x
image
მანჩო 777
რა საიდუმლოს მალავს ხეში ჩაზრდილი ველოსიპედი?- ლეგენდა ცნობილი ფოტოსურათის შესახებ
ეს ფოტოსურათი, რომელზეც ხეში ჩაზრდილი საბავშვო ველოსიპედია აღბეჭდილი, ალბათ ბევრ თქვენგანს უნახავს. ის ხშირად ტრიალებს ინტერნეტ-სივრცეში და თან ახლავს სულისშემძვრელი ისტორია იმაზე, თუ პირველი მსოფლიო ომის დროს, 1914 წელს, ომში წასვლის წინ როგორ მიაბა 14 წლის ბიჭმა ველოსიპედი ხეზე იმ იმედით, რომ ომიდან სულ მალე დაბრუნდებოდა.... ყმაწვილი ომიდან ცოცხალი ვერ დაბრუნდა. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ბიჭის მშობლებმა სპეციალურად დატოვეს ხეზე მიბმული ველოსიპედი მათი შვილის ხსოვნის პატივსაცემად და ადამიანებისათვის იმის შესახსენებლად, თუ რა საშინელებაა ომი.



image



მაგრამ არის კი სიმართლის ნატამალი ამ ლეგენდაში თუ ის ინტერნეტით გავრცელებული მორიგი ფეიკ-ისტორიაა?


პირველი შეუსაბამობა უკვე ლეგენდის დასაწყისშივეა: ლაპარაკია ამერიკაზე (ხე მასში ჩაზრდილი ველოსიპედით აშშ-ში, კუნძულ ვაშონზე მდებარეობს), მაგრამ აშშ პირველ მსოფლიოს ომს შეუერთდა არა 1914, არამედ 1917 წელს. ამასთანავე ველოსიპედი აშკარად პატარა ბავშვს ეკუთვნოდა, დაახლოებით 8-10 წლისას. ასეთებს კი ომში არავინ არ აგზავნიდა. უფრო მეტიც, თუ ველოსიპედს ყურადღებით დააკვირდებით, იოლად მიხვდებით, რომ ასეთებს ХХ საუკუნის დასაწყისში ჯერ კიდევ არ აკეთებდნენ. მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში? როგორ აღმოჩნდა ბავშვის ველოსიპედი ხეში?




image



იმისათვის, რომ ამოვხსნათ კუნძულ ვაშონზე მდებარე ხის და მასში ჩაზრდილი ველოსიპედის ისტორია, დავგჭირდება არა 1914 წელში, არამედ ცოტა უფრო გვიან, დაახლოებით 60 წლით უკან დაბრუნება. დიახ, ამ ტიპის ველოსიპედებს სწორედ გასული საუკუნის 50-იან წლებში უშვებდნენ აშშ-ში და ის ეკუთვნოდა 8 წლის ბიჭუნას სახელად დონ პაზს (Don Puz). ყოველ შემთხვევაში, სწორედ ეს მონაცემები მოიძიეს ჟურნალ The Seattle Times-ის ჟურნალისტებმა.

ისტორია ხეში ჩაზრდილი ველოსიპედის შესახებ თავად დონ პაზმა უამბო ჟურნალისტებს. პაზი კუნძულზე დაიბადა, გაიზარდა და იქ ცხოვრობდა 1992 წლამდე. მაშინ კი, შორეულ 1954 წელს, როცა ბიჭუნა მხოლოდ 8 წლის იყო, პაზების სახლს ცეცხლი გაუჩნდა და ოჯახის მარჩენალი მამა ცეცხლში დაიწვა. მას ცოლი და სამი შვილი დარჩა. ოჯახი ფაქტიურად ყოველგვარი სახსრების გარეშე დარჩა, ამიტომ კუნძულელები რითაც შეეძლოთ, ეხმარებოდნენ მათ. პაზების ოჯახში მათ მოჰქონდათ საოჯახო ნივთები, ტანსაცმელი, სურსათი, სათამაშოები ბავშვებისთვის... ამ ნივთებს შორის იყო ეს ველოსიპედიც. "- მე ის არასოდეს მომწონდა, - იხსენებს დონ პაზი, - ის პატარა ბავშვის სამთვლიან ველოსიპედს ჰგავდა, თუმცა მხოლოდ ორი თვალი ჰქონდა, საშინლად უხეში თვლები და ძალიან წვრილი საჭე''.

