x
მეტი
  • 21.08.2019
  • სტატია:93749
  • ვიდეო:342193
  • სურათი:455971
იაკუბ მაჰმუდოვი: აღმოსავლეთ საქართველო აზერბაიჯანული მიწებია, ტიფლისი - ძველი აზერბაიჯანული ქალაქი

image

"ინციდენტი აზერბაიჯანის საზღვართან კეშიკჩიდაგთან(ნაგულისხმებია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი)არ იყო შემთხვევითი, ეს არის წინასწარ განზრახული პროვოკაცია, მიმართული იმისკენ, რომ გაფუჭდეს მეგობრული ურთიერთობა აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს შორის, რომელიც სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის გარანტია.ვფიქრობ, რომ ეს პროვოკაცია მოწყობილია იმ ძალების მიერ, რომელსაც აქვს სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიური ინტერესები სამხრეთ კავკასიაში და მის მარიონეტებს-სომხეთში, ამ ცენტრებმა მოაწყეს პროვოკაცია, რომელშიც პროსომხური ძალებია ჩართული"-აცხადებს გამოცემა "Репорт"-თან ინტერვიუში მილი მეჯლისის დეპუტატი და აზერბაიჯანის ნაციონალურ აკადემიასთან არსებული ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი იაკუბ მაჰმუდოვი.



მას ეჭვიც არ ეპატება იმაში, რომ ამ პროვოკაციის შემკვეთია სომხეთის ფაშისტური რეჟიმი:"სომხეთში არასწორი პოლიტიკის გატარების გამო, სომხები ძალინ მძიმე პირობებში ცხოვრობენ, რომ არა ეს პოლიტიკა სომხები მონაწილეობას მიიღებდნენ სამხრეთ კავკასიის სტრატეგიული ობიექტების მშენებლობაში.სომხეთის მმართველი რეჟიმი ყოველნაირად ცდილობს დაარღვიოს სიმშვიდე სამხრეთ კავკასიაში.

"არაფერს არ შეუძლია გააფუჭოს ურთიერთობა აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს შორის, მიუხედავად ამისა, რიგ პროვოკაციებს რეაქცია უნდა მოჰყვეს, ჩვენ გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ გარკვეული ძალები საქართველოდან ხშირად იყენებენ მსგავს პროვოკაციებს და ყოველთვის დაუსჯელები რჩებიან, თუ საქართველოში ტარდება პოლიტიკა აზერბაიჯანელების წინააღმდეგ, რომლებიც უძველესი დროიდან ერთგულები იყვნენ ქართული სახელმწიფოებრიობისა და არც თუ მცირე როლი ითამაშეს მის ისტორიაში, თუ მეჩეთის კედლებს შეურაცხყოფენ, შესაბამისად ისინი უნდა დაისაჯონ."


როგორც იაკუბ მაჰმუდოვი აცხადებს, პროვოკაცია საზღვარზე ქართველი მესაზღვრეების უპასუხისმგებლობის ბრალია.


"როგორ შეიძლება ორი ქვეყნის საზღვრის ასე დაუბრკოლებლად გადალახვა?გამოდის, რომ საქართველოს არ შეუძლია ღირსეულად საზღვრის დაცვა.


თუ საქართველო აფასებს მეგობრულ ურთიერთობას და სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან, არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა, ჩვენ სერიოზულად ვართ შესფოთებულები იმის, გამო, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა და ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადალახეს საზღვარი და შეურაცხყვეს აზერბაიჯანელი ხალხი."



ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ ქართველი სპორტსმენების გამოხტომით, რომლებმაც ბაქოში საერთაშორისო ტურნირზე გაშალეს პლაკატი "კესიგჩიდაგი ჩვენია".

image

მაჰმუდოვმა დააფასა ინციდენტის დროს აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ცივი გონება:"ჩვენმა მესაზღვრეებმა არ გახსნეს ცეცხლი, რომ არ დაეშვათ ესკალაცია...პროვოკატორებს და მათ უკან მდგომ ძალებს უნდა ესმოდეთ, რომ კეშიკჩიდაგი(დავით გარეჯი) და აღმოსავლეთ საქართველო ტრადიციული აზერბაიჯანული მიწებია, ტიფლისი-ძველი აზერბაიჯანული ქალაქია, თუ საქართველო პროვოკაციებზე წავა, აზერბაიჯანსაც აქვს უფლება მოითხოვოს თავის ისტორიული მიწები, თუ ქართველი ექსტრემისტები მოწყურებულები არიან მიწებზე ბრძოლისთვის, დაე საკუთარი "გმირობა" გამოავლინონ ჯავახეთში.


გასული საუკუნის 30-იან წლებში სტალინმა აზერბაიჯანელი ხალხის ნებართის გარეშე საქართველოს გადასცა შირაქის ველი- ჩვენი მიწები მდინარე განიხის(ალაზანის აზერბაიჯანული დასახელება) მარჯვენა სანაპიროდან., ჩვენ არ ვაყენებთ ტერიტორიულ პრეტენზიებს, რადგან ვაფასებთ მეგობრობას ქართველ ხალხთან.მეგობრობა ვერ მოითმენს ღალატს"-ამბობს იაკუბ მაჰმუდოვი.




5
1231
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1231
  
29 ივლისი, 22:44
ვა,სომხებისგან გადაედოთ ამათაც?
აჰა, ამასაც მოვესწარით( კიდევ კარგი, არ თქვა, ,,ვეფხისტყაოსანი,, აზერბაიჯანული არისო, თორემ ხომ გადაირეოდნენ სომხები((((
24 ივლისი, 22:55
აზერბაიჯანის მხარეს რატომ გაუჩნდა პრეტენზიები ქართულ მიწებზე და ჩვენს სიწმინდეებზე,იმიტომ ხომ არა რომ ჩვენი ხელისუფლების დუმილი საფუძველს აძლევს მათ მიისაკუთრონ რაც მმოესურვებათ
23 ივლისი, 21:00
შე ფსიქიურად ავადმყოფი,აზერბაიჯანი მოიგონეს კომუნისტთა ხროვამ,ხართ ქართულ მიწაზე ჩასახლებულნი მუსლიმთა ხროვავ,ხოლო სპარსთა მიწაზეა თქვენი საცხოვრებელი,ნაგავო!!!
23 ივლისი, 16:39
ემანდ რამე არ მოიწიოთ, ნელა ქენით
0 1 5