x
image
ლურჯი თოლია
როგორ გავხდეთ უფრო ენერგიულები - 6 რჩევა ენერგიის მოსამატებლად

image

დალიეთ მეტი წყალი

გაუწყლოება იწვევს დაღლილობას და აქვეითებს ფოკუსირებისა და კონცენტრაციის უნარს. როგორც კი დაღლილობას იგრძნობთ, ეგრევე დალიეთ წყალი, თუმცა უკეთესია რეგულარულად სვათ ხოლმე.

დღეში რეკომენდირებულია სულ მცირე 2 ლიტრი წყლის მიღება, თუმცა ეს ყველაფერი იზრდება დღეში თქვენი აქტიურობისა და დატვირთვის მიხედვით.

საუზმეზე მიირთვით კვერცხი

აუცილებელია დილით საუზმე. ღირს, ადგეთ უფრო ადრე და კარგად ისაუზმოთ, ეს მთელი დღისთვის მოგცემთ საჭირო ენერგიის დიდ ნაწილს. საუკეთესო საკვები საუზმეზე არის კვერცხი. კვლევების თანახმად, ვინც კვერცხით იწყებს დღეს, უფრო მეტი ენერგია აქვს დღის განმავლობაში, ვიდრე სხვა საკვებით დაწყების შემთხვევაში.

შეამცირეთ ლანჩზე მიღებული ნახშირწყლების რაოდენობა

შეამცირეთ ნახშირწყლების შემცველობა საკვებში, დაამატეთ ცოტა ცხარე თქვენს საკვებს. ასეთ შემთხვევაში უფრო ფხიზლად და ნაკლებად დაღლილი იქნებით საღამოს.

წახემსება ხილით

თუ ენერგიის ნაკლებობას გრძნობთ, ეს შეიძლება, შაქრის დონის დაწევის ბრალი იყოს. ამ დროს კარგია წახემსება, მაგრამ ტკბილეულის ნაცვლად უმჯობესია, ხილი მიირთვათ. შაქრის დონის ცვლილება ნაკლებად რადიკალური იქნება და ბოჭკოვანი საჭმელი დანაყრების შეგრძნებასაც უფრო დიდი ხნით მოგგვრით.

მიიღეთ B ვიტამინის შემცველი საკვები

კვლევები აჩვენებს, რომ B ვიტამინის ნაკლებობას შეუძლია დაღლილობისა და უძლურების შეგრძნების გამოწვევა. მათი მიღების საუკეთესო საშუალება მარცვლეული პარკოსანი მცენარეებია.

და რა თქმა უნდა,

მოაწესრიგეთ ძილი

მნიშველოვანია არა მხოლოდ ძილის ხანგრძლივობა, არამედ მისი ხარისხსი და რეჟიმი. მათი დარღვევა ხშირად იწვევს უენერგიობას და ადვილად გადაღლას.

გისურვებთ წარმატებებს :)

0
116
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0