x
image
კატაპულტი
სარეველების მოშორება მარტივად სახლის პირობებში

არასასურველი ბალახი ყოველთვის დისკომფორტის გამომწვევია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ისეთ ადგილასაა, სადაც ხშირად ვტრიალებთ, მაგალითად, ეზოში და ბაღში, რომელშიც მწვანილი და მცირეოდენი ბოსტნეულიც მოგვყავს. გარდა დისკომფორტისა, ხშირი ბალახი საფრთხის შემცველიცაა, რადგან ის საუკეთესო თავშესაფარია ქვეწარმავლებისთვის.

ბალახის მოსასპობად მრავალი ხერხი არსებობს, თუმცა თქვენს ყურადღებას მარტივ და გარემოს ნაკლებად დამაბინძურებელ მეთოდებზე შევაჩერებ:

1. სარეველა ბალახი აუცილებლად უნდა მოისპოს მანამ, სანამ მომავალი წლისათვის თესლს ჩაყრის ნიადაგში.

ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში სარეველების უმრავლესობა იკეთებს თესლს, რომლის ნიადაგში მოხვედრის შემთხვევაში, მის ადგილას მომავალ წელს 10 ან 20 სარეველა ამოვა, ამიტომ აუცილებელია თესლის ჩაყრამდე მოიჭრას, ან უკეთეს ვარიანტში ფესვიანად იქნას ამოღებული ნიადაგიდან და დაიწვას.

2. მულჩირება

მულჩირება არის ნიადაგის ცარიელი ადგილის დაფარვა სხვადასხვა საშუალებებით, კერძოდ, ხის დანაკუწებული ქერქით, ნაკელით, სპეციალური ქაღალდით, ცელოფნით და ა.შ. აღნიშნული აფერხებს არასასურველი მცენარეების ამოსვლას, უნახავს ნიადაგს ტენიანობას და ხელს უშლის მავნებლების გავრცელებას.



3. სოდა, ძმარი, მარილი



ყველა ოჯახში არსებული ეს ნივთიერებები კარგი საშუალებაა სარველასთან ბრძოლისათვის, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ისინი მთლიანად სპობენ მცენარეს და ბოსტანსა და ბაღჩაში მათი გამოყენება დაუშვებელია.

მარილისა შემთხვევაში, მარილი და სოდა მოაყარეთ სარეველიან ნიადაგს, ძმარი კი მიასხურეთ მათ.

4. მექანიკური ბრძოლა


სარეველებს ხშირად მექანიკურადაც ებრძვიან მოთიბვისა თუ ფესვით ამოღების სახით, თუმცა აღნიშნული მხოლოდ მცირე ფართობზეა რეკომენდირებული, რადგან მეტად დამღლელია და დიდ ენერგიას მოითხოვს. ასევე მექანიკურ ბრძოლას არჩევენ ხვიარა სარეველების წინააღმდეგ ბრძოლისას, როცა ისინი ბაღ-ბოსტნეულ კულტურებს არ აძლევენ განვითარების საშუალებას.

imageამ ფოტოზე ძნელად თუ გაარჩევთ, რა მცენარეზეა შემოხვეული სარეველა და “ახრჩობს".

გაგიკვირდებათ და ეს ვაშლის ნამყენიაimage

image
ამ ფოტოზე კი ჟოლოს ათამდე ნერგია, რომელიც სარეველებმა მთლიანად დაფარა.

სარეველა ფრთხილად უნდა მოვაცილოთ მცენარეს, რადგან ის ფაქტობრივად შეზრდილია მასზე.თუ ამას ვერ ვახერხებთ, უმჯობესია მხოლოდ ფესვით ამოვიღოთ, დანარჩენი კი ხელუხლებლად დავტოვოთ.







ავტორის სხვა საინტერესო სტატიები იხილეთ აქ

0
297
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
297
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0