x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508472
ური გელერი - კაცი რომელიც ნივთებს ფიზიკური კონტაქტის გარეშე ამოძრავებდა

image პარაფსიქოლოგია -მეცნიერება რომელიც ადამიანის ფსიქიკის უნიკალურ შესაძლებლობებს შეისწავლის, მოვლენებს რომლებიც მუდმივად იქცევს ყურადღებას იდუმალი ამოუხსნელი და ამავდროულად მიმზიდველი შინაარსის გამო .
პარაფსიქოლოგიის კვლევის საგნებია - ტელეპათია, ტელეკინეზი და ნათლად ხედვა .
სამივე მათგანი უნივერსალური და უჩვეულოა თუმცა ფაქტებზე დაყდრდნობით ( ტელეკინეზის ნიჭით ყველაზე ცოტა ადამიანია დაჯილდოვებული) ტელეკინეზი სხვა დარგებთან შედარებით მეტად მტკიცე და მყარ ფსიქიკურ სიძლიერეს მოითხოვს .
ტელეკინეზი - ეს საგნების სივრცეში გადაადგილებაა, ადამიანის ფიზიკური ჩარევის გარეშე .
მსგავსი საუცხოო უნარი გამოავლინა - ური გელერმა, ისრაელის მოქალაქემ, რომელსაც შეეძლო ლითონის დეფორმაცია

image ურის წინ განთავსებულ მაგიდაზე ალაგებდნენ კოვზებს, ჩანგლებს და მსგავსი ზომის საგნებს . ყოველგვარი კონტაქტის გარეშე, გალერის მხრიდან მხოლოდ ფსიქიკური კონცენტრაციის საფუძველზე ზემოთხსენებული ნივთები იღუნებოდნენ ან ტყდებოდნენ.
აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ური ტელეკინეზს რადიოსა და ტელევიზორის საშუალებითაც ახორციელებდა და მაყურებლისა თუ მსმენელის სახლში ხშირად დაუწყიათ ლითონის ნივთებს დეფორმაცია .
არ არსებობს ზუსტი და სრულყოფილად დასაბუთებული დასკვნა იმის შესახებ ური მართლაც ფლობდა ამ საოცარ ნიჭს, თუ უბრალოდ ყოველივე შესანიშნავი სამსახიობო ნიჭისა და ილუზიონისტური ხრიკების შედეგი იყო .
თუმცა ერთი რამ ცხადია - ეს უნიკალური შესაძლებლობების მქონე კაცი 50-60იან წლებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა და მისი ბიოგრაფიული წიგნიც კი გამოიცა .

imageსურათზე ხედავთ ურის და მის კადილაკს რომელიც კოვზებით, ჩანგლებითა და მსგავსი ზომის ნივთებითაა გაფორმებული.

0
191
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ჯუგაშვილი
მარიამ ჯუგაშვილი
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0