x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
13 წლის ბიჭმა საკუთარი შრომით მარტოხელა დედას მანქანა უყიდა
image

ამერიკელი კრისტალ პრესტონი მარტოხელა დედაა სამი შვილით და სამი ძაღლით, ამჟამად კრისტალს ძალზე რთული პერიოდი უდგას ცხოვრებაში, თვიდან თვემდე ძლივს გააქვს თავი, ავტომობილის შესაძენ ფულზე, რომელიც ასე ძალიან საჭიროა ნევადაში მცხოვრებისთვის, ვერც იოცნებებს, მაგრამ სამაგიეროდ ჰყავს 13 წლის ვაჟი უილიამი, რომელმაც დედას ნამდვილი სიურპრიზი გაუკეთა-ბიჭუნამ დედას მანქანა უყიდა.



image


13 წლის უილიამი უფროსი მამაკაცია ოჯახში, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ მოზარდია ოჯახს ფინანსურად ეხმარება, სკოლის შემდეგ ხან გაზონებს კრიჭავს, ხან მეზობლებს ეზოს ულაგებს და სხვადასხვა წვრილმან სამუშაოებს ასრულებს, როგორც უილიამი ამბობს, მან არაერთხელ ნახა სოციალურ ქსელში ისტორია, როგორც ჩუქნიან შვილები დედებს მანქანებს და ოცნებობდა თვითონაც ასე მოქცეულიყო.ერთხელაც "ფეისბუქის" ადგილობრივ ჯგუფში ნახა, რომ ერთ-ერთი მეზობელი საკმაოდ იაფად ყიდდა ავტომობილს -1999 წლის თეთრ Chevrolet Metro-ს, უილიამი დაუკავშირდა ქალს და ასეთი პირობა შესთავაზა: ნაწილს ნაღდ თანხას გადაუხდიდა, ხოლო დარჩენილ ფულს მის ბაღში მუშაობით გაქვითავდა.


image

იმისთვის, რომ მანქანა ეყიდა, ბიჭუნამ საკუთარი Xbox-ი გაყიდა, რის შემდეგაც ბიჭუნას ოცნება აუხდა.


კრისტალმა თავიდან ვერ დაიჯერა, შემდეგ კი ცრემლები წასკდა, როდესაც შვილმა უთხრა, რომ ამიერიდან მათ საკუთარი ავტომობილი ეყოლებოდათ.
ეს ამბავი დედამ "ფეისბუქზე" დაწერა, რომელსაც უამრავი მოწონება და გაზიარება მოჰყვა, უილიამით დაინტერესდა ადგილობრივი ტელევიზია და პრესაც, ბიჭუნას მისამართით უამრავი საქები სიტყვა ითქვა, მისი თანატოლები დამოკიდებულები არიან ვიდეოთამაშებზე, უილიამი კი უყოყმანოდ შეელია მას.
თვითონ უილიამი ამბობს, რომ სულაც არ სურდა ცნობადი ყოფილიყო და ყურადღების ქვეშ მოქცეულიყო, ეს ყველაფერი მხოლოდ დედისთვის გააკეთა.
image
"არასდროს გამიგია, რომ 13 წლის შვილს დედისთვის მანქანა ეყიდოს, არ არსებობს სიტყვები, რომელიც გამოხატავს ჩემს მადლიერებას და სიამაყეს ერთდროულად"--ამბობს უილიამის დედა კრისტალი.

0
296
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
296
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0