შექმნილი იყო სამუდამო არსებობისათვის. ფარაონების უზარმაზარი განსასვენებელი უნდა გამხდარიყო პორტალი ერთი სამყაროდან მეორეში და ეგვიპტელების რწმენით, ის უკვდავებას ჩუქნიდა ფარაონებს.


უკვე თითქმის ხუთი ათასი წელია დგანან გრანდიოზული ქვის მთები, შექმნილი ადამიანის ხელით (თუმცა ამ საკითხზე, როგორც ზემოთ ვთქვით, არსებობს განსხვავებული ვერსიაც). მათ არ ეშინიათ ქარების და კოკისპირული წვიმების, გრიგალისა და მიწისძვრების. ისინი მთელი თავისი დიდებულებით ამტკიცებენ, რომ დროს ეშინია პირამიდების და არა პირიქით!

3
326
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
326
  
2019, 12 აგვისტო, 17:04
პირ ამიდა!
პირამიდები ეგვიფტელებს არ აუშენებიათ, იგი წინა ცივილიზაციის ნაშთებია!
7527 წლის წინ მომხდარა წარღვნა, კაცთამოდგმის გაუკუღმართების გამო.
"წარღვნა-წალეკა კაცთა ხელთქმნილი და მათი მავნე მედიდურობა,
თვით აღადგინა შიშით - რწმენა და უქონელობით - თანასწორობა".
იხილეთ მტკიცებულება: https://www.youtube.com/watch?v=1U_nlvTGQOs&fbclid=IwAR2dfR15abqv-yU5eqpm87KtM0VNwz834Md0O1US7gUxHF01gb-FX_fJIfY
2019, 10 აგვისტო, 0:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 9 აგვისტო, 19:04
ძალიან საინტერესო სტატიაა.
ერთხელ რუსულ ჟურნალში წავიკითხე, თუ როგორ გაგვეკეთებინა სახატავი რვეულის ფურცლებისაგან პირამიდა თავისი მცირე პლატფორმით, პირამიდის ცენტრის გათვლის მარტივი მეთოდიც ეწერა და ზუსტად ისე გავაკეთე მეგობართან ერთად. უსაფრთხო საპარსი "Бритва" უნდა დაგვედო ზუსტად ცენტრში შემოხაზულ კვადრატში.
ყველა საფიცარს ვფიცავ უსაფრთხო საპარსი ისე ილესებოდა ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზით თუ მიზეზებით, ერთი უსაფრთხო საპარსი 30-ჯერ მაინც პარსავდა ადამიანს.
0 1 3