როცა დონის ოჯახს, ბოლოს და ბოლოს, ახალ სახლში გადასვლა ეღირსა, აღმოჩნდა, რომ ის ჭაობიან ადგილზე იყო აშენებული. "- მე და ჩემს და-ძმას ძალიან მოგვწონდა ჭაობში თამაში: ვიჭერდით თავკომბალებს, დავძვრებოდით ტყეში, მუხლებამდე ვეფლობოდით ტალახსა და ჭანჭრობში; მოკლედ, ბავშვებისთვის იქ ძალიან ბევრი გასართობი იყო".

ერთხელაც, ტყეში ხეტიალის დროს, დონს თავისი ველოსიპედი ხეზე მიყუდებული დარჩა. მეორე დღეს ბავშვები საძებნელად წავიდნენ, თუმცა ის ადგილი, სადაც ველოსიპედი დატოვეს, ვეღარ იპოვეს. ბიჭუნას დიდად არ უნაღვლია:" -დაიკარგა და დაიკარგა, - ვფიქრობდი მე, - ჯანდაბამდე გზა ჰქონია, სულ ერთია, მაინც არ მომწონდა'', - იხსენებდა პაზი. . .



image



და მხოლოდ 1995 წელს, 41 წლის შემდეგ შეახსენა თავი მიტოვებულმა ველოსიპედმა ყოფილ პატრონს. ერთხელაც დონი თავის დას ესტუმრა, რომელიც ასევე კუნძულზე ცხოვრობდა. და-ძმამ იმ ადგილებში გაისეირნა, სადაც წლების წინ ერთად თამაშობდნენ და დარბოდნენ... უცებ პაზმა უცნაურ სურათს მოჰკრა თვალი: ჟანგისგან ნახევრად შეჭმული ველისიპედი ხეში შეზრდილიყო. "- ეს ხომ ჩემი ბაიკია, - წამოვიძახე, - ერთ წუთითაც არ მეპარებოდა ეჭვი, რომ ოთხი ათეული წლის წინ მიტოვებულ ჩემ ველოსიპედს წავაწყდი".



image



ამ ამბის შემდეგ კუნძული ვაშონი ხეში ჩაზრდილი ველოსიპედით ძალიან ცნობილი გახდა: აქ მოდიან ტურისტები, საინტერესო ისტორიების მოყვარულები, შეყვარებული წყვილები ფოტოების გადასაღებად, პენსიონრები ნოსტალგიის გასაქარვებლად...ახლომდებარე მაღაზიებში იყიდება სუვენირები დაჟანგული ველოსიპედის გამოსახულებით. ადგილობრივები ამაყობენ იმით, რომ კუნძული ერთი შეხედვით ამ უმნიშვნელო ფაქტმა სახელგანთქმული გახადა და ძალიან უფრთხილდებიან თავიანთ რელიქვიას: როცა ველოსიპედს მოძვრა ძველი დეტალები ჟამთა სიმრავლის გამო, მათ ისინი ფრთხილად შეცვალეს ახლით ისე, რომ ინსტალაციის მთლიანობა არ დარღვეულიყო და ხესაც არანაირი ზიანი არ მიდგომოდა.



image



ვაშონის კუნძულზე დღესაც ძველებურად დგას წიფლის ხე მასში ჩაზრდილი დაჟანგული, ჟამთა სიმრავლისგან ნახევრად შეჭმული ველისიპედით.

1
1528
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1528
  
2019, 10 აგვისტო, 0:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